
1.ფიზიკური მხარე - მიწიერი. რეალობაზე კონცენტრირებული. მდგრადი, შემომქმედი, გადაწყვეტილების მიმღები. სამყაროს შემოწმების მოყვარული. 2. ემოციური - ძლიერი, მომთმენი, ემოციურად დათრგუნული, ჩაკეტილი. ყველაფრის კონტროლის მქონე, ორაზროვანი, კონსერვატორი.
3.მენტალური - ლოგიკური, ანლიტიკოსი, სტაბილური, ჯიუტი, მიზანსწრაფული, ინტელექტუალური, დეტალებზე ორიეტირებული. წესრიგის მოყვარული, სტრუქტურალისტი.
4.სულიერი - სიბრძნის, სულიერი კანონების და სამყაროს მოწყობის მკვლევარი. ღმერთი არის შთაგონება.
5.მოტივაცია - გონების სტიმულაცია და შემოქმედებითი პროცესი. თავდადებული შედეგზე ორიენტაცია. მგრძნობიარე და გულთბილი.
6.მისია/დანიშნულება - საკუთარი საქმის დაბოლოება, შემდეგზრუნვა სხვებზე.
7.ზრდა/ განვითარება - დეტალური, რიგითობრივი, ნათელი და ნელი. 8.მეტყველება - გამართული. უფიქრდება შემდეგ საუბრობს.
გონება სხეული - გამოირჩევიან მშვენიერი ლოგიკით ანალიზით, დეტალებზე ორიენტაციით. არც ხელოვნებაა მათთვის შორი. არიან თანმიმდევრული მოაზროვნეები, განსაზღვრავენ საკუთარ თითოეულ ნაბიჯს. მთავარი მოთხოვნილებაა - შემდეგ დონეზე გადასვლამდე გაარკვიონ და გაანალიზონ ყველაფერი რაც დაუდგებათ გზაზე. ძლიერი მხარე - ინტელექტუალური, ანალიტიკური უნარი. ურჩევნიათ უპირველესად შექმნან ფუნდამენტი, მისცენ თვითდაჯერებლობა, დაცულობა. შემდგომ აგურის აგურზე დაწყობა დასახულ მიზნამდე. აკეთებენ ლოგიკით და მეთოდოლიგიებით. ძირითადი მოტივაციაა - გაარკვიონ ცხოვრება გონებით, ერთობრიობაში სხვა ადამიანებთან. ყველაფერს აღიქვამენ გონებით, არ აქსოვენ ფიზიკურ და ემოციურ მხარეებს. ფიზიკურ რეალობას, უყურებენ ანალიტიკურად. შემდეგ აკეთებენ სვლას. თუ არიან ჰარმონიაში, ასხივებენ სტაბილობას, დაცულობას, ამჟღავნებენ პასუხისმგებლობას. თითქმის ყველაზე სანდო კატეგორია. აქცევენ ყურადღებას თითოეულ დეტალს განსაკუთრებულ ეფექტიურობით. პრაქტიკული რაციონალიზატორული უნარებით, იდეების ცხოვრებაში რეალიზაცია. ზემოქმედებენ ადამიანებზე დამამშვიდებლად. გამოიწვევენ ნდობას. ითვლებიან მიწიერებად, რეალისტებად. ახალი პროექტების განხილვაში აუცილებელია დაინახონ საქმის უსაფრთხოების ყველა კომპონენტი. შემდეგ იწყებენ მონაწილეობის მიღებას განხორციელებაში. ზოგჯერ დეტალებში ჩაწვდომის გამო ვერ აღიქვამენ სურათს მთლიანად. მაგრამ განუსაზღვრელი მოთმინება და ტოლერანტობა აძლევთ საშუალებას საათობით იმუშაონ რაიმეზე. სწავლობენ იქამდე რომ ხდებიან საქმის სპეციალისტებიც. დამოკიდებულებებსა და გრძნობების გამოხატვაში არიან მეთოდურები. თხრობის დროს ყვებიან ყველაფერს, წვდებიან თითოეულ კომპონენტს. ხშირად მათ მიაკუთნებენ მოსაბეზრებელ კატეგორიას. გრძნობებს გამოხატავენ ძალიან ფრთხილად. ეხსნებიან მოსაუბრეს, თუ ეს მათ საწინააღმდეგოდ არ შემოტრიალდება. უყვართ სწავლა. ისინი გვანან კეთილშობილ სტუდენტებს, რომლებსაც არ სურთ გამოეპაროთ ლექტორის არც ერთი სიტყვა. ნაკლებად აღიარებენ საგნებს, რომლებიც მათ გაგებაში არაჩვეულებრივი ანდა არარეგულარულია. თავისუფლად არ შეუძლიათ მიეჩვიონ ახალ ოჯახს, ანდა განქორწინების შემთხვევაში ცხოვრების ახალ სტილს. მათი ჩვეულებრივი დღე - ეს არის რუტინა შეჩვეული რეჟიმით. უსაფრთხო ცხოვრების ფორმა სტაბილურობის ხარისხით. დაფასებული არიან საქმიან წრეებში და საზოგადოებაში. გარკვეული სტაბილურობის დაკარგვის შემთხვევაში ხდებიან ჯიუტები, შეზღუდულები და სკეპტიკები. შეიძლება გახდნენ ზედმეტად ანალიტიკოსებიც. თუ ვერ ამტკიცებენ რამეს, ან რამე არ იციან ვარდებიან დეპრესიაში. ზოგიერთ შემთხვევებში მათი სკეპტიციზმი არ უშვებს სხვაგვარი მოსაზრების არსებობას. მაშინაც კი, როდესაც მტკიცებულება უდევთ გვერძე, აგრძელებენ ჯიუტად საკუთარი მცდარი პოზიციის მტკიცებას და არ იხრებიან სწორი განსხვავებული აზრის მისაღებად. დისჰარმონიის მდგომარეობისას მუდმივად ფიქრობენ და საუბრობენ საკუთარ გრძნობებზე. სინამდვილეში სავსებით შესაძლებელია რომ, ამ გრძნობებს არც კი განიცდიან. ამ კლასის პიროვნებებს ვირტუოზულად შეუძლიათ გვერდი აუარონ პროფესიონალურ ექიმებს და ფსიქოლოგებს რომ ვერც კი წარმოიდგენთ.
სტრესულ მდგომარეობებში იკეტებიან ემოციონალურად და ცდილობენ გონებრივად გაანალიზონ მიმდინარე მოვლენები. ამ ტიპის ზოგიერთი პიროვნება ცდილობს გვერდი აუაროს ემოციონალურ მხარეებს. ფიქრობენ, რომ ყველაფერს მართავს ლოგიკა და ინტელექტი. უმრავლეს ამოცანებს ისინი წყვეტავენ გამოცდილი მეთოდებით. ცდილობენ ემოციებისგან გასანთავისუფლებლად შექმნან საკუთარი მეთოდოლოგია. ამ დროს ხდებიან განდეგილები და ჩაკეტილები. მცდელობისას შეიკავონ სიბრაზე, სიბოროტე და სინანული, შიგნით ხდებიან დათრგუნულები და უძნელდებათ განტვირთა. ეს მათთვის ნიშნავს - შეჩერებას და ფიქრების ჯირითის თავიდან განთავისუფლებას. ისინი ასოცირებენ საკუთარ თავს ფიქრებთან და გონებასთან. ექმნებათ შიში, რომ თუ შეჩერდება ფიქრები, მასთან ერთად შეჩერდება ცხოვრებაც. ამ დროს მათ აგრეთვე ახასიათებთ გადაჯგუფება ახალ ძალოვან ცეტრებზე. ამიტომაც მათ მიერ ემოციური და ინტუიციური სფეროების მიღება არის პირველი ნაბიჯი საკუთარი შესაძლებლობების დიდად გაფართოების.
სულიერება მათთვის ნიშნავს აღიქვან და დაეუფლონ ცხოვრების უფრო მაღალ დონის კანონებს. გააჩნიათ განსაკუთრებული უნარი კვალიფიციური და ანალიტიკური მსჯელობით, შეისისხლხორცონ სულიერი ცოდნა, სიბრძნე. მათთვის სამყარო ცხოვრობს იმ წესებით და კანონებით რომლებიც ლოგიკურად აიხსნება. რწმენა დამყარებულია ხელშესახებ მტკიცებულებებზე. მათი სულიერება დაკავშირებულია მაღალ ეთნიკურ ფასეულობებთან, მართლმსაჯულებას და დახელოვნების პრინციპებთან.
სოციალური სფერო - საკმაოდ საიმედო, პუნქტუალური და პატივსაცემი. იმსახურებენ ნდობას. როგორც წესი იზიარებენ საზოგადოებრივ აზრს. მოქმედება და რწმენა კონსერვატორულია. იმყოფება სტანდარტის მიღებულ დიაპაზონში. არიან სოციალურები, უყვართ ურთიერთობები მეგობრებთან, საინტერესო ადამიანებთან. საქმიან შეხვედრებზე ყოველთვის შეუძლიათ იპოვონ მეგობრები ან პარტნიორები, ვისთანაც შესძლებელია განიხილონ მიმდინარე სამუშაო, სხვადასხვა პროექტები. ურთიერთობები ძალიან მწირედ არის დაკავშირებული ემოციებთან ან პიროვნულ დონეებზე. თუ, მათ წარმოეშვებათ მოთხოვნილება განიხილონ საკუთარი სიტუაცია ან დაკავდნენ ემოციურ მოვლენებით, ირჩევენ წყნარ განმარტოებას. ამ ადამიანების სოციალურობა საკმაოდ სპეციფიკურია. იმ აზრით, რომ უყვართ ურთიერთობა ჯგუფის შემადგენლობაში. გრძნობენ მოთხოვნილებას გასცენ რამე სხვებს უსაფრთხოების და სიმშვიდის შეგრძნებების სამაგიეროდ. გააჩნიათ მზაობა გახსნან თავისი შინაგანი სამყარო და გაუზიარონ ყველას საკუთარი ღრმა პირადი გრძნობები.
ურიერთდამოკიდებულებები და ინტიმური სფერო - მთლიანად ისისხლხორცებენ საკუთარ თავზე პარტნიორთა მზრუნველობას. იღებენ პასუხისმგებლობას მათ ყოვედღიურ ცხოვრებაზე. გადაწყვეტილების მიღებისას ყოველთვის ითვალისწინებენ შექმნან საკუთარი უსაფრთხო ოჯახი. სიყვარულს იხილავენ როგორც ურთიერთ ჰარმონიულ და ურთიერთ დამხმარე დაბალანსებულ გარემოდ და არა როგორც ემოციონალური ვნებიან აქტს. მათთან შეუღლება განსაკუთრებით იზიდავთ ქალებს. რადგან მათი სტაბილობა და ერთგულება - საფუძველია ხანგრძლივი, მყარი დამოკიდებულებების. ამ დროს ვნება, რომანტიკა, ღელვა მათთვის არ არის დამახასიათებელი. ამ თვისებების გამო ოჯახს ქმნიან როგორც წესი ჩამოყალიბებულ ასაკში. უმეტეს შემთხვევაში თავის თანატოლებთან. თვლიან რომ ეს არის მყუდრო შესაძლებლობა მშვიდად გააგრძელონ საკუთარი საქმიანი იდეებს, ან სხვადასხვა პროექტების განხორციელება. ემოციონალური მხარის დარღვევისას ხშირად გრძნობენ თავს დაუფასებლად. განსაკუთრებით როდესაც, საუბრობენ და გრძნობენ რომ ვერ იღებენ იმ ყურადღებას რომელსაც იმსახურებენ. ზოგჯერ მათ არ სურთ შეურთდნენ განხილვას. მათ სიამოვნობთ იდეების განსაზღვრა დამოუკიდებლად ან იმათტან ერთად, ვისთანაც არიან ერთი და იგივე ტალღაზე.
კარიერა და ფინანსები - პრივილეგიას აძლევენ უსაფრთხო სამუშაო ადგილებს. ისინი მინიმალური რისკით მაგრამ საკუთარი შინაგანი უნარით პოულობენ მაქსიმალურ საკმაოდ დიდ ანაზღაურებებს. მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა იმუშაონ საკმაოდ სოლიდურ და მძლავრ ორგანიზაციებში. არიან საუკეთესონი სადაც საჭიროა ზუსტი, დეტალიზირებული და ანალიტიკური აზროვნება. აქ შესანიშნავად უკეთებენ რეალიზაციას თავიან განსხვავებულ და ანალიტიკური აზროვნებით დაჯილდოებულ ნიჭს. მათი გახსნილობა, მზაობა, სამასახურეობრივი სიტუაციების განიხლვა და ანალიზი ხელ უწყობს თავისუფლად შეუამხანაგდნენ სხვა ადამიანებს. ისინი საკუთარი კომპეტენტურობის, სხარტი გონების, უნარით მოუსმინონ ყველას იღებენ საუკეთესო გადაწყვეტილებებს მათთვის დამახასიათებელი გამომგონებლობის ნიჭით. ფაქტიურად, ყოველთვის მზად არიან მიაღწიონ უმაღლეს მწვერვალებს. პრობლემებს წყვეტენ ანალიტიკური მეთოდების ხარჯზე. კარგად ანგარიშობენ დროს. როდის ხდება ოპტიმალური მომენტი ამა, თუ იმ ინოვაციური პროექტების, ფართო მასშტაბიანი გეგმებს ან სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად. ამ ტიპის ადამიანები ყოველთვის შეიძლება გახდნენ წარმატებული გუნდის სერიოზული ნაწილი. მათი დახმარება საკმაოდ ეფექტურია იქ, სადაც საჭიროა პროექტის ერთიან სისტემაში კომპინირება. მათთვის წარმატებული პროფესიებია: არქიტექტურა, კომპიუტერული ექსპერტიზა, პროგრამირება, საბანკო და საინჟინრო საქმე, მოხელეობა.
ჯანმრთელობა და პირადული ზრდა - ერთ-ერთ პირველად ამოცანას ამ ადამიანებისთვის წარმოადგენს ემოციურად გახსნა და საკუთარი ემოციების განწყობა გარშემო პირთა ემოციებზე. ეს არის მიმართვა თამამ ნაბიჯისთვის. გამოსვლა საკუთარი ”მე”-ს საზღვრიდან და ნების მიცემა ემოციებისთვის გარეტ გამოსვლის. ემოციური გახსნილობა და მგრძნობიარობა მისცემთ მათ უნარს გამოავლინონ ჭეშმარიტი სიმძლავრე და ძალა. მას შემგომ, როდესაც ხვდებიან აუცილებლობას მიმართონ ემოციებს მაშინვე ეხსნებათ ინტუიცია, როგორც მნიშვნელოვანი ცხოვრების ასპექტი. ინტუიცია ნიშნავს დიდი რაოდენობით გადაწყვეტილებების მიღებას, დაფუძნებულს შინაგან გრძნობებზე და ახლის მიმართ გახსნილობაზე სკეპტიციზმის გარეშე. ამ ტიპის ადამიანებისთვის მზაობა მოითხოვს შეისწავლონ მთლიანი თავისი პოტენციალი. მათი მისია ეს არის საკუთარი ენერგიის გახსნა. ხოლო ამოცანა მიხვდნენ რომ, გონება კი არ ზემოქმედებს მათზე, არამედ ისინი ზემოქმედებენ საკუთარ გონებაზე. როდესაც ისინი გრძნობენ ჰარმონიას ეხსნებათ რამოდენიმე სულიერი სისტემა. რომლებიც აერთიანებენ ფიზიკურ, ენერგეტიკულ, ემოციონალურ, გონებრივ-ანალიტიკურ, ინტუიციურ და სულიერ დონეებს. ამ აურის მატარებლები ხშირად აკავებენ თავიანთ შინაგანი ძალის ენერგიის უდიდეს ნაწილს, გამომდინარე ადამიანების მიმართ გადამეტებული სიფრთხილის შეგრძნების გამო. გამოწვეული სუბიექტური, თუ ობიექტური მიზეზებით. რაც საბოლოოდ ხელს უწყობს მათი პოტენციური ენერგიის საკუთარ თავში დაღმა სვლას. ხოლო ეს კი მათ ფიზიკურ მდგომარეობის შესუსტებას.

1.ფიზიკური მხარე - ენერგიული, სიცოცხლის უნარიანი,პრაქტიკული, სექსუალური, ქმედითი, ზეაქტიური, ლიდერი. 2.ემოციური - მღელვარე, ვნებიანი, მგრძნობიარე, სურვილების ამყოლი, თავდაჯერებული, იმპულსური, ფეთქებადი, გაღიზიანებადი. 3.მენტალური - ნებისყოფის მქონე, კონკურენტუნარიანი, პირდაპირი, გამარჯვების მოსურნე, აგზნებული. 4.სულიერი - ღმერთს განიხილავს, როგორც ფიზიკურ რეალობას, ასახვას პოზიტიურ ქცევაში. 5.მოტივაცია - წარმატება, გამარჯვება, ინტენსიური ცხოვრება 6.მისია/ დანიშნულება - სიცოცხლით შეცნობა, ტკბობა აქ, ამჟამად. 7.ზრდა/განვითარება - ნახტომისებრი მუდმივად მზარდი. 8.მეტყველება - ძლიერი მაღალი ხმა, სწრაფი. პირდაპირი მეტყველება. 9.ქმედება - იმპულსური, ფეთქებადი, ძლიერი, აგზნებული.10.დამოკიდებულებები - სიამოვნება, დროში ხანმოკლე კონტაქტები. 11.სოციალური გეგმა - ყოფნა ყურადღების ცენტრში 12. ურთიერთობები - ძალიან აქტიური და პირდაპირი.13. ინტიმურისფერო - ეროტიული, ადვილად აგზნებადი, ყოველთვის მღელვარე, ვნებიანი პარტნიორი. 14. ფინანსები - ფული ანიჭებს უსაფრთხოებას, ესა აწარმატების ნიშანი, გავლენის საშუალება. ტრანჟირი.15. წარმატება - ყველაფრის გაკეთება წარმატების მისაღწევად. წარმატება ესაა ძალა.16.პროფესიული საქმიანობა - აქტიური საქმიანობა, თანამდებობა ზრდის შესაძლებლობით, მუდმივად ცვლადი საქმიანობა. მხოლოდ წინსვლა
გონება და სხეული - თვითგამოხატულებას პოულობს საკუთარი სექსუალობის და ფიზიკური სხეულის მეშვეობით. მისი ცხოვრებაა აქ და ამჟამად. სინამდვილე მატერიალურია, შესაძლებელია მისი შეგრძნება, დანახვა, მოსმენა, ყნოსვა. მკაფიოდ გამოხატული ნებისყოფა. მთლიანად ტკბება ცხოვრების ფიზიკური ასპექტებით. ეს ენერგიული, ძლიერი ადამიანები თავს მშვენივრად გრძნობენ ლიდერის მდგომარეობაში. სიცოცხლეს შეიგრძნობს ფიზიკური სინამდვილის და მოქმედების მეშვეობით. ძირითადი მოტივაციაა - სიცოცხლის და საკუთარი ძალის შეგრძნება არსებულ პირობებში. მუდმივად სწყურია მოქმედება, გარემოს შეფასება. მუდმივად ეძებენ ბრძოლას, დაბადებულნი არიან გაიმარჯონ. სიცოცხლეს ატარებენ ვნებიანად. - ფიზიკური ვნება, მხურვალება. რაც უფრო აღაგზნებს ცხოვრება, უფრო ძლიერად გრძნობენ, რომ ცხოვრობენ და არა არსებობენ.
პრაქტიკული, ორიენტირებული მოქმედებაზე. უყვარს შედეგების მიღწევა. სწყურია გამარჯვება, ოცნებობს მნიშვნელოვანს და ფასეულზე. თითქმის შეუზღუდავი ფიზიკური ენერგია, საშუალებას აძლევთ იყვნენ ზედმეტად აქტიურები. ხშირად გრძნობენ, რომ მათი ძალა არის დამთრგუნველი. ფიზიკური და ემოციური ენერგია საკმაოდ ძლიერია დანარჩენების მიერ აღსაქმელად. ატმოსფერო, რომელშიც კომფორტულად არსებობენ, ყველა დანარჩენისთვის ზედმეტად დაძაბულია. საქმიან ურთიერთობისას ან, პირად ცხოვრებაში მუდმივად აქეზებენ კოლეგებს და პარტნიორებს. მოითხოვენ მაქსიმუმს. უმტკიცებენ საკუთარ თავს და გარშემომყოფებს, რომ მთელი სამყარო მათ ხელშია. ამ მოთხოვნების მიუხედავად საკმაოდ სოციალურები. ჰყავთ ბევრი მეგობარი, რომლებთანაც დროს სიამოვნებთ ატარებენ. მზად არიან მთელი ღამე იცეკვონ, მონაწილეობა მიიღონ კორპორაციულ საღამოში. დატკბნენ მეორე ნახევრის საზოგადოებით. ამ დროს ისინი გულღია და გულწრფელნი არიან. მაგრამ უმჯობესია მათთან არ ვისაუბროთ ღრმა გრძნობებზე. ამისათვის საჭიროა განსაკუთრებული მომზადება. ემოციებს და გრძნობებს წვდებიან ფიზიკური სხეულის მეშვეობით. ამ კუთხით ისინი ძალიან მგრძნობიარე ნატურები არიან. ჰარმონიის მოპოვებისას ხდებიან ლოიალურები და გულწრფელი ოპტიმისტები. ასხივებენ სურვილს სიცოცხლე გაატარონ მთელი სისავსით. მათი ცხოვრების მიზანია - სრულად განიცადოს და გამოიკვლიონ ფიზიკური სამყარო. მათ მაგალითზე შესაძლებელია ადამიანის მთელი ძალის, სიძლიერის და სიცოცხლის უნარიანობის დემონსტრირება.
გააჩნიათ დამოუკიდებლობის და თავისუფლების მაღალი მოთხოვნილება. ტკბებიან ძალით, უყვართ მძაფრი შეგრძნებები, თავგადასავლები. ზოგჯერ არატრადიციულნი, ემოციურები. უბრალოდ არ ეწერებიან ჩვეულებრივი სტერეოტიპულ პორტრეტში. ეს არა თუ, აშორებს საზოგადოებისგან, არამედ ხელს უწყობს მათ გაფურჩქვნას. ეს უცნაური ნატურა-მარტოხელები რატომღაც ყოველთვის გარემოსილნი არიან მეგობრებით. არიან ცნობისმოყვარეები, ჯიუტები, ზოგჯერ მომაბეზრებლებიც. აინტერესებთ ცხოვრების ყველა ასპექტი. არიან მოუთმენლები. სწყურიათ ახალი პროექტები. სურთ ყველაფერი ჰქონდეთ ამჟამად და არ ეშინიათ საკუთარი „მნიშვნელოვანი“ იდეების შესრულების შეუპოვრობის. ყოველთვის იზიდავენ ბევრის ყურადღებას თავიანთი პროექტების მიმართ და მიყავთ ლოგიკურ დასასრულამდე, საჭირო საშუალებების გამოძებნით. მაგრამ თუ, რამე არ მიდის მათი გეგმის მიხედვით, ისინი უმალ ვარდებიან დეპრესიაში. უძნელდებათ უმოქმედოდ და უმოძრაოდ ყოფნა. თუ, ჰარმონია დარღვეული აქვთ, გრძნობენ გამოფიტვას. არიან გაღიზიანებულები, ხშირად ემოციურად ფეთქდებიან. ასეთ მდგომარეობაში ისინი საბრძოლველად გადადიან მოუწესრიგებელ სექსუალურ კონტაქტებზე. რათა დათრგუნონ გამომფიტავი ენერგია.როცა ისინი თავს ვერ აკონტროლებენ გარშემო მყოფებს უძნელდებათ, მათთან ურთიერთობა, რადგან მუდმივად მოითხოვენ ყურადღებას. ეს ავადმყოფობის ტოლფასია. როცა შინაგან სამყაროში არის დისბალანსი, ცდილობენ საკუთარი ძალის დემონსტრირებას ისე, რომ ამას ვერ ამჩნევენ. რადგან გამარჯვების მუდმივი სურვილი ბინდავს აღქმას. ვერ ხვდებიან, რომ სხვები ყოველთვის არ ეთანხმებიან მათ. ამ დროს ურთიერთობები გარშემომყოფებთან შეიძლება ძალიან გაფუჭდეს.მიზნის მისაღწევად ყველა გზა დასაშვებია.
სულიერ ასპექტებზე მზად არიან მოისმინონ ყველას შეხედულებები, მაგრამ არ შეუძლიათ მათი აღქმა. რადგანაც ძალიან დახურულები არიან საკუთარ რეალიზმში. მეორეს მხრივ, სულიერების ძალის გაცნობიერებისას, ზოგჯერ ხდებიან სენტიმენტალურები. მათი სულიერება მატერიალურია. ისინი ღმერთს წარმოიდგენენ, როგორც ყოვლისშემძლე ადამიანს, რომელიც მართავს მათ და უძღვება ცხოვრებაში.
სოციალური სფერო - უყვართ საზოგადოებაში ყოფნა. შეკრებები. შეხვედრები ნაცნობ-მეგობრებთან მათი საყვარელი საქმეა. ადვილად იძენენ მეგობრებს, ყველგან პოულობენ თანამოსაუბრეს. მათი აურა მიმზიდველობის ტალღებს ასხივებს, ხშირად ყურადღების ცენტრშია. მათი ენერგეტიკა ცხოვრებისეულ ძალასთან ერთად მიმზიდველია. მუდამ აღმერთებენ თავიანთ მსმენელების და იდეების პატივისმცემელთა საზოგადოებას. ბევრ შემთხვევაში უნიკალურები და ექსცენტრიულები არიან. მათი უჩვეულო ორიგინალობა საზოგადოების ნორმების საწინააღმდეგოა. უცნაურმა ქცევამ შესაძლოა დააკარგვინოს მათ კონსერვატიული სტილის თაყვანისმცემლები. არიან ძალიან მგრძნობიარენი და ემოციურები. თუმცა ყოველთვის არ სურთ ეს სხვებმა შეამჩნიონ. ბუნებით მათ სჭირდებათ გრძნობების გამოხატვა, რათა ჰარმონიაში ჰქონდეთ სული. არიან რა ძლიერი მომლაპარაკებლები, უპირატესობას ანიჭებენ საქმიან შეხვედრებს, ვიდრე რთულ ინტელექტუალურ საუბრებს. გულს უხსნიან მხოლოდ იმათ, ვისაც დიდი ხანია იცნობენ და შეუძლიათ ენდონ. მათთვის მნიშვნელოვანია ადამიანთან „ერთ ტალღაზე“ ყოფნა. საქმეში ადამიანებს არჩევენ ერთგულების ნიშნით და არა პროფესიონალიზმით.
ურთიერთდამოკიდებულებები და ინტიმური სფერო - ამ აურას მქონენი სექსუალურები არიან და მათი „მადა“ უსაზღვროა. მოსწონთ ფიზიკური და ემოციური აგზნება, უყვართ სხვების სტიმულირება. მათ მართვას სურვილები. მოსწონთ ბრძოლა, წინააღმდეგობა. სექსი ნიშნავს ცხოვრებას. ეს არსებითი ძალაა მათ სამყაროში. სექსი ამ რეალისტებისთვის სურვილით ავსებული, მგრძნობიარე და ვნებიანი გამოცდილებაა. ფიზიკურ სხეულში ცხოვრებით ტკბობა საჭიროა ყველა ასპექტში. უჭირთ გრძნობაზე დამყარებულ ხანგრძლივ ურთიერთობაზე წასვლა. კონცენტრირებულნი არიან ხანმოკლე, გატაცებით ურთიერთობებზე და შეჯახებებზე. ახალი პარტნიორის შეხვედრისას აღმერთებენ რომანტიკულ ინტრიგებს, მღელვარებას. უყვართ ცეცხლთან თამაში. ძირითად არ არიან მონოგამურები. მათი სექსუალურობა იზიდავს მრავალ ლამაზ ქალს. მათთვის ეს თითქმის იგივეა რაც სულიერი გაცისკროვნება.
კარიერა და ფინანსები - თუ, გადაწყვიტეს გარკვეული მიზნის მიღწევა მათი შეჩერება შეუძლებელია. გააჩნიათ საქმეში უდიდესი პოტენციალი. მათი უჩვეულო ძალა სხვებსაც მათ გზაზე აყენებს. მიუღებელია პასუხი „არა“. ისინი აღწევენ წარმატებას, მიმართავენ ამაზე ყველას, ვინც მათ გუნდშია. მოქმედების სტილი ეფუძნება სტრატეგიას, გათვლას და არა სიმამაცეს, ძალას. ყველაზე ადვილად ისინი წყვეტენ მოქმედების პრობლემებს და ელიან მხოლოდ დადებით შედეგებს. შეჩვეულები არ არიან გულხელდაკრეფილ ჯდომას, ხანგრძლივ მოლაპარაკებებს. გამოდიან შემოქმედებით, მაგრამ ხშირად არა ორთოდოქსალური იდეებით. თუ ისე არაა, როგორც მათ სურთ, გამოდიან წყობიდან, ბრაზდებიან ან იკეტებიან საკუთარ სამყაროში. ამგვარი განწყობა ხშირად გადაედებათ ხოლმე მთელ მათ გუნდს და ქმნის დაძაბულობას გარემოში. თუ, ხდებიან ემოციურები და მენტალურად გახსნილები, მშვენივრად ართმევენ თავს ურთულეს ამოცანებს. რაც უფრო გულღიები და დიპლომატიურები არიან, მით უკეთ ესმით მათ სადაა საჭირო მითითებების ცვლილება და სად პროცესის დასრულების დაჩქარება.არ უყვარტ კონკურენტები.ცდილობენ მათ მოშორებას ზოგჯერ ტანსქვედა დაუშვებელი წესებით.
ფული-მნიშვნელოვანია მათ ფასეულობით სისტემაში. ის მათ აძლევთ საზოგადოებაში ძალაუფლებას. ხშირად გააჩნიათ საკუთარი ბიზნესი ან უკავიათ მაღალი თანამდებობა. მათი ძირითადი მოტივაციაა - ფულს მოაქვს დიდი ფული. არიან დამოუკიდებლები და თავდაჯერებულები. არ უყვართ, როცა მათ მიუთითებენ რა გააკეთონ, ან რა ირწმუნონ. ხშირად ირჩევენ საქმიანობის ისეთ სახეს, სადაც დამოუკიდებლად აგებენ პასუხს სამუშაოს გარკვეულ ნაწილზე. მათ უკან არავინ არ დგას. სურთ საკუთარი ცხოვრების თავად მართვა. ამ ადამიანთაგან უმეტესობას უყვარს მარტო მუშაობა და სრული ფოკუსირება სამუშაოზე. კმაყოფილები არიან მაშინ, როცა პრობლემის ეფექტური გადაწყვეტის ძიების საქმეში არ არიან შეზღუდულები. მათი პრობლემაა ჯგუფში მუშაობის სწავლა.
ზოგიერთი ამ ტიპის ადამიანები უპირატესობას ანიჭებს ფიზიკურ სამუშაოს, რათა ჰქონდეთ დინამიკური ენერგიის განახლების შესაძლებლობა მისი გარეთ გამოშვებით. გააჩნიათ ღრმა მოთხოვნილება იყვნენ საუკეთესოები. ისინი ყველაფრის მიუხედავად აღწევენ მიზანს. ამ ტიპის ადამიანებისთვის საინტერესო სამუშაო ის, სადაც არსებობს კონკურენტული ბრძოლის შესაძლებლობა. მათ გააჩნიათ პროცესის მუდმივად კონტროლის საშუალება. ზოგადად, შეუცვლელები არიან ნებისმიერ კომპანიაში, რადგანაც მათ ყველაზე მეტად შეუძლიათ მიზნის მიღწევა.
ჯანმრთელობა და პიროვნული ზრდა - გააჩნიათ უდიდესი ფიზიკური და ემოციური ენერგია. თუ ისწავლიან ამ ენერგიის სასარგებლოდ გამოყენებას, მოიპოვებენ წარმატებას და ბედნიერებას. მუდმივ ჰარმონიაში ყოფნისთვის მათ დრო და დრო სრულად უნდა განაახლონ შინაგანი ენერგია. ამაში მათ ეხმარებათ რთული პროექტები. თუ ენერგია დადებით გამოსავალს პოულობს, ის არ აყენებს ზიანს არც პატრონს და არც გარშემომყოფებს.
სრულად მოდუნებისთვის სჭირდებათ კონცენტრაცია არა მოქმედების შესრულებაზე, არამედ მის გაცნობიერებაზე. ასეთი სვლა აამოქმედებს მათ ნაკლებად აქტიურ მენტალურ და სულიერ ენერგიას. ასევე უნდა გააცნობიერონ, რომ გამარჯვება, რომლისკენაც ისინი ყოველთვის მიისწრაფვიან არაა ცხოვრების მიზანი. მიზნის მიღწევის შემდეგ დგება გარკვეული სიცარიელე. ამასთან დგება საკითხი „რა მოხდება მომავალში?“ ჰუმანური პოზიტიური მიზნების დასახვა მისცემს საშუალებას გაიგონ საკუთარი მოქმედებების უდიდესი არსი, რაც ააცილებს მათ დეპრესიას და ნეგატიური ენერგიის დახვავებას.
წყარო:
http://www.aura-help.ge/node/127