ხეთაგურის მოადგილის გასაიდუმლოებული ვიზიტი ჩოხატაურში
ნატო გოგელია, ხუთშაბათი, 14 ივნისი 2012 19:38
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის შეხვედრა მოსახლეობასთან.
ეს შეხვედრა მედიისთვის მკაცრად იყო გასაიდუმლოებული და შეხვედრაზე მყოფი ადამიანები დაარიგეს, რომ საუბრის დეტალები არავის გაეგო.
ნაბეღლავის რწმუნებულის, გია კალანდაძის თქმით, აღნიშნული შეხვედრის შესახებ მან ორი დღის წინ გაიგო:
_ ორი დღის წინ ვიცოდი, მაგრამ გვიან მივედი შეხვედრაზე. პირადი პრობლემები მქონდა. ისიც კი არ ვიცი, რა გვარის იყო მინისტრის მოადგილე და რაზე ესაუბრნენ ხალხს, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას სოფლის რწმუნებული.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ამჟამინდელ და მომავალ "ნაციონალურ" სიკეთეებს შეეხო.
ეს პირველი შეხვედრა არ არის გურიაში, რომელიც მედიისთვის საიდუმლოდ ტარდება ტარდება. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთის აქციაა დააანონსა, ქვეყნის პირველი პირიდან დაწყებული, მინისტრების და მათი მოადგილეების ჩათვლით ყველა გურიაში ჩამოდის და მოსახლეობას ხვდება.
აღსანიშნავია, რომ დღემდე ამ ტიპის შეხვედრები, რომლებსაც მაღალი თანამდებობის პირები ატარებენ, გურიის რეგიონში არ ჩატარებულა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ საღამოს ოზურგეთში დიდი "ნაციონალური" შეკრებაა დაგეგმილი, სადაც გურიის ხელისუფლებას 17 ივნისამდე გასახორციელებელი გეგმის ინსტრუქტაჟს ჩაუტარებენ, რომლის მთავარი მესიჯია, რომ ყველა გზის და ყველა ხერხის გამოყენებით, ხელისუფლებამ უნდა შეძლოს, რომ "ქართული ოცნების" აქციაზე, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მივიდეს.
http://gurianews.com/index.php?option=com_...7-31&Itemid=111ამჟამად რა იქნება, გზების გადაკეტვები, მძღოლების გაჩერებები, დაშინებები დალშე?
People should not be afraid of their governments. Governments should be afraid of their people. (c) V for Vendetta
მაღალი მატერიები დაივიწყეთ ხელისუფლებაში დასარჩენათ კონსტიტუციაც გაიჟიმება ბიძინაც და ბესელიაც (c) FRIDRIX