#31636966 · 12 Jun 2012, 21:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნიბროთი გამორჩეულია ძველ აღთქმაში.
6. ქამის ძენი: ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი.
7. ქუშის ძენი: სება, ხავილა, საბთა, რამა და საბექთა. რამას ძენი: შება და დადანი.
8. ქუშმა შვა ნებროთი. ამან დაიწყო ძალის გამოჩენა ქვეყანაზე.
9. ძლიერი მონადირე იყო უფლის წინაშე; ამიტომაც თქმულა, ნებროთივით ბუმბერაზი არისო უფლის წინაშე.
10. მისი სამეფოს რჩეული ქალაქები იყო ბაბილონი, ერექი, აქადი და ქალნე, შინყარის ქვეყანაში.
11. ამ ქვეყნიდან გამოვიდა აშური და ააშენა ნინევე, რეხობოთ-ქალაქი, ქალახი
12. და რესენი ნინევესა და ქალახს შორის, დიდი ქალაქი.
.. და როცა
1. ერთპირი იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი.
2. როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, ჰპოვეს ველი შინყარის ქვეყანაში და იქ დამკვიდრდნენ.
3. უთხრეს ერთმანეთს: მოდი, მოვზილოთ თიხა და გამოვწვათ. ქვის მაგივრად აგური ჰქონდათ, კირის მაგივრად ფისი.
4. თქვეს: აბა, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. აღვმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე.
5. ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც ადამიანები აშენებდნენ.
6. თქვა უფალმა: აჰა, ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვს ყველას; რაკი ეს საქმე წამოუწყიათ, ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ.
7. აბა, ჩავალ და ენას ავურევ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს.
8. გაფანტა ისინი უფალმა იქიდან მთელს დედამიწის ზურგზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქისა და გოდლის შენება.
9. ამიტომაც ეწოდა სახელად ბაბილონი, რადგან სწორედ აქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და აქედან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის ზურგზე.
QUOTE | აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა |
ხომ შეიძლება დავუშვათ, რომ ნიბროთი სხვადასხვა ენის ხალხში სხვადასხვა სახელს ირქმევდა, ან სხვადასხვაინაირად მოიხსენება?
--------------------
უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს.
თორმეტმა ამირჩია. ერთზე გავიფიქრე იუდაა მეთქი და არ შევმცდარვარ.
ესენი უნდა მახსოვდეს.
|