თამამად შეიძლება ითქვას რომ ეს მოძრაობა ყველაზე უფრო დაპირისპირებულია მეინსტრიმთან და პოპ კულტურასთან, არა მათი ჩაცმულობისა თუ გარეგნობის გამო, არამედ იმ შინაარსის გამო რომელიც ამ სუბკულტურას გააჩნია, ალბათ ესაა იმის მიზეზი რომ ეს მოვლენა მხოლოდ განვითარებულ საზოგადოებაშია ფეხმოკიდებული, იქ სადაც ფასეულობების გადაფასება მოხდა და ახალგაზრდების გარკვეულმა ნაწილმა სხვანაირად გადაწყვიტა ცხოვრება.
წარმოშობა

წარმოიშვა ამერიკაში პანკ ჯგუფებს შორის, პანკების გარკვეულმა ნაწილმა უარი თქვა ბინძური და ნიჰილისტი პანკის იმიჯზე და გადაწყვიტა გამხდარიყო ნამდვილად თავისუფალი და არა თავისუფალი სიფხიზლისგან, 80 იანი წლებიდან იწყება Straight edge სოფმეხდველობის ჩამოყალიბება, 90 იანებში კი ის ძალიან პოპულარული ხდება იმდროინდელ ახალგაზრდებში პირველი ჰარდკორ ბენდი რომელმაც ეს ტერმინი იხმარა იყო Minor Threat სიმღერაში Straight Edge ეს სიმღერა ფაქტიურად მოძრაობის ჰიმნად იქცა დროთა განმავლობაში, ამას მოყვა სხვა სიმღერები Out Of Step სადაც ჯგუფის ვოკალისტი იან მაკეი ფაქტიურად აყალიბებს ფილოსოფიას რამოდენი წინადადების გამოყენებით I don't smoke Idon't drink I don't Fuck,,,, Minor Threat სულ სამი წელი იარსება და მის შემდეგ მოძრაობა რევოლუციასავით მთელ ამერიკას მოედო იქიდან კი გავცელდა ევროპასა ლათინურ ამერიკასა და აზიაში ეს არ იყო ჰიპური ან გოთური მოძრაობა ეს უფრო მეტი იყო ვიდრე პლაგიატი სხვა დანარჩენი სუბკულტურების,,, ეს იყო კონტრ კულტურა,,, და არის
მოძრაობის დამახასიათებელი თვისებები :
უარი ნარკოტიკებზე

მოძრაობის წევრები უარს ამბობენ ყველანაირი სახის ნარკოტიკზე, კოფეინზე, ნიკოტინზე, ფსიქოტროპულ საშუალებებზე, ისინი თვლიან ნარკოტიკი მათ თავისუფლებას აკარგვინებს, ადამიანი რომელიც რამეზე ან ვინმეზე არის დამოკიდებული შეუძლებელია იყოს თავისუფალი, მათთვის ინდივიდუალიზმი ყველაზე მნიშვნელოვანია.
თავშეკავებული სექსუალური ცხოვრება
Straight ერები მისდევენ თავშეკავებულ სექსუალურ ცხოვრებას, ისინი სექსუალურ ურთიერთობას მხოლოდ იმ ადამიანთან ამყარებენ ვისთანაც ღრმა სულიერი კავშირი აკავშირებთ, უარყოფენ თავაშვებულ ცხოვრებას და სექს ინდუსტრიას აღიქვავენ როგორც ადამიანის გამოთაყვანების ძირითად მიზეზს.
ცხოველთა დაცვა და ვეგანიზმი

მოძრაობის წევრები ძირითადად ვეგეტარიანელები არიან, ისინი ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი დაჯგუფებაა რომელიც ცხოველთა უფლებებისთვის იბრძვის. ბევრი მათგანი პეტას ან გრინფისის წევრიცაა.
სიმბოლიკა

ეს მოძრაობა არანაირ ყურადღებას არ აქცევს განსაკუთრეებულ ჩაცმულობის სტილს ან რაიმე სავალდებულო ატრიბუტიკას, მათ აქვთ სპეციალური განმასხვავებელი ნიშანი „sXe“ და „X“ რომლის ტატუირებასაც ძირითადად ხელზე იკეთებენ, ასევე მათი იდენტიფიცირების ნიშანია ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ხელები.
X -ნიშანი მტევნის ზემო შესამჩნევ ნაწილზე.
X X X-სამი იქსი რომელიც გამოხატავს მოძრაობის შინაარსს No Alcohol-No Smoke-No Sex
DRUG FREE, POISON FREE-ასეთ წარწერებს კი ხშირად იკეთებენ ტანსაცმელზე.
მუსიკა

რა თქმა უნდა ჰარდკორი, ძირითადი იდეოლოგია ჯგუფი „Minor Threat“ ასევე Straight edge
ჯგუფებია :
SSD, DYS, Justice League, 7 Seconds, Uniform Choice, Unity, Larm, Youth Of Today, Bold, Unit Pride, Turning Point, No For An Answer, Earth Crisis, Strife, Chokehold, Portarits Of Past, Canon, Culture, Ten Yard Fight, In My Eyes, Atari, Mouthpiece, Cornerstone, First Step, Gather, Risen, Triple Threat, Forced Forward, Path of Resistance, Set It Straight და უამრავი სხვა.
ეს ცხოვრების წესია ისევე როგორც ვეგეტარიანიზმი straight edge-რები ხორცის ჭამასთან ერთად უარს ამბობენ ზემოთ ჩამოთვლილ კიდევ ბევრ მანკიერ საქციელზე, და ყველა საქციელზე რომელიც ადამიანს ასუსტებს და კლავს მის ნებისყოფის უნარს რაც თავისთავად თვითკონტოროლის კვლას უწყობს ხელს რაც ამასთანავე თავისუფლებასთან პირდაპირ კავშირშია, ისინი ასევე მკვეთრად უპირისპირდებიან სექსიზმს, და ჰედონიზმს ძალიან ბევრი მოძრაობის წევრია ფემინისტია თვითონ მოძრაობა რიოთ გირლიც ძალიან კარგათ იყო განწყობილი ამ სუბკულტურის მიმართ,,,,
პოსტს დათა თუთაშხიას სიტყვებით ვასრულებ : ადამიანმა პირველრიგში საკუთარ თავს უნდა მისცეს თავისუფლება