კიშინიოვის მერი დორინ კირტოაკე საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მოლდოვას პრეზიდენტობას სთავაზობს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, კირტოაკემ დღეს მერიაში გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ “დარწმუნებულია, ქვეყნის საქმე წინ წავა თუ საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოლდოვას ჩაუდგება სათავეში”.
“პრეზიდენტ სააკაშვილს ორი ვადის მანდატი ეწურება. მას უკვე საკუთარი კანდიდატურის დაყენება აღარ შეუძლია. მოვიწიოთ ის მოლდოვაში. თუ ჩვენ ორი ვადა გვექნება, ქვეყანაში სიტუაცია შეიცვლება. ინვესტიციებიც იქნება, კორუფციაც გაქრება და წესრიგიც დამყარდება”, - განაცხადა კიშინიოვის მერმა.
შეგახსენებთ, რომ ადრე დორინ კირტოაკემ ბუქარესტის მერს სორინ ოპრესკუს კიშინიოვში მომავალ არჩევნებში მერის სავარძლისთვის ბრძოლა შესთავაზა.
http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=8975-----------------------------------------
ესეიგი მთელი მსოფლიო ხვდება თუ რამხელა პროგრესს მიაღწია მიშამ ამ მოკლე პერიოდში,ის არის სამაგალითო პრეზიდენტი და ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყანას სურს მისნაირი ლიდერი
აბა ოპოებო დაბოღმის ახალი ტალრა გაუშვით