18 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმართველობის არჩევნები ჩატარდა. ეს რიგით მესამე მოწვევის თვითმართველობა იყო. წინა 2 არჩევნების მსგავსად წელსაც აბსოლიტური უმრავლესობით 97% თსუს წარმომადგენლობით ორგანოში “ერთიანი სტუდენტური მოძრაობის” აქტივისტები მოხვდნენ. როგორც სტუდენტთა ნაწილი აცხადებს არჩევნები არასამართლიანად ჩატარდა, რადგან დამოუკიდებელ აპარტიულ კანდიდატებს, ასევე ოპოზიციურ ძალებს არ მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება.
წინასწაარჩევნო პერიოდის შესახებ მე უკვე დაწერილი მაქვს ერთი პოსტი და შეგიძლიათ დაინტერესების შემთხვევაში მას გადაავლოთ თვალი.
“ერთიანი სტუდენტური მოძრაობა” რომ დედაპარტიის ნაცმოძრაობის ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენს ეს საზოგადოებისთვის უცნობი არ არის, შესაბამისად მოახლოებულ არჩევნებში უნდა ველოდოთ რომ ისინი აქტიურად ჩაერთვებიან მმართველი პარტიის წინასწაარჩევნო კამპანიაში. ისე როგორც 2008 წელს მოხდა როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს თსუს თვითმართველობა სრული შემადგენლობით ნაცპარტიის აქტივისტებად გარდაიქმნენ.
თუმცა მოდით მოვლენების განვითარებას მივყვეთ. 18 მაისის სპეკტაკლის შემდეგ რომელსაც ცესკოს თავმჯდომარემ რომელიც თავადაც ყოფილი ესმ-ს წევრი არის არჩევნები დაარქვა, ნაციონალურმა მოძრაობამ გადაწყვიტა საკუთარი ახალგაზრდული ფრთა თსუში “გამარჯვებისთვის” დაეჯილდოვებინა და “პაეზდკაში” გაუშვა ანაკლიაში.
რა ნიშნით შეირჩნენ ანაკლიური ვოიაჟის გმირები? ამ კითხვით თსუს სტუდენტებმა უახლოეს დღეებში რექტორს მიმართავენ და დღეიდან ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს.
როგორც ცნობილი გახდა ანაკლიაში არა მხოლოდ თსუს თვითმართველები ყოფილან, იქ იყვნენ სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები “ერთიანი სტუდენტური მოძრაობიდან”
თუმცა პირად საუბრებში ერთიანი სტუდენტური მოძრაობის თსუს აქტივისტები ამბობენ რომ ანაკლიაში მხოლოდ ისინი წავიდნენ ვისაც ნაციონალურ მოძრაობასთან პოზიტიური დამოკიდებულებით გამოირჩევიან. ამან კი სხვა წევრების განაწყენება გამოიწვია. იმასაც ამბობენ რომ ის აქტივისტები, რომლებიც “პარტიელმა” მეგობრებმა საანაკლიო სიაში არ ჩაწერეს უახლოეს მომავალში რადიკალურ ქმედებებს აპირებენ.
მიუხედავად იმისა რომ გარუჯული ნაციონალები ამტკიცებენ თითქოსდა ყველაფერი სიცრუეა და ანაკლიაში არ ყოფილან, მაგრამ მათი კანის ფერი და მათ facebook-ებზე გამოფენილი სურათები საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ეს შეკრება დაადასტურა რუსთავი 2-მაც.
გავრცელდა ინფორმაცია რომ 12 ივნისს ანაკლიაში პროსახელისუფლებო აქტივისტებიც მეორე ჯგუფიც გაემგზავრება.
ეს ყველაფერი კი ძალიან გასაიდუმლოებულია და რაღაც ფარულ პარტიულ შეკრებას გაქვს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
http://www.ireporter.ge/?p=28990ლაშა-ალოს ევასება სტუდენტურ თვითმართველობებზე თემები
შალახო და ელექტრონული მუსიკა, ქალიშვილობა და თავისუფლება, ბიკინები და კაი ბიჭობა არ გამოდის ერთად (c)SIDCFC
▄ █ ▄ █ ▄
სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი
ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo
█ ▄ █