მთლად ვეგეტარიანელი არ ვარ, მაგრამ ბოლო ხანია ხორცს აღარ ვჭამ. ხინკლის და მწვადის მოყვარულები ხშირად დამცინიან ხოლმე, სასაცილო არგუმენტები მოჰყავთ,მაგალითად: ჰაერი არ გეცოდება რომ სუნთქავ, ვაშლს როგორ კბეჩ ხომ სტკივა და ა.შ. ...
ადრე ადამიანები ერთმანეთსაც სჭამდნენ, მაგრამ მერე გონების განვითარებასთან ერთად დაანებეს კანიბალიზმს თავი, 21 საუკუნეში დრო არის ძუძუმწოვრებზე ვთქვათ უარი.
ადამიანის განცდები სიკვდილის დროს ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე ძროხისა, ასევე ძროხის განცდები უფრო მძიმეა ვიდრე თევზისა. ამიტომაც თევზს ვჭამ.
ამ ეტაპზე მზად ვარ მხოლოდ ძუძუმწოვრებზე ვთქვა უარი, ამასთანავე ვჭამ რძის პროდუქტს, კვერხს, ანუ რაც არ იწვევს ცხოველის სიკვდილს.
რავი, მშვენივარდ ვგრძნობ თავს, თქვენც სცადეთ და დარწმუნდებით, რომ შეიძლება გემრიელად ჭამა ისე რომ ცხოველები არ დავკლათ.
გინახიათ ბოჩოლას ნაღვლიანი თვალები ყელს რომ სჭრიან?
ძალიან ადვილია საქართველოში ხორცზე უარის თქმა, ამდენი ფხალეული და მცენარეული საკვები გვაქვს.
ხართ აქ თანამოაზრეები?