#31837850 · 25 Jun 2012, 21:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ასეთი შემთხვევა მოხდა... ერთმა ადამიანმა, უმნიშვნელო რაღაცის გამო, რომლის მარტივად გადაწყვეტაც შეიძლებოდა, თვითონ გადაწყვიტა საქმე და შეიტანა განცხადება ხის მოსაჭრელად....
ეს ხე კორპუსის ეზოში იყო, წინაპრების მიერ დარგული და რუდუნებით ნაზარდი იყო... ეს ერთ-ერთი ხე მოჭრეს, არავის დაეკითხეს იმ სადარბაზოში სხვას, არც გვერდით სადარბაზოში, რომელთაც უჩრდილავდა მშვენივრად ეს ხე, ჟანგბადით აღავსებდა და, მოკლედ, სიამოვნებდა რომ იყო იქ ის ხე... მოვიდნენ და გადაჭრეს ძირში "7 სართულიანი" ალვის ხე.... ძალიან გული დაგვწყდა უამრავ ხალხს... ზოგს ცრემლებიც წამოუვიდა.... რას ეტყოდი მომჭრელებს, პასუხობდნენ - "ბრძანებაა შემოსულიო" და ა.შ...
გავიგე, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ იმ სამსახურში, სადაც ეს განცხადებები შედის, მოითხოვონ სხვა ადამიანების თანხმობაც... სად არის ასე ერთ კაცს რაც მოუნდება ისე მოხდეს.....
რატომ არის ასე... იქნებ ეშველოს ამ ყველაფერს
This post has been edited by VisualBB on 25 Jun 2012, 21:41
|