იქიდან დავიწყებ,რომ თემას პირველად ვხსნი და საერთოდ არასდროს არ მიფიქრია, რომ ჩემს პრობლემებზე უცნობებთან მელაპარაკა.
მაგრამ ეს ისეტი საკითხია,მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ამ თემაზე ვერ ვისაუბრებ.
ორი წელია ერთ ტიპს ვხვდები, არ მიყვარს ჩემზე 13 წლით დიდია და მის მიმართ თავიდანვე გამიჩნდა სიმპატიები მაგრამ ვერ შევიყვარე.
აბა რატომ ვხვდები ?
მან თავიდანვე დაიმსახურა ჩემი ოჯახის სიმპატიები, ძალიან ვუყვარვარ,ჩემზე დიდია და ფქრობენ,რომ ძალიან გამიფრთხილდება და ა.შ
ფიქრობენ,რომ არ შემეფერება ჩემი ასაკის ბიჭი და ის სწორედ ისეთია როგორიც ჩემებს მოუნდებოდათ ჩემთვის
მდიდარი,უაღრესად განათლებული , ჭკვიანი და რაც მთავარია ჩემზე გიჟდება.
მსიამოვნებდა მასთან ურთიერთობა, პატივს მცემდა ,ძალიან კარგად მექცეოდა ,მასთან თავს ნამდვილ დედოფლად ვგრძნობდი და ა.შ
კარგი ადამიანია, მიყვარს როგორც ადამიანი მაგრამ.......
სამი თვის წინ ერთი ბიჭი გავიცანი, თავიდან რომ დავინახე არ ვიცი,როგორ აგიხსნათ მინდოდა მასზე მეზრუნა,მინდოდა ჩავხუტებოდი მიუხედავად იმისა,რომ ცხოვრებაში პირველად ვნახე მაშინ
სახლში რომ დავბრუნდი ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი მის გარდა... მინდოდა მარტო დავრჩენელიყიავი,რომ თავისუფლად მეფიქრა მასზე

ძალიან კარგი ბიჭია, კეთილი, საყვარელი, ჭკვიანი, ძალიან ჩვეულებრივია.
თავისი შრომით ირჩენს თავს და თავის ოჯახს.
არაა ისეთი როგორიც ჩემს ოჯახს მოეწონება,მაგრამ ჩემი ოჯახის სურვილებზე ვერ ვიცხოვრებ. ვიცი ბევრი შრომა მოგვიწევს იმისთვის ნორმალურად ვიცხოვროთ,არ აქვს იმის შესაძლებლობა რომ უზრუნველი მომავალი შემომთავაზოს მაგრამ ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
მეტყობა,რომ შეყვარებული ვარ ხომ ?
ხო,მასზე ჭკუა მეკეტება
ყველანაირად ვცდილობდი,რომ მასზე არ მეფიქრა
თავიდან მასთან შეხვედრას თავს ვარიდებდი
არ მინდოდა ,რომ ცუდად მოვქცეოდი იმ ადამიანს რომელსაც ვუყვარვარ
რაღაცნაირი ზიზღის გრძნობაც კი გამიჩნდა მის მიმართ
ვიცი,რომ არ იმსახურებს ის ადამიანი ამ ყველაფერს

მასთან ორი წელი მქონდა ურთიერთობა და ვიცი ,რომ უჩემოდ ძალიან გაუჭირდება.
ვერ ვბედავ მასთან დალაპარაკებას,არ ვიცი რა ვუთხრა, ვიცი ვერ გამიგებს ვერც მე გავიგებდი,მაგრამ ეს თამაშიც აღარ შემიძლია რომ ყველაფერი კარგად არის, არ შემიძლია მისი თბილი სიტყვების მოსმენა როცა სულ სხვაზე მეფიქრება , ბოლო 3 თვე თითქმის აღარ გვაქვს ურთიერთობა, მაგრამ არაფერს არ იმჩნევს. მოდის ჩემთან სახლში და ისე იქცევა თითქოს ძალიან კარგად გვაქვს ყველაფერი.მე მხოლოდ ის ვიცი,რომ ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს არ მაინტერესებს რას იტყვის ჩემი ოჯახი უბრალოდ მინდა გავნთავისუფლდე და თავისუფლად შევძლო იმ ადამიანთან ურთიერთობა,რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს.
ეს დანაშაულია ?
კარგად არ ვექცევი ამ ადამიანს ვაცნობერებ ამას. მაგრამ რა ვქნა ? საერთოდ არ ვფიქრობდი,რომ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო.
როგორ ვუთხრა ეს ყველაფერი ჩემს ოჯახს და ამ ადამიანს ? როგორ ავუხსნა ეს ყველაფერი ?
გისმენთ აბა
ერთმანეთის დამცირება და დამონება გიყვართ.
თავისუფლება სტერეოტიპებისგან, იდეალებისგან, იდეოლოგიებისგან, საკუთარი სურვილებისგან.