ზილფიმიანი „I სტერეოს“ სამაუწყებლო სიგნალის გათიშვას გაასაჩივრებსტელეკომპანია „I სტერეოს“ ამჟამინდელი დირექტორის, ვასილ კობაიძის წარმომადგენელის, გიორგი ყავლაშვილის დაპირების მიუხედავად სტერეოს თანამშრომლები ტელევიზიის შენობაში არ შეუშვეს. გიორგი ყავლაშვილს არხის დირექტორობიდან გათავისუფლებული დავით ზილფიმიანი 12 საათზე ელოდებოდა, მაგრამ, ყავლაშვილმა news.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ ვერ ახერხებს მისვლას და თავად დაუკავშირდება ზილფიმიანს.
ამის შემდეგ, ზილფიმიანმა ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ კობაიძის უკან მდგომ დავით ბეჟუაშვილს "პირველი სტერეოს" მიყიდვა შესთავაზა, მაგრამ, ბეჟუაშვილი უარზეა.
„ესეც იმის დასტურია, რომ ბეჟუაშვილს და ადეიშვილებს პრობლემა არა „პირველ სტერეოსთან“ არამედ „სტერეო +“ თან აქვთ. მხოლოდ იმიტომ ახორციელებენ ამ უკანონო ქმედებებს, რომ მე, „სტერეო+“- ის მფლობელმა, როგორც თავისუფალმა ბიზნესმენმა, კონტრაქტი გავაფორმე „მეცხრე არხთან“ ისეთივე მომსახურებაზე, როგორსაც სხვა კომპანიებს ვუწევთ“, - განაცხადა ზილფიმიანმა. მან პრეზიდენტს მოუწოდა, რომ არჩევანი გააკეთოს ბეჟუაშვილებსა და სიმართლეს შორის. ამასთან, დავით ზილფიმიანის განცხადებით, ხვალ ის „ალფა კომის“ ხელმძღვანელის, ვასილ კალაძის წინააღმდეგ "პირველი სტერეოს" სამაუწყებლო სიგნალის გათიშვის გამო სასამართლოში სარჩელს შეიტანს. მისივე თქმით, „პირველი სტერეოს“ იტალიელი პარტნიორები ვასილ კობაიძის და დავით ბეჟუაშვილის წინააღმდეგ იტალიის სასამართლოში იჩივლებენ მაუწყებლობის შეჩერებასთან დაკავშირებული ზარალის გამო.
მისი თქმით, ხვალ „პირველი სტერეოს" და „სტერეო +“ - ის თანაშრომლები ტელე-ცენტრ „ალფა კომთან“ მივლენ და სიგნალის გათიშვას გააპროტესტებენ. შემდეგ კი იგი თანამშრომლებთან ერთად კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან გადაინაცვლებს.
მეშვიდე დღეა, „პირველი სტერეოს“ და „სტერეო+“ - ის თანმშრომლებს
ოფისში არ უშვებენ.
http://news.ge/ge/news/story/15513-davit-z...s-gaasachivrebs