გამოდით ბიძია და საერთო მიმართვა გააკეთეთ, ვისაც გულ შეგვტკივა და კიდე გვჯერა რომ ეს ქვეყანა ჩვენია, მათთვის მაინც გააკეთეთ.
სირცხვილია რასაც მთავრობა და მათი სამარცხვინო მომხრეები აკეთებენ მაგრამ , მარტო ეგენი არ არიან ამ ქვეყანაში,
შეიკრიბეთ სადმე და ნორმალური ხალხის სახელით გააკეთეთ მიმართვა გაეროს და მთელი მსოფლიოს გასაგონად.
ცოტა კომფორტის ზონიდანაც თუ გამოხვალთ და ცოტას იხმაურეთ, გაილახებით და იყვირებთ, კიდევ უკეთესი.
კონფლიქტები
05.10.2023 / 10:20აა
ასლან ბჟანია - აფხაზეთში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა გაიხსნება
ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ გაავრცელა.
„ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება“, - განაცხადა ბჟანიამ.
თბილისთან ურთიერთობაზე საუბრისას ბჟანიამ აღნიშნა, რომ თანამშრომლობა მხოლოდ ენერგეტიკის სფეროში არსებობს.
„ურთიერთობა ხდება ერთი მიმართულებით - ეკონომიკის კუთხით, ენგურჰესი. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ ამ სადგურზე, კაშხალი მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე, თავად სადგური კი აფხაზეთის ტერიტორიაზეა. რაც შეეხება სხვა ასპექტებს, ჟენევის დისკუსიების გარდა, კონტაქტები პრაქტიკულად არ არსებობს“, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა.
მისი თქმით, საქართველოს ამჟამინდელი ლიდერები „პრაგმატისტები“ არიან.
„საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა, ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს, და არა საქართველოს პრეზიდენტს, პრაგმატული ხალხია და ამ თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, ასეთი დიდი პრობლემები არ ყოფილა. მაგრამ ხანდახან ხდება, რომ არა იმდენად ქართული, რამდენადაც ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავები არღვევენ საჰაერო სივრცეს, ჩვენ ამ საკითხს ვაფიქსირებთ, მაგრამ ცხადია, რომ ეს დაზვერვა ხორციელდება შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების და გარკვეულწილად საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ბჟანიამ.
https://www.interpressnews.ge/ka/article/77...baza-gaixsneba/ This post has been edited by oligarh on 6 Oct 2023, 11:45
მე მიყვარს sulo.