თავისუფალ უნივერსიტეტში იმართება საინტერესო სემინარი. გადახედეთ განცხადებას.
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი და ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა სენტ–ლუისში (Washington University in Saint Louis, School of Law) 2012 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში გამართავს სემინარს თემაზე - კომერციული მედიაცია: თეორია და პრაქტიკა
სემინარს წაიყვანენ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი სიჯეი ლარკინი (C.J. Larkin) და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ცერცვაძე.
სემინარი ჩატარდება პრაქტიკოსი იურისტებისა და სტუდენტებისათვის ცალცალკე:
I. პრაქტიკოსი იურისტებისთვის
30 ივნისი (11:00–17:00) – კომერციული მედიაცია აშშ–ში;
1 ივლისი (11:00–15:00) – ქართული და ამერიკული მედიაციის პროცესის შედარება
II. სტუდენტებისათვის
2 ივლისი (11:00–17:00) – კომერციული მედიაცია აშშ–ში;
3 ივლისი (11:00–15:00) – ქართული და ამერიკული მედიაციის პროცესის შედარება
სემინარი ჩატარდება თავისუფალ უნივერსიტეტში – ინგლისურ ენაზე.
მონაწილეობა უფასოა, საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია საიტზე:
იურისტების რეგისტრაცია
http://nccl.ge/ge/8?i=10სტუდენტების რეგისტრაცია
http://nccl.ge/ge/8?i=9დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ
http://www.jobs.ge/eng/45603/ ან
http://www.jobs.ge/eng/45602/Washington University in Saint Louis, School of Law -
http://law.wustl.edu/