
///23 ივნისს (შაბათს) რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკის (იგივე ავტოდრომის, იგივე RIM-ის) ტერიტორიაზე საქართველოს BMW-ს კლუბი (იგივე BMW Club Georgia) საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციის (იგივე სსსა, იგივე GASA) ეგიდით გთავაზობთ მეორე საერთაშორისო ღონისძიებას - "აჩქარება 402 მეტრზე" (იგივე Drag Racing) სახეობაში... კლასების გადანაწილება არის წინა დრაგის ანალოგიური...
სარეკლამო აქციით თუ ლოგოტიპების ღონისძიებაზე განთავსების ნებისმიერ დაინტერესებულ კომპანიას თუ ინდ. მეწარმეს გთხოვთ შეგვეხმიანოთ (ტელეფონი მითითებულია ბოლოში)
სასტარტო შენატანი: (ოდენობა შემცირებულია წინა ღონისძიებისას ქრონომეტრაჟთან არსებული ტექნიკური გაუმართავობის გამო)
18-21 ივნისი: 40 ლარი
22-23 ივნისი: 60 ლარი
საქართველოს BMW-ს კლუბის წევრი - 40 ლარი
რეგისტრაციის ადგილი: რუსთავის ავტოდრომი, 21 ივნისს 7-8 საათამდე კი რესპუბლიკურის პარკინგზეთხოვნა იქნება, რომ დარეგისტრირდეთ ადრეულადვე, რომ წინასწარ ვიცოდეთ გამომსვლელთა რაოდენობა + გადაიხდით ნაკლებს
მათთვის ვინც ქალაქგარეთაა რეგისტრაცია მოხდება გიორგი ჯორჯაძესთან (ტელეფონი მითითებულია ბოლოში)
სტუმრებს სასომხეთიდან რა თქმა უნდა კვლავ დიდი ინტერესით ველით...
ღონისძიებაში იქნება ჩასმული დრიფტის საჩვენებელი გამოსვლები იმ გზის მონაკვეთზე, სადაც 1 ივლისს ჩატარდება საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის 1ლი ეტაპი... დაინტერესებული "დრიფტმენები" ეხმიანებით გიორგი სარიშვილს (ტელეფონი მითითებულია ბოლოში)
ღონისძიებაზე 1 კაცის შემოსვლის ფასი - 5 ლარი (შედის პარკინგი) ბილეთები გაიყიდება მხოლოდ ადგილზე შეჯიბრის დღეს.შეჯიბრში მონაწილე და 1 დამხმარე ადამიანი არ იხდის შემოსვლის 5 GEL-ს...
ვიღებთ ნებისმიერ იდეებს და შემოთავაზებებს 21 ივნისამდე.
ამჯერად აუცილებლად უნდა იყოს ქრონომეტრაჟის (დროის ათვლის) სისტემა. იწყობა და 3ჯერ მოწმდება ღონისძიების და წინა დღეს.
აუცილებელია თან იქონიოთ ჩაფხუტები ან თუ ვერ იშოვით წამოიღეთ ჩაფხუტის ქვეშ ჩასაცმელი მატერია.ფოტოგრაფების და მასმედიის აკრედიტაცია ნიკა როსებაშვილთან (ტელეფონი მითითებულია ბოლოში)
პროგრამა, კლასები და კოეფიციენტები:
მანქანის მომზადება: 10:00
ტექნიკური შემოწმება: 11:00
ბრიფინგი, ღონისძიების გახსნა 11:30
სტარტი: 12:00
A Class - FWD+RWD 0-2000сс
B Class - FWD+RWD 2001-3000cc
შესვენება - საჩვენებელი გამოსვლა
C Class - FWD+RWD Absolut
D Class - AWD Absolut
შესვენება - დრიფტ გამოსვლები მე3 ტრიბუნასთან
ფინალები: (4-4 მანქანა) 4 კლასის
MONSTER Class (Legends, Bikes, Formulas, Cars etc.)
მონსტერ კლასში ნებადართულია ნებისმიერი სახის სახმელეთო გადაადგილების საშუალება. ამ კლასში უფასოდ გადადიან მონო და კვადრო ამძრავიანი აბსოლუტ კლასის პირველი-მეორე ადგილის მფლობელები. მონსტერ კლასში რეგისტრაცია გრძელდება ფინალების დაწყებამდე.
დაჯილდოვების ცერემონიალი + საჩვენებელი გამოსვლა დრიფტის ელემენტებით
კოეფიციენტები:
Turbo - 1.7
Compressor - 1.6
Rotary - 1.9
M Power 1.3
AWD - 1.2ღონისძიების გამარჯვებულებს დააჯილდოვებენ:
GULF, ამბოლი, Castrol, აუდიომობილი, Premium Autoparts და ომეგა მოტორსი.დამატებითი ინფო:
+74 714 741 გიორგი ტუღუში (ორგანიზება, სპონსორობა)
+99 43 00 80 გიორგი ჯორჯაძე (კოეფიციენტები, რეგისტრაცია არათბილისელთათვის)
+74 003 005 გიორგი მკრტიჩიანი (ტექნიკური კომისარი)
+79 283 000 გიორგი სულავა (რბოლის ხელმძღვანელი)
+92 444 300 გიორგი სარიშვილი (დრიფტში მონაწილეობა)
+98 33 88 77 ნიკა როსებაშვილი (ფოტოგრაფების / მასმედიის აკრედიტაცია)
დრაგის რეგლამენტი (აუცილებელი ინფო გამომსვლელთათვის)http://allshares.ge/download.php?id=A3FEFF5060Facebook-ის ღონისძიების ბმულიhttp://www.facebook.com/events/249032941876385/წარმატებები ყველას თქვენი მხეცუკების მომზადებაში და გელით ყველას ამ დიიიიიიდ ღონისძიებაზე!!! ))
<BMW-ს კლუბის და საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციის ადმინისტრაცია>
This post has been edited by GT_714 on 17 Jun 2012, 04:17