მოდერაციას ვთხოვ ეს თემა აცოცხლოს. შეგიძლიათ დახუროთ ჩემი ყველა სხვა თემა.
ეს არის ამ თემის გაგრძელება:
ვინ გასწირავთ მამულისთვის?ამ შეწყვეტილი გამოკითხვის შედეგი ასეთი იყო:
ვინ გასწირავდით მამულისთვის 100 ლარს და მეტს?
მაქვს თუ არა მაქვს მაინც გავწირავ [ 59 ] [67.82%]
რომც მქონდეს, მაინც არ გავწირავ [ 28 ] [32.18%]
Total Votes: 87
პოლის პირველი პოსტი
ფორუმის რეგისტრირებულ წევრთა მრიცხველი უკვე უჩვენებს 93 153 კაცს. ეს გაბერილიც რომ იყოს, მაინც ერთ დიდ მიტინგზე მეტია. მიუხედავად იმისა, რომ ამას ქართული პოლიტიკური ფორუმი ჰქვია და მისი ძალითაც ვტრაბახობთ, საკითხავია თუ რამდენ მართალ მეომარს ითვლის ეს ფორუმი?
უეცრად თბილისის ცას თუ რამე გაანათებს ან პუტინი თუ დაბომბვას თბილისს, ფორუმზე უეცრად ასეულობით იუზერი შემოვრდება. უამისოდ კი ფორუმი მკვდარია. ამით ფორუმი იმ ბნელ იტალიურ ქუჩას მაგონებს, რომელშიც თუ იყვირებ ყაჩაღები მძარცვავენო ყველა ფანჯარას მაგრად დახურავს, და ამიტომ თუ გინდა ვინმემ ასეთ გასაჭირში ყურადღება მოგაქციოს, უნდა იყვირო ხანძარიაო!
რა არის ეს, შიში, ერთმანეთის უნდობლობა, გულგრილობა თუ რაღაც ამაზე კიდევ უფრო უარესი? ამიტომ ყველაზე მტკივნეულ მაზოლზე გაჭერთ ფეხხს და გეკითხებით - საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ვინ გასწირავთ მამულისთვის 100 ლარს და მეტს?
აბა ვნახოთ...
ქვემოთ ნახავთ თუ რატომ არის ეს ძალიან მწვავე და აქტუალური პოლიტიკური თემა.
/////////////////////////////////
გლობალიზაციის ეპოქაში უფასურდება კლასიკური ღირებულებები. ამასწინათ დიდ ბრიტანელ და ამერიკელ იურისტებს კამათი ჰქონდათ იმაზე თუ რამდენად კანონიერი იყო ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოცხადება. აქვე უნდა შეგახსენოთ რომ ამერიკის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დროს ჯორჯ ვაშინგტონისთვის დროულად რომ არ შეეწირათ 5 მილიონი გულდენი, არმიას ვეღარ მომარაგდებოდა, დამარცხდებოდა და თუ არა ეს ფული დღეს ამერიკის შეერთებული შტატები ვერც იარსებებდა. ამერიკელებისთვის თავისუფლების დეკლარაცია და კონსტიტუცისა საკამათო არ არის. ეს არის მათი სამართალის ამოსავალი.
საქართველოში კი ამ მხრივ ბევრი გაურკვევლობაა. საქართველოს 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი, გადაფარულია 1991 წლის 9 აპრილის აქტით, საქართველოს 1921 წლის მუდმივი ეროვნული კონსტიტუცია კი ჩანაცვლებულია შევარდნაძისეული 1995 წლის კონსტიტუციით. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს ქართველი ერის მამები ზვიად გამსახურდია და შევარდნაძე იყვნენ. თანაც თუ შევარდნაძის მიერ გამსახურდიასგან ადაფტირებულ სახელმწიფი სამართლებრივ აქტებს 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს და 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის დეკლარაციას შევავლებთ თვალს მაშინ ნომერ პირველი ზვიადისტი შევარდნაძე გამოდის. ასეთი სამართლებრივი ქაოსი რა თქმა უნდა აბნევს ქართველი კაცის სახელმწიფოებრივ ეროვნულ თვითშეგნებას. ამას ისიც ემატება რომ მიხეილ სააკაშვიმა სახელმწიფო სიმბოლიკაც დროშა გერბი და ჰიმნიც შეცვალა. ერთნი პრეზიდენტს დიქტატორს ეძახიან, მეორენი კი დემოკრატიის შუქურას.
საქართველოში გაგებათა ასეთი ქაოსი მრავალ სხვა ხელისშემშლელ გარემოებათა გარდა მოიტანა ეროვნული სახსრების არნახულმა დევნამ. ძირითადად ფინანსურად გაძვალტყავებული ყოფილი პოლიტპატიმრებისგან შემდგარ 80-იანი წლების ეროვნულ-განმათათავისუფლებელ მოძრაობის უმნიშვნელო ფინანსებს დაუპირისპირდა არა მარტო ჯერ სუკის და მერე დასავლეთის დიდი ფული, არამედ ასევე სუკი გააფთრებით იბრძოდა იმას, რომ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას არავითარი ფინანსური სახსრები არ ჰქონოდა. ამიტომაც ქართველი ერის ეროვნულ პოლიტიკაში პრაქტიკულად არც არავითარ ფინანსები არ ჩადებულა. ამიტომ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობაც განადგურდა და ქართველ ერს დღემდე არც რაიმე ეროვნული პოლიტიკა არ გააჩნია.
სუვერენული ერის ეროვნულ პოლიტიკას ხელისუფლება უნდა ატარებდეს, რაც საქართველოში გამორიცხული იყო როგორც კომუნისტების ასე მრგვალი მაგიდის და მითუმეტეს მოქკავშირის ხელისუფლებების დროს. ამჟამინდელი ნაცმოძრაობის ხელისუფლება სინამდვილეში ფსევდოეროვნული და გლობალისტურია. ამ მხრივ წყალი კიდევ აიმღვრა, როცა მულტიმილიარდელმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა პოლიტიკაში ჩემი მილიარდებით იმიტომ მოვდივარ რომ დიდხანს უშედეგოდ ვაფინანსებდი ოპოზიციას და რადგან მათ არაფრის თავი არ ჰქონდათ, ოპოზიციას ახლა მე ვუდგები სათავეშიო.
სინამდვილეში საკითხი ისე კი არა დგას, რომ არის ერობნული პოლიტიკის დიდძალი დაფინანსება და არ არსებობს ეროვნული პოლიტიკის გამტარებლები, არამედ პირიქით ოც წელზე მეტია ეროვნულ პოლიტაკას არ აბსოლუტურად არ გააჩნია ფინანსები. ეროვნულ პოლიტიკას კი ვერც ასეთი ხელისუფლება გაატარებს და ვერც ის ოპოზიცია რომელსაც თავისი მილიარდებით ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა. ეროვნული პოლიტიკა და საქმე ეროვნულმა ძალამ უნდა გააკეთოს. საქართველოში კი ეს ახლა არც დღევანდელ ლიდერებს აინტერესებს და არც ხალხს.
ჯორჯ ვაშინქტონის დროს ამერიკისთვის მთავარი ეროვნული საქმე დიდი ბრიტანეთის დამარცხება და თავისუფლების მოპოვება იყო. ამიტომაც ის 5 მილიონი გულდენიც პრიორიტეტულად ამ ეროვნულ საქმეს მოხმარდა. ჩვენ თავს ვიტყუებთ თითქოს უკვე თავისუფალნი ვართ და თავისუფლებისათვის ბრძოლა აღარა საჭიროო. ამას 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ სულ ჩაგვჩიჩინებდნენ და გვებრძოდნენ იმისთვის რომ ეროვნული თავისუფლებისათვის რაიმე ეროვნული ფონდი ვერ შეგვექმნა. ული მიდიოდა ყველა მიმართულებით გარდა ეროვნული თავისუფლებისა და ეროვნული საქმის დაფინაბსებისა. აქ უკვე ყველა კონკურენტი იყო, პირველ რიგში ესენი იყვნენ კოლაბორანტები, რამაც სადღეისოდ უკვე ხელისუფლებისა თუ ცრუ ოპოზიციის სახე მიიღო, მერე არასამთავრობო ორგანიზაციები, ეკლესია და ასე შემდეგ. ეროვნული საქმისთვის კი ქართველი ხალხი უკვე დიდიხანია ერთ თეთრსაც არ ხარჯავს.
აგერ როგორც მტკიცება მოდერატორმა ამ თემის პირველი ნაწილი ამ სიტყვებით
დახურა:mtavrishvili
პარტიისთვის ფულს აგროვებ ?
ვაჟა გეყო ეხლა თემების ხსნა .
მოდერატორი ჯიმი ლევი
მე აქ ასეთ კომენტარს გავაკეთებდი. თუ ეროვნულუ საქმის დაფინანსებას ხალხს კვლავაც აუკრძალევენ. საქართველო მალე ფიზიკურადაც ვეღარ იარსებებს და ქართველი ბავშვებიც საერთოდ აღარ იქნებიან.
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili