#31690231 · 16 Jun 2012, 08:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წიგნი რომ ვიპოვე ისტორიის სახელმძღვანელო. იმ უბანში მომიწია გავლა დღეს და აგერ, კაი რაღაცას მივაგენი. 2012 წლის დრონი.ჯი რას წერდა თურმე.21 დეკემბერს.
აბა რა ეგონათ?!
დღეს სასჯელაღსრულების სამინისტროსთან დიდი ხმაური იყო. როგორც ცნობილია დაბადების დღე ჰქონდა ექსპრეზიდენტს. რომელიც ეჭვმიტანილია თაღლითობაში, სახელმწიფო ქონების დიდი ოდენობით მითვისებაში, სახელმწიფო ღალატში, ორგანიზებულ დანაშაულში, გაფლანგვაში, მექრთამეობაში, თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და ასევე საკუთარ თავთან გაუკუღმართებულ ფორმებში სქესობრივი ურთიერთობის დამყარებაში.
აქციაზე იმყოფებოდა ქალბატონი ნათია მოგელაძე, რომელსაც ტორტი ჰქონდა მოტანილი, ასევე ნინო კალანდაძე და ხათუნა კალმახელიძე, რომლებსაც წინდების გადაცემა სურდათ პატიმრისთვის სადაბადებისდღეოდ. თუმცა პოლიციას მოუწია არა ამ ადამიანების დაშოშმინება, არამედ სულ სხვა, რადიკალური ჯგუფის წევრებისა, რომლებსაც სულ სხვაგვარი საჩუქრები ჰქონდათ მოტანილი ყოფილი მთავარსარდლისთვის. ასე მაგალითად არდაკ მანასერიანს მოტანილი ჰქონდა ნიჩბის ტარი, რუდოლფ ვალენტინოვიჩმა რეზინის მუშტი წარმოადგინა. დარდაკა ითხოვდა პატიმრისთვის მის ბაღჩაში მოწეული გიგანტური კიტრი გადაეცათ და არა მარტო გადეცათ. ხანგრძლივი მოლაპრაკების შედეგად გადაწყდა რომ პატიმარს გადასცემდნენ ორ საჩუქარს, საკუთარი დედისგან ფუნთუშებს და ასევე ვინმე "ხარჩოსგან" ნოვაციურ აპარატს, სახელად "ფლუგენგეგენჰოლენი".
ამის შემდეგ მხარეები ხელიხელგადახვეულები მთაწმინდის პარკისკენ წავიდნენ, ყველანი ქართველები ვართ და ერთმანეთი უნდა გვიყვარდესო, ასევე ზოგმა ცრემლებით გაიხსენა ექსპრეზიდენტის ნათქვამი ბუჩქებზე და მეგობრობაზე , მაშინ ვერ შევსრულეთ მისი მოწოდება და ეხლა მაინც რაიმე ვქნათ ეგებო.
როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა , არნოლდ ქუბასარიძემ ჟურნალისტებს განუცადა ტუსაღი ძალიან ჭირვეულად იქცევა და უკვე მოახერხა თანამოსაკნეების გადაკიდება. ასე მაგალითად , შემჩნეულია "ბალანდის" მოპარვაში, საკნის ტერიტორიების სხვა საკნისთვის გადაცემაში, ჭორების და ტყუილების გავრცელებაში, ციხის ადმინისტრაციის შეგნებულად შეცდომაში შეყვანაში და ბადრაგის მოსყიდვის მცდელობაში. ასევე ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ მის თანასაკნელ ანზორ თეთრაძეს დაეკარგა სასქესო ორგანოს ქვედა ნაწილი, თავად კი ამტკიცებს ძილში მომაჭამესო. მოკლედ, დღის წესრიგში დგას ყოფილი პირველი პირის ან ცალკე საკანში ანაც სულაც ზოოპარკის გალიაში გადაყვანა. საქმეს ართულებს ის გარემოება, რომ ზოოპარკის ადმინისტრაცია კატეგორიულ უარზეა. დირექტორმა თქვა. მხოლოდ ჩემი გვამის გავლით შეძლებთ მაგ მხეცის აქ შემოყვანას. ეგღა მაკლია გორილები და ფარშევანგები დაპეპლოსო. წესით და რიგით ეს საკითხი ხვალ, სასამართლოს მორიგ სხდომაზე უნდა გადაწყდეს, სადაც მოწმეებად დაიკითხებიან ყოფილი მთავარი პრიკურორი , შინაგან საქმეთა მინისტრი და ლატარიების გამთამაშებელი, ვინმე "კეზერა". წინასწარი მონაცემებით, სამივე მათგანი ექსპრეზიდენტის დანაშაულს უკვე აღიარებს და მის კასტრაციას მოითხოვს.
მდაბლად შეგახსენებთ , რომ ჩვენი გამოცემა მუდამ ხმალამოღებული ებრძოდა უსამართლობას ქვეყანაში. აკრიტიკებდა ხელისუფლების უგუნურ ნაბიჯებს და ნიღაბს ხდიდა გაქსუებულ ჩინოვნიკებს. ამიტომ, კატეგორიულად მოვითხოვთ დაგვიცავით, დაგვეხმარეთ და დაგვაფინანსეთ. ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია! აბა რა ეგონათ?!!
This post has been edited by Unbesito on 16 Jun 2012, 08:02
--------------------
In weed we trust!
http://www.facebook.com/profile.php?id=100002286254221
|