გამარჯობა,
სასწავლებელში, ერთ-ერთ საგანში - ფინანსური აღრიცხვა, დაგვავალეს პრეზენტაციების გაკეთება, მე ავირჩიე ასეთი თემა: "საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა".
პრეზენტაციისთვის, სახელმძღვანელოდ ავიღე თვითონ ის წიგნი, რომლითაც ვსწავლობთ, ყველა ასე აკეთებს.
ეს კონკრეტული თავი იხილეთ აქ:
http://bin.ge/file/61893/173-New-Microsoft-O.docx.html გთხოვთ, გადაწერეთ და ნახეთ.
აი მაგ თავის მიხედვით გავაკეთე უკვე პრეზენტაცია, საკმაოდ ბევრი ვიწვალი დიზაინისა და სტრუქტურის მოფიქრება-შემუშავებაზე, 9-10 საათი დავხარჯე გაკეთებაზე. აი ეგეც ავტვირთე:
http://bin.ge/file/61971/sakutari-kapitali...ckhva.pptx.htmlმაგრამ პრობლემა ისაა, რომ ჩვენი ლექტორი გამოდგა მკაცრი, მკაცრად გვთხოვს პრეზენტაციის გაკეთებას, კვლევა უნდა ჩაატაროთო, ლიტერატურა უნდა დაამუშავოთო, და რაღაც ახალი უნდა დაწეროთო, თორე მე რაც მიწერია წიგნში ეგ კი ვიციო და მარტო მაგის სლაიდებზე გადატანას რა აზრი აქვსო.
ხოდა ძაან გთხოვთ გადახედეთ რა ზედა ლინკებს, და მირჩიეთ რისი დამატება შეიძლება, რამე ახალი, ან ეგ კვლევა რაზე ჩავატარო,
რამენაირად მინდა გავაოცო, მაქსიმალურ ქულაზე ვჩალიჩობ და ჰაერივით მჭირდება ამ პრეზენტაციის მაღალ დონეზე შესრულება. თან ცოტა დრო დამრჩა!
მადლობა წინასწარ,
Top-Gun