საქართველოს კონტროლის პალატის სახელწოდება იცვლება. მას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ერქმევა.
სახელწოდების ცვლილება საქართველოს კონსტიტუციურ კანონში „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტით განისაზღვრება.
ცვლილებების პროექტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებს პარლამენტის წევრმა, ანდრო ალავიძემ გააცნო. მისი განცხადებით, კონტროლის პალატის სახელწოდების შეცვლა უწყებაზე დაკისრებული ფუნქციების, ასევე მისი სტრუქტურის მსგავსი ორგანოების დასახელების საერთაშორისო ანალოგების გათვალისწინებით განხორციელდა.
კომიტეტის წევრებმა საკონსტიტუციო კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს
http://ick.ge/ka/rubrics/society/10796-201...8-18-39-28.htmlაჰა, ეხლაც იტყვით ეს დაწესებულება მარტო საბიუჯეტოების შემოწმებით უნდა იყოს დაკავებულიო ?!...
- Будут спрашивать - скажи, что я вышел. Или просто - бога нет!