დიდი ხნის ლოდინის შემდეგ თქვენს წინაშეა Mercedes-Benz 2012 C63 AMG Coupe რომელიც ოფიციალურად მომავალ თვეს New York Auto Show-ზე წარდგება და სამუდამოდ ადუპირისპირდება ავტომობილს სახელად BMW M3.
C63 AMG sedan-ის და wagon-ის მსგავსად კუპესაც აქვს 6.3 ლიტრი მოცულობის (6208 კუბური/სატიმეტრი) V ტიპის 8 ცილინდრიანი ძრავი, რომელიც 451 ცხენისძალას და 600 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. 451 ცხენი გადაბმულია 7 საფეხურიან SpeedShift MCT გადაცემათა კოლოფთან, რომელიც კუპეს საშვალებას აძლევს 0-100 კმ/სთ-მდე 4.5 წამში აჩქარდეს (ისევე როგორც სედანი C63) და გაავითაროს ელექტრონულად შეზღუდული 250 კმ/სთ. საკმაოდ მაღალი მონაცემების და სპორტული ხასიათის მიუხედავად C63 AMG Coupe-ს საწვავის ხარჯი ყოველ 100 კილომეტრზე 12 ლიტრს შეადგენს ამაში კი ავტომობილს ცილინდრების გათიშვის და სტარტ/სტოპ სისტემა ეხმარება. თუ თქვენ მეტსი სიმძლავრის და სისწრაფის მსურველი ხართ, მაშინ ავტომწარმოებელი AMG Performance Package-ის დამატების შემთხვევაში 480 ცხენისძალას და იგივე 600 ნიუტონმეტრს გთავაზობთ, რის შედეგადაც ავტომობილი 0-100 კმ/სთ-მდე 1 მეათედი წამით ადრე ანუ 4.4 წამში ჩქარდება.
ვიზუალური თვალსაზრისით მერსედესის ახალი ქმნილება ნამდვილად აგრესიული, სპორტული და ძალიან მიმზიდველი გამოვიდა. C63 AMG Coupe-ს აქვს სპორტული და აგრესიურლი, დიოდებით შეიარაღებული წინა ბამპერი, სპორტული მოლდინგები და დიფუზორით აღჭურვილი უკანა ბამპერი, დღის დიოდებიანი მაშუქები, აგრესიული ძრავის სახურავი, ცხაურზე მოთავსებული დიდი მერსედესის ლოგო, კარბონის უკანა ხედვის სარკეები, პანორამული სახურავი, 4 თავიანი საბოლქვი სისტემა, საბარგულზე მოთავსებული შავი ფერის რეცეფტორი და შავი ფერის სპორტული დისკები.
რაც შეეხება ინტერიერს ავტომობილს ნამდვილად გემოვნებით და უმაღლესი ხარისხის nappa-ს ტყავით არის შესრულებული, რომელსაც გააჩნია 4 სხვა და სხვა სრულიად ინტერიერი და ყველა ისეთი ახალი სისტემა, როგორიც არის, გაღვიძების სისტემა, ზოლში სიარულის სისტემა, ინფრარედ კამერა, გამოკიდების სისტემა, გაჩერების სისტემა, აქტიური მაშუქები, უკან ხედვის კამერა და კიდევ უამრავი რამ რისი ჩამოთვლაც ძალიან შორს წაგვიყვანს. C63 AMG Coupe-ს გაყიდვები ევროპაში 2011 წლის ივლისში დაიწყება სახელწოდებით "Edition 1", რაც დროებითი იქნება. უფრო ზუსტად რომ გითხრათ ავტომობილს ექნება დიზაინერული ცვლილებები ინტერიერში და ექსტერიერში თუმცა ამ მომენტისათვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ავტომობილის ინტერიერზე ცნობილი დიზაინერი ჯორჯო არმანი იმუშავებს და სწორედ ამის მანიშნებელი იქნება სავარძლებზე მოთავსებული წარწერა designo, რომელიც რამოდენიმე სხვა და სხვა ფერის, დიზაინის მქონე ინტერიერს დაამშვენებს.
სპორტული, აგრესიული, სწრაფი, მძლავრი, თანამედროვე და ტექნოლოგიური C63 AMG Coupe Edition 1 19 %-იანი სახელმწიფო გადასახადის ჩათვლით 77,231 ევრო ეღირება (სედანი 72,950 ევრო) ხოლო ზემოთ ნახსენები AMG Performance package-ს დამატების შემთხვევაში მყიდველი დამატებით 7,116 ევროს გადაიხდის.
Mercedes-Benz C63 AMG Coupe-ს გაყიდვები ამერიკაში სექტემბრიდან დაიწყება და ამჯერად მისი უცნობი ფასი ნიუ იორკის ავტო შოუზე გაირკვევა.





http://www.youtube.com/watch?v=YmAKTYjSRpU...player_embedded ესეც ვიდეო
წყარო
http://news.drive.ge/index.php?m=62&newsid=2404