„ჩემი სექსუალური ცხოვრება არ სცილდება ჩემს საძინებელს“როლანდ ხოჯანაშვილი
ის 33 წლისაა. დღევანდელი ,,ცხელი თემის” ანუ სექსუალური უმცირესობების შესახებ გულწრფელად საუბრობს. სახელისა და გვარის გამოქვეყნება არ ისურვა, თუ რატომ, ამას ინტერვიუდან გაიგებთ. პირობითად თუნდაც კახა ვუწოდოთ. ჩვენ მას ტელეფონით ვესაუბრეთ.
_კახა, როგორ გახდი გეი? ბუნებრივია, გახსოვს პირველი სქესობრივი ურთიერთობის დეტალები.
_სამეგრელოში დავიბადე. 18 წლისას ბათუმში მომიწია ჩასვლამ. მოსახდენიც იქ მოხდა ძალდატანებისა და მოტყუების გარეშე. ბავშვობიდანვე ვგრძნობდი, რომ თუნდაც ჩემი ძმისაგან ძალიან განსხვავებული ვიყავი. არ მიზიდავდა თანაკლასელი ვაჟების საუბარი გოგონებზე, არც ფიზიკური შრომა შემძლო მაინცდამაინც. ფაქიზი ვიყავი. მშობლებიც მხოლოდ წიგნის კითხვასა და სწავლას მთხოვდნენ. სკოლის დამთავრებამდე ვხედავდი, რომ ვაჟები მაინტერსებდა. ფიზიოლოგიურად ამოვისუნთქე ბათუმში...
_როგორ გააგრძელე შემდეგ ცხოვრება? ხდებოდა რამე განსაკუთრებული? ხომ არ იგრძენი თავი შეურაცხყოფილად ბათუმური სექსის შემდეგ?
_თავიდან გააზრებულიც არ მქონდა, რა მოხდა. მერე მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მჭირდებოდა... მართალია, მინდოდა სხვების მსგავსად მეც მყოლოდა ლამაზი შეყვარებული ქალი გვერდით, მაგრამ რაც არ შემეძლო, როგორ ვითამაშებდი იმ როლს? შემდეგ თბილისში გადავედი საცხოვრებლად. მშობლები ხელს მიწყობდნენ. დავამთავრე უნივერსიტეტი. ახლა ერთ-ერთ სკოლაში ვასწავლი. რომ გითხრათ, რომ ვინმეს ,,შებმაზე” ვიყავი, ეს არასდროს მომხდარა. ძალიან პასიური ვარ ამ მიმართულებით. თუ თავად გამოჩნდებოდა ვინმე, თორემ პირადად არასდროს მიძებნია პარტნიორები. არც ბევრი პარტნიორი მყოლია. ახლა ჩემს გვერდით იშვიათად, მაგრამ მაინც არის ორი შვილის მამა.
_და ამ კაცის ოჯახური იდილია არ ირღვევა ამით? ანუ სოციუმის (ოჯახის) მდგომარეობა როგორია?
_ეს კაცი საქართველოში იშვიათად არის. მე მისგან არ ვითხოვ ფულს ან რაიმე მატერიალურს... ოჯახის კაცია, როგორც იტყვიან-ხოლმე ჩვენთან. არ აქვს კონფლქტი ოჯახთან. უბრალოდ, ორივე მივიჩნევთ, რომ ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება.
_როგორც ამბობენ, ჰომოსექსუალიზმი ან ქრომოსომების არასწორი რაოდენობითაა გამოწვეული,ან კიდევ გახრწნილობით. შენს შემთხვევაში რომელია „დამნაშავე?”
_ალბათ პირველი...
_დღეს უკვე ხმამაღლა საუბრობენ ჰომოსექსუალიზმის შესახებ. ბევრისთვის ის ავადმყოფობაა, ზოგისთვის გახრწნილება, ზოგისთვის ჰომოსექსუალთა დაქორწინებაც მისაღებია ან პირიქით, რას იტყვი ამაზე?
_ნამდვილად არ ვარ მომხრე იმის, რომ ჰომოსექსუალები დაქორწინდნენ, ან კიდევ აღლუმები მოაწყონ. ეს ხომ ჩვენი პირადი ცხოვრებაა, პირადი ცხოვრების აფიშირება სულაც არ მგონია იყოს საჭირო. ერთსქესიანთა ქორწინება უშვილობას გულისხმობს. შვილის აყვანა კი შეეძლებათ, მაგრამ ფიქრობს ვინმე, როგორი ფსიქიკა ჩამოუყალიბდება ბავშვს იმ ფონზე, როცა წამოიზრდება და ,,დედ-მამის” ერთსქესიანობას გაიგებს?
_როგორც ვხვდები, შენმა მშობლებმა არ იციან შენი ორიენტაციის შესახებ. რომ გაიგონ, მოხდება რამე?
_ისინი ამას ვერ გადაიტანენ. არ მინდა ვიყო გეი, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია... იტყვით,ეს უკვე ფაქტია დ ამის დამალვას რა აზრი აქვსო, მაგრამ მირჩევნია დავმალო ეს ყველაფერი, მშობლების წინაშე მაინც!
_დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ჰომოსექსუალიზმი თითქმის არ იზღუდება. წახვალ იქ რომ შენი სექსუალური ცხოვრების წესის არ მოგერიდოს?
_მე აქაც არავინ მზღუდავს. უფრო სწორად რომ გითხრათ, არავის ვაწუხებ. ჩემი სექსუალური ცხოვრება არ სცილდება ჩემს საძინებელს. სამსახურშიც, საზოგადოებაშიც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ვერაფრით გამომარჩევთ დანარჩენი ადამიანებისგან. არ ვარ ,,მონადირე” ადამიანი.
_რომ გაამხილო ეს ყველაფერი, დაგიშავებს ვინმე რამეს?
_არ მგონია. უბრალოდ, არ ვაფრიალებ ჩემი ორიენტაციის დროშას. მიმაჩნია, რომ აღლუმი უკვე პროპაგანდაა გათახსირების.
_როგორი დინამიკაა შენს ირგვლივ? იმატებს ჰომოსექსუალთა რაოდენობა?
_არ ვითვლი მე ამას. ყველას პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. შეიძლება იმატებს რაოდენობა ჰომოსექსუალების, მაგრამ იმასაც ვხედავ, რომ ჰომოფობების რაოდენობა იკლებს. მაგალითისთვის ეს ინტერვიუც კმარა. აგრესია რომ მეგრძნო, ინტერვიუს არ მოგცემდით! მჯერა, რომ თუ ვინმე წაიკითხავს ჩემს პასუხებს, უფრო თანამიგრძნობენ, ვიდრე შემაჩვენებ.
_როგორ გესახება შენი ცხოვრების მომავალი პერიოდი?
_ალბათ დრო გავა და ჩემში მოიკლებს სექსუალური ლტოლვის ხარისხი. ვიცი, რომ მამა ვერასდროს გავხდები. მიფიქრია იმაზეც, რომ ასაკში შესულმა ვინმე ქვრივი ან ქმარს გაცილებული ბავშვებიანი ქალი მოვძებნო, რომელსაც ავუხსნი ჩემს მდგომარეობას. უბრალოდ, ამით ნაწილობრივ მამობრივ მზრუნველობას ავიღებ ბავშვებზე. თუ ჰომოსექსუალიზმი ადამიანში გათახსირების შედეგი არაა, მაშინ იცოდეთ: ჩემნაირებს სიკეთის კეთება შეუძლიათ!
_ როგორც ჩანს, გეიაღლუმის მოწინააღმდეგე ხარ. უფრო მეტად რომ გიცავდეთ კანონი, მისაღები უნდა იყოს შენთვის ეს ალბათ?
_ქვეყანაზე ათასნაირი მიმართულების ადამიანია. ყველამ რომ ამისთვის აღლუმები გამართოს, ეს უკვე კომედიაც აღარ იქნება. ამჯერად გარკვევით ვამბობ, რომ არანაირი წინააღმდეგობა არ მაქვს საზოგადოებაში. რატომ უნდა მიიღონ რამე კანონი ჩვენი დაცვის შესახებ? გვჭირდება დაცვა? თბილისსა და ბევრ ქალაქში ლეგალურად არიან ჰომოსექსუალები, მაგრამ მათი დისკრედიტაცია თითქმის არც მახსოვს. თუ ჰეტეროსექსუალები ჩვენზე იტყვიან ცუდს, ესაა სულ. მუჭების ბრახუნით არავინ დამხვედრია. არ უნდა სექსუალურ ორიენტაციას დიდი რეკლამა. ვცხოვრობ ჩემთვის და არავის ვაწუხებ! არც მე მაწუხებენ... ამ ბოლო დროს ჰომოსექსუალიზმის შესახებ ხმამაღლა საუბარი უფრო წყლის ნაყვას დაემსგავსა. ერთს ვიტყვი კიდევ, ჩვენ ბუნებრივად არ ვმრავლდებით... ანუ გეის შვილი არ ჰყავს, ანუ შთამომავალს არ ტოვებს. წყნარად ვიცხოვრებ. გასაკეთებელს გავაკეთებ და მშვიდად შევეგებები მუდმივ არარაობას_სიკვდილს. თუ ჰომოსექსუალი ცხოვრებას არ გირღვევთ, ნუ ჩაქოლავთ. თუკი ხელს ვინმე გიშლით ბედნიერებაში, რა მნიშვნელობა აქვს ორიენტაციას?
_რას ეტყოდი შენივე ორიენტაციის ადამიანებს?
მხოლოდ ერთ რამეს ვეტყვი: იცხოვრეთ ჩვეულებრივად. არ აჰყვეთ პროვოკატორებსა და პოპულისტებს. ისინი ამით სარგებლობენ, ჰომოსექსუალებს კი უსირცხვილოების დამღას აკრავენ სამუდამოდ!
http://tribuna.ge/index.php?option=com_con...temid=999999999
თქვენი აზრი როგორია ფორუმელებო?
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი