ცუდად მაქვს საქმე და დახმარება მჭირდება, უკვე დროში ვიწვები.
ჩავაბარე ტოეფლი და ტესტის შემდეგ გამოუგზავნიათ სერტიფიკატი (მომწერეს და ისე გავიგე), რომელიც ჩემამდე არ მოსულა და არც ვიცოდი, რო გამოგზავნილი იყო.
შემდეგ დამჭირდა და მივწერე, გამომიგზავნეთ-თქვა. მიპასუხეს, ხო გამოგიგზავნეთო (იხ. პირველი აბზაცი). მოკლედ, მეორედაც გამოგზავნეს და 4-6 კვირაში მანდ იქნებაო, მითხრეს. გავიდა ეს 4-6 კვირა და ჩავედი ფოსტაში. არ იყო. წავედი ცენტრალურ ფოსტაში, ვაგზალზე - თუ დაუზღვეველი (უფასო) გზავნილი იყო, შეიძლება დაიკარგა-კიდეც, ჩვენ დაუზღვეველ წერილებზე პასუხს არ ვაგებთო, უთხარი, რომ დაზღვეული გზავნილით გამოგიგზავნონ და აუცილებლად მიიღებო - ასე მითხრა ფოსტაში დეიდამ.
ახლა მითხარით, რა ფაქ უნდა გავაკეთო, რო ამ დედაარღნიან ქვეყანაში, სადაც ხალხი სისხლისგან იცლება და იბრიდება და სასწრაფო 45-წუთიანი დაგვიანებით მოდის და სოფლის სკოლებში ბავშვებს "მიშა, მიშას" აჩხავლებენ, სერტიფიკატმა ჩემამდე ჩამოაღწიოს? როგორ გამოგიგზავნინებიათ და მიგიღიათ სერტიფიკატი?
მივწერო, "დაზღვეული" გზავნილი - "insured" mail გამომიგზავნეთ-მეთქი, თუ დჰლ-თი გამომიგზავნეთ-მეთქი?
ნათესავის მისამართი ხო არ მივცე ევროპაში, რომ იმან მაინც მიიღოს და მერე როგორმე გამომიგზავნოს?
ან ამაზონზე რო ძონძებს ვყიდულობთ და შტატებში რო საწყობის მისამართი გვაქვს ნახევარ თბილისს

, ხო არ შეიძლება, რომ იუესეი2ჯორჯიას საწყობის მისამართი მივცე?
მოკლედ, რა ვქნა, რომ სერტიფიკატი მივიღო?
This post has been edited by Leporello on 22 Mar 2012, 00:11