ilo_vanski
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1230
წევრი No.: 82247
რეგისტრ.: 12-January 09
|
#33442182 · 11 Oct 2012, 20:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს პოსტი დაიწერა იანვარში -
17 იანვარს, სტუდენტური ჯგუფი ,,ლაბორატორია 1918“_ის ორგანიზებით, რუსთაველის ძეგლთან, ახალგაზრდებმა ჩვენ ქვეყანაში მოქმედი შრომის კოდესი, უფრო სწორად კი ,,მონობის კოდექსი“ გააპროტესტა.
სამწუხაროდ აქციას ვერ შევუერთდი. მიზეზი სწორედ ეს მონური კოდექსია, რომელსაც რაღა გასაკვირია, რომ საქართელოს რკინიგზა, ზედმიწევნით იზიარებს და ანხორციელებს ჩემსა და ჩემს თანამშღომლების მიმართ.
სატვირთო გადაზიდვებში, მემანქანეს თანაშემწე ვარ. სამსახურში 16 იანვარს, 21:00 სთ.ზე. გამომიძახეს და სახლში 17 იანვარს, 19:00 სთ.ზე დავბრუნდი. ბუნებრივია რუსთაველზე ვერანაირად მოვხვდებოდი და მინდა აქციისადმი სოლიდარობა ამ პოსტით გამოვხატო.
ჩემს კოლეგებში ყველაზე ახალგაზრდა ვარ, 25 წლის დასაოჯახებელი ყმაწვილი რომელსაც არსებული ხელფასი (640 ლარი) სრულად აკმაყოფილებს – სწორედ იმიტომ, რომ დასაკარგი არაფერი მაქვს, ვარ საქართელოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული საინჟინრო მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხით და ვაგრძელებ სწავლას სამაგისტრო პროგრამით უმაღლეს სასწავლებელში პროფესიაზე ,,მენეჯმენტი ტრანსპორტზე” – ვთვლი რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ მაქვს ამ მიმართლებით და თავს ვალდებულად ვთლის, სწორედ მე გადმოგცეთ იმ მრავალშვილიანი მამების, უმაღლესი კლასის მემანქანეების, გმირებისა და შრომისმოყვარე რკინიგზელების სატკივარი, რომლებიც დღეს დამონებული ჰყავს ხელმძღვანელობას, მოქმედი შრომის კოდექსის ძალით!
უამრავჯერ თქმულა, დაიწერა და გაჟღერდა მედია საშუალებებში, საქართველოს რკინიგზიდან~ თანამშრომლების მასობრივი დათხოვნის შესახებ. ისეთ ადამიანებს, რომლებმაც ათეულებით წელიწადი გაატარეს რკინიგზის სამსახურში, ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და გაფრთხილების გარეშე უშვებენ სამსახურიდან. სარგებლობენ “შრომის კოდექსის” 37-ე მუხლით, რომელიც დამსაქმებელს აძლევს საშუალებას, დასაქმებული ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და კომპენსაციის გაცემის გარეშე გაათავისუფლოს. სინამდვილეში გათავისუფლების მიზეზი, ძირითადად არის პროტესტის გამოთქმა მძიმე სამუშაო პირობებზე. ამ ფონზე, აღარ გაგიკვირდეთ, თუკი გეტყვით რომ ყველა ჩემმა თანამშღომელმა მოაწერა ხელი ვიღაცის მიერ, საგანგებოდ დაწერილ განცხადებას შინაარსით – ,, გთოვთ მამუშაოთ კუთვნილი 8 საათის ნაცვლად, 12 საათი”
მარაზმია არაა?
მაშინ რაღა სახსენებელია ის ფაქტი რომ უმაღლესი რგოლის მენეჯერებისა და ქვედა რგოლის თანამშრომლების ხელფასები და სამუშაო პირობები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება?! წელს, ახალი სახელფასო სისტემის დანერგვის წყალობით, საქართელოს რკინიგზის ,,შეფს”, თავი მოაქვს რომ სიტყვაზე, ელმავლის მემანქანეს ხელფასი მინიმუმ 10% გაეზარდა. ბატონო ირაკლი იცით, მე აგვისტოს თვეში რომ 240 საათი ვიმუშავე? სექტემბერშ 195, ოქრომბერშ 205, ნოემბერშ 175, დეკემბერშ 215 და დღეს, 18 იანვარს უკვე 130 საათი მაქვს შესრულებული? იცით ძველი სახელფასო სისტემით, მაშინ როცა საათობრივი ანაზღაურება იყო, მე ამ ხუთი თვის განმავლობაშ რა ,,მაყუთს” მოვხსნიდი? ფიქსირებული 640 ლარს მიხდი და მეუბნები რომ 10% გამეზარდა ხელფასი? იქნებ ამიხსნა ეს როგორ? როცა 200 საათში, 2010 წელს მემანქანის თანაშემწე 1000 ლარზე მეტს იღებდა?!
ახალი წლის ღამეს, ასობით რკინიგზელი რომ სამსახურეობრივ მოვალეობას პირნათლად ასრულებდა, სანაცვლოდ გაიღეთ რამე? წელს ხომ პირველი ახალი წელი იყო, როდესაც სადღესასწაულო ანაზღაურება მოუხსენით თანამშღომლებს, იქნებ სიმბოლურუი პრემია მაინც გაგემეტებინათ თქვენი ,,მამა მარჩენალებისთის”?!
2008 წელს, მორიგე ოპერატორი ვიყავი. აგვისტოს ომის დროს, სამსახური მივატოვე და ჩემს რეზერვისტთა ბატალიონს შევუერთდი. თქვენ ის სამი დღე გაცდენათ ჩამითვალეთ, რაც მე ომში გავატარე და საათები არ ამინაზღაურეთ (ან ვის რაში ანაღლებს მაგრამ მაინც!).
წელს ბრმანაწლავის ოპერაცია გავიკეთე. 1300 ლარი დამიჯდა. ამის გამო ბანკის ფულს დღემდე ვიხდი – სად არის თქვენი დაზღვევა? იცით რა უპასუხეს მამაჩემს დეპარტამენტში? – მუცელი რომ ასტკივდა და სამსახურში არ გამოცხადდა, წასულიყო მატარებელში და იქ რომ გაუსკდებოდა ბრმა ნაწლავი, ავუნაზღაურებდითო
`საქართველოს რკინიგზა ოფიციალურად არ თანამშრომლობს პროფკავშირებთან, შესაბამისად, არ ცნობს პროფკავშირების მიერ დაყენებულ მოთხოვნებს, რომლებიც რკინიგზის თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების ზრდას გულისხმობს. ადრე საქართველოს რკინიგზა თანამშრომლობდა რკინიგზის ძველ პროფკავშირებთან, ეს ორგანიზაცია მისი მუშაობის მოძველებული მეთოდების გამო მართლაც არაფექტური იყო. ზუსტად ამ მოტივით, საქართველოს რკინიგზამ მასთან თანამშრომლობა გაწყვიტა თუმცა ის დღემდე აფერხებს ახალ პროფესიული კავშირთან თანამშრომლობის განახლებას – მე არ მჭირდება დაცვა ამ პოსტის შემდეგ! დაცვა სჭირდება ყველა დანარჩენ ჩემს თანამშრომელს, ყველა დასაქმებულს რომლებიც დღეს ჩაგრულნი არიან არსებული შრომის კოდექსის ძალით!
ახალგაზრდებო, დავიცვათ ის დამსახურებული, პროფესიონალი მუშაკები, გმირები, საქმისადმი ერთგულები და პატიოსნები ვინც დღეს ცხვრებად და მონებად აქცია ჩენმა შრომის კოდექსმა! ისინი ყველას გვჭრდება! მათგან ჩენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი!
რასაც მოჰყვა შეხვედრა ეზუგბაიასთან :
პოსტს ,,ილოს ბლოგზე” – Big Bang ანუ დიდი გაჩხაკუნება, უკვე უწოდა მისმა მკითველმა. რადგანა იმ ემოციებმა, შინაარსმა და აქცენტებმა, რაც პოსტში მაქვს გადმოცემული, ერთგვარი შედეგი მალევე გამოიღო და ეს შედეგი, ცალსახად დადებითია!
სოციალური საკითხები, ეს ის თემაა, რაზეც ყველაზე ცოტას წერენ ქართელი ბლოგერები. მიზეზების ძიებისას კი დასკვნა ერთია – ,,წერეთ და იკითხეთ!”, ერთგვარი პოზა, რომელსაც კონკრეტული პოსტის ადრესატი მაღალჩინოსნები, დღემდე წარმატებით იხდენენ.
მსგავსი სტერეოტიპის მსხვრევის მცდელობა, თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ჩემის მხრივ, სოციალური თემის წინ წამოწევასა და ამ პოსტის ადრესატის მხრიდან, შესაბამის რეაგირებას. აქვე ვიტოვებ იმედს, რომ ბლოგერები, მეორეს მხრივ კი სხვადასხვა რანგის ჩნოვნიკები, ამ კონკრეტულ შემთვევას გაითავისებენ.
რატომ Big Bang?
სამსახურში ვიყავი, როდესაც ტელეფონზე კორპორაციული ნომრიდან ზარი შემოვიდა:
– გამარჯობათ, ბატონი ილია ბრძანდებით?
– დიახ, გისმენთ!
– ბატონ ირაკლი ეზუგბაიას დავალებით გიკავშირდებით. გვაინტერესებს, საღამოს 8 საათისთვის, თუ შეძლებთ რკინიგზის დეპარტამენტში მობრძანებას?
– და რასთან დაკავშრებით?
– ბატონ ირაკლის პირადად სურს თქვენთან გასაუბრება.
რათქმაუნდა შეხვედრას დავსთანხმდი და სამსახურიდან, პირდაპირ დეპარტამენტში წავედი. შენობის შესასვლელთან, მომღმარი სახით შემეგება ახალგაზრდა გოგონა, მომესალმა და გენერალური დირექტორის კაბინეტისკენ გავეშურეთ.
– პირდაპირ სამსახურიდან მოდიხართ ხომ?
– კი, ახლახანს მოვრჩი მუშაობას.
– რამდენი საათი იმუშავე? (იცინის) – აქ კითხვას, რა თემაზე სასაუბროდ მიბარებდა რკინიგზის დეპარტამენტის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე და გენერალური დირეკტორი, უკვე ზედმეტად ჩავთვალე და პირდაპირ ბატონ ირაკლის კაბინეტში
დღეს კი ასეთი სიტუაციაა:
3 000 _ზე მეტი მნახველი, 100_ზე მეტი გაზიარება, 50_მდე ლაიქი და ათეულობით კომენტარი… პლიუს ამას, რამოდენიმე ბეჭდური მედია, სადაც ილოს ბლოგზე გამოქვეყნებული პოსტი დაიბეჭდა და ,,შედეგად”- Big Bang!
მემანქანის თანაშემწე ვარ და ხშირად მიწევს ხელმოწერის დაფიქსირება გაფრთხილების ფურცელისა და საბუთების ჩაბარების სანაცვლოდ სხვადასხვა სადგურში – ,,ეს ის ლეჟავაა! ” ,, შენ ის არა ხარ?” ,,რაო ეზუგბაიამ?” … - მოკლედ რომ ვთქვა, პოსტმა და მისმა შედეგებმა, საქართველოს მაშტაბით, მთელს რკინიგზაში ჰპოვა გამოხმაურება.
… და რა მოხდა? – სინამდვილეში არც არაფერი!
უბრალოდ მოვყევი ჩემი სატკივარი და მორჩა!
,,მოყევიი?” ,, შენი სატკივარი თქვიი?” ,,გაბედე?” ,,გაამხილე?” … – იყო დრო, ეს ყველაფერი Big Bang _ს (დიდი აფეთქება) უდრიდა ჩვენს ქვეყანაში და თუ გაბედავდი, ნებისმიერ ფრონტზე, გმირად ჩაგთვლიდა საზოგადოება!
მას შემდეგ რვა თვე გავიდა. მკითხველს, ჯერ კიდევ აგვისტოში დავპირდი შედეგების ანალიზს მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, კიდევ ერთი ხმაურიანი პოსტის დაწერისგან, ზაფხულში თავი შევიკავე! მიზეზი მარტივია – საპარლამენტო არჩევნები – რატომღაც მეგონა რომ ამ ისედაც არაჯანსაღ და არეულ-დარეულ წინასაარჩევნო პერიოდში, პოსტი ჩხვლეტის ეფექტსაც ვერ მოახდენდა!
დღეს სხვა დროა! – აი ისეთი ქე რო ვნატრულობდითო _ იტყოდა ალბათ ბაბუაჩემი!
მოკლედ, აღარ გვეშინია! აღარ ვერიდებით თქმას! აღარ ვთვალთმაქცობთ თითქოს ყველაფერი რიგზეა და მეტიც – მკაცრად მოვითხოვთ ჩვენი ოცნებების ფრთების შესხმას! – ასეთ სიტუაციაში, კიდევ უფრო რთულია, ჩემმა, რიგითი მუშას სიტყვამ, არა თუ აფეთქება, ნაპერწკალი მაინც გამოიწვიოს. მაგრამ უნდა ვცადო!
აკი გითხარით შემხვდა მეთი?! პირობაც დაიდოთქო, ამაზეც ვწერდი – ხელფასების ზრდა, სამუშაო გრაფიკის მოწესრიგება და მოდერნიზაცია – გაინტერესებთ რომელი ერთი შესრულდა?
ხო მართლა, სანამ გიპასუხებდეთ – იმ დღეს ჩემი კარგახნის უნახავი მეგობარი გოგო შემხვდა. სად მუშაობთქო დავინტერესდი, ტკბილად მოკითხვის შემდეგ და მანაც მიპასუხა – ღონისძიებათა მომწყობი მენეჯერის თანაშემწე ვარ ერთ-ერთ კერძო კომპანიაშიო. ხელფასზეც ჩამოვარდა საუბარი : ) 800 ლარი თვეშიო!
შემრცხვა! დიახ შემრცხვა რომ ამ მეგობარი გოგონასთვის მეთქვა მეც ვმუშაობთქო! შემრცხვა მეთქვა სად დავიკარგე?! რატომ არღარ ვჩანვარ?! რომ კვირაში თითქმის ყოველ დღე ხან აზერბაიჯანის საზღვარზე, ხან სომხეთის საზღვარზე, ხან ხაშურში და ხან კაზრეთში რეისებზე დავდივართქო… რომ დღე და ღამე გაერთიანებული მაქვს და ოჯახის წევრებიც კი მენატრებათქო…! შემრცხვა რომ ეს ყველაფერი მეთქვა მისთვის და იცით რატომ? იმიტომ რომ მკითხავდა – ილო ხელფასი რამდენი გაქვსო?
რა მეპასუხა? - შენ თუ ვიღაც ღონისძიების მომწყობი მენეჯერის თანაშემწე ხარ და 800 ლარს გიხდიან თვეში, მე გენაცვალე მსოფლიოში ყველაზე სახიფათო და საშიში პროფესიის მქონე, რკინიგზის მემანქანის თანაშემწე ვარ და 600 ლარზე ვზივართქო?
ხო და იმას გეუბნებოდით – მაშინ, ის ცნობილი პოსტი რომ დავწერე, მაშინაც 600 ლარი მქონდა ხელფასი და დღესაც ეგრეა ; ) – პირობა ერთი, არ შესრულდა!
სამუშაო გრაფიკის მოწესრიგება თითქოს მაშინვე სცადა ეზუგბაიამ. რაღაც ბრძანება ჩამოუშვეს, საათებს არეგულირებდა, რამოდენიმე უბანზე მნიშვნელოვნად იყო მუშაობის გრაფიკის განრიგი დაკლებული, ხელიც სიამოვნებით მოვაწერეთ მაგრამ დისპეჩერების მოთხოვნით, ეს გრაფიკიც სწრაფადვე აირ-დაირია და დღემდე 12 საათიან ,,კვლა და შიმშილში” ვართ!
დისპეჩერებზე ჩამოვარდა საუბარი და ბარემ დღევანდელ ჯავრსაც ამოვიყრი – 8 ოქტომბერს, 24:30_ზე გამომიძახეს სამსახურში. ხაშურიაო, მორიგემ მითხრა. ანუ, აზერბაიჯანიდან გადმოსული ტვირთი, ხაშურში უნდა ჩამეტანა და პირიქით. რკინიგზაში ჩახედული მკითხველისთვის ადვილად მისახვედრია რომ ეს ერთი რიგითი უბანია, რომლის მოვლაც, მაქსიმუ 8 საათში სრულიად შესაძლებელია! დღეს ამ უბანზე 10 სამუშაო საათი გვეკუთნის და ისიც მხოლოდ ჩასვლაზე. ანუ დისპეჩერი ვალდებულია ათ საათში გარდაბნიდან (!) ხაშურში ჩაგიყვანოს _ სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ნათლად სჩანს, რა მდგომარეობაა, საქართველოს მოდერნიზებულ და სწრაფ რკინიგზაში. რეალურად ორ-სამ საათში დასაფარ უბანზე, ათ საათიანი სამუშაო გრაფიკი გაქვს და ხშირ შემთხვევაში, აგარაში გიმთავრდება საათები (არ მისული ხაშურში).
9 ოქტომბერს, ღამის 2:30_ზე დავბრუნდი სახლში. საათობრივი ანაზღაურება რომ მქონდეს, ეს ფაქტი ორმაგად გამაღიზიანებელი იქნებოდა რადგან გასული 26_საათიდან, რეალურად მხოლოდ 14 საათი გამიტარდა სამუშაო საათად.
24 _საათიანი სამუშაო გრაფიკი, მითუმეტეს თუ შუალედში დასვენებისთვის 3-4 საათია გამოყოფილი, ისეთი სამსახურისთვის როგორიც რკინიგზაა, რათქმაუნდა მისაღები და გასათვალისწინებელია მაგრამ მუშა ხელის გამოყენების მეთოდები, რომლითაც სისტემა ხელმძღვანელობს, თანამედროვეობის ყველაზე უვარგიზი, ქართული შრომის კოდექსიც კი ფეხქვეშ გათელილია! ისევ ხაშურის მაგალითზე – ჩაყავხარ 10 საათში, ისვენებ 3-4 საათს, ჩამოყავხარ ისევ 10 საათში, ისვენებ სახლში 18-24 საათი და კვლავ იგივე გრაფიკით იწყებ ახალ სამუშაო დღეს…!
პირობა მეორე – სამუშაო გრაფიკი კვლავ მოსაწესრიგებელი რჩება!
იფრასტრუქტურაზე საუბარი კი, ამ წვიმიან ამინდში, კიდევ უფრო გამიგრძელებს პოსტს და ამიტომ მოკლედ ვიტყვი – დღეს ელმავლის ,,კაბინაში” ისევე წვიმდა როგორც გარეთ! აგვისტოს თვეში, ისევ იწვოდა ცოცხლად ხსენებულ ,,კაბინაში” მემანქანე-თანაშემწე, როგორც მანამდე, სანამ ბატონი ირაკლი კონდენციონერის დამონტაჟებას დაგვპირდებოდა და ისევ არ მიშაობა ,,პარალელი”!
რით ვუშველოთ ამ ყველაფერს?
პასუხი მარტივია - სისტემა უნდა დაინგრეს!
sos! - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, პოსტს ხელს აწერს ყველა რიგითი მემანქანე და თანაშემწე (მათი თხოვნითვე ქვეყნდება ), ყველა რკინიგზელი ! – ვითხოვთ დახმარებას ადამიანის, შრომითი უფლებათა დაცვის ორგანიზაციებისგან, პროფკავშირებისგან – მოგვხედეთ! მოგვაქციეთ ყურადღება!
არ ვითხოვთ არავის განთავისუფლებას თანამდებობიდან, არ ვითხოვთ არავის დასჯას და გასამართლებას – გააჩინეთ სისტემაში ძალა რომელიც ჩვენს უფლებებს დაიცავს! რომელიც დაგვეხმარება ვიარსებოთ და განვითარდეათ!
კატეგორიული წინააღმდეგი ვართ პროფკავშირების იგივე ფორმით დაბრუნების, რა ფორმითაც წლების მანძილზე ,,ემსახურებოდნენ” რკინიგზელებს! გაჩნდეს რეალური ძალა, რომელიც მხოლოდდამხოლოდ ჩვენი უფლებების დაცვის სამსახურში ჩადგება!
პ.ს. ყველა ჟურნალისტს, სოციალური მედიისა და ქსელის მომხმარებელს, მათ ვინც თავის დროზე არ დაიზარა ამ თემის გაშუქება და გაზიარება, ვთხოვ იგივე აქტივობით გაავრცელოთ პოსტი, რათა კვლავ მივაწვდინოთ ზემოტ ხმა. მე, ჩვენ, და ყველას ერთად, დღეს და ახლავე გვჭირდება დახმარება!
|