volandi
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 527
წევრი No.: 96755
რეგისტრ.: 29-July 09
|
#14894827 · 29 Jul 2009, 20:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ა ალანცარიე _ უსაქმური, მოხეტიალე მამაკაცი; ალაჟვერაი _ მოურიდებელი ტანსაცმლის, სისუფთავის და ყოველგვარი ადამიანური მანერებისადმი; არღნილი _ აყრილი, ატეხილი; არწაკაი _ ენამწარე, უკმეხი სიტყვა-პასუხის მქონე; ბ ბანდიანაი _ ძალაუნებურად ფათერაკის გადამკიდე, ზედმეტად რისკიანი; ბერიყაყვი _ მეტისმეტად მოხუცებული, ენამყრალი კაცი; ბლოქინაი _ მოურიდებლად ხმამაღლა მოლაპარაკე; ბობორჩხიკაი _ მოუხერხებელი კაცი, რომელსაც მიუხედავად მონდომებისა, საქმე ნახელავად არ გამოუდის; ბორბოცაი _ თავშეუკავებელი, ალკოჰოლის ძნელად ამტანი, მოქარაფშუტო კაცი; ბორდოხაი _ იგივე ბლოქინაი; ბონძღი _ დაბალი, ძლიერ მსუქანი, ტლანქი ადამიანი; ბზღიტი _ წვრილი, ნორჩი, გამხდარი, შიმშილით ან ავადმყოფობით დაუძლურებული ადამიანი ან ცხოველი; ბროქოიანი _ მეტისმეტად მსუქანი, უკანალდამძიმებული; ბღიზურაი _ ერთადერთი, გვარში პირმშოდ მიჩნეული ვაჟიშვილი; ბღინკი _ იგივეა, რაც ბზღიტი; ბღოტიალაი _ იგივე, ალაჟვერაი; გ გაბურვანებული _ ავადმყოფობით შეპყრობილი; გადარანებული _ მეტისმეტად გასუქებული; გადაცემული _ უბედური, სანათესაოს უქონელი ოჯახი ან მისი წევრი; გვარდამეჭაი _ გვარში გამოსული დაბალი, შეუფერებელი შთამომავალი; გვაბრედაი _ არაპროპორციული სხეულის მქონე; გაკაიპებული _ იგივე, გაბურვანებული; გალიგვებული _ სიცივისგან გაყინული, გაცივებული; განჩიანაი _ ზედმეტად ჯიუტი, მიუკარებელი; გაიდონაი _ სასიამოვნო, აწყობილხმიანი კაცის სიმღერა; გამონალიე _ კვერცხის მსგავსი, პატარა, მაგრამ მკვრივი; გაფიჟინებული _ გაღვივებული; გასუსულაი _ ჩუმადმყოფი; გადელაი _ პირგრძელი ადამიანი; გობერძღუაი _ დაბალი, ძლიერ მსუქანი; გოტენიე _ პატარა ტანის, მაგრამ გაუმაძღარი კაცი; გამოფარაკებული _ სურსათსანოვაგისაგან დაცლილი; დ დაგვარჯული _ იგივე, გვარდამუჭაი; დაბღილული _ ბღილისგან დაჩაგრული, დაჩიავებული, დაავადმყოფებული; დათიგრული _ წვრილი, პატარა ტანის კაცი; დათილახრული _ უსწორმასწორო, არაპროპორციული; დაკოღინებული _ იგივე, დაბღილული; დატყვიპინებული _ ავადმყოფობისაგან დასიებული, ყვითელფერა ადამიანი; დანზარული _ მეტსიმეტად დასხმული ხილი; დასკიპარჭული _ ფეხებგადაშლილი, ურცხვენლად მოსიარულე; დაბიჟინებული _ იგივე, დატყვიპინებული; დაფილიკებული _ ღობეშენგრეული, უპატრონოდ მიტოვებული; დალაშტრული _ ძალზე დასველებული; დაყიყინებული _ მუცელგამობერილი, გასუქებული, რაც ავადმყოფობითაა გამოწვეული; დაჭანდრული _ იგივე, დანძარული; დაჭყურტული _ ხალხში გამოუსვლელი, მეტისმეტად პროვინციელი პიროვნება; დაშტიქინებული _ სწორტანიანი, მაღალ ფეხებზე, სასიამოვნო გარეგნობის ქალი; დანდალაი _ მსუქანი, კუნთებმოძრავი ქალი; დედაინაი _ დედის თვისებების მქონე; დოლუაი _ მელოტი (ურქო თხა); დომფალაი _ მრგვალი, მსუქანი ქალი; დრაცუნაი _ სიმსუქნისაგან ნელა მოსიარულე; დრუნცი _ მაღალი, ტლანქი ქალი; დაბიჟინებული _ ალკოჰოლისაგან თვალებდაბერილი, ლოყებღაჟღაჟა; დუჟიანი _ დორბლიანი; ე ენაუკარო _ ავი ენის მქონე, ანჩხლი; ერჯერაი _ ღორმუცელა, უდანაზოგოდ მჭამელი; ერექე _ ქარაფშუტა, მოდებილო გონების ადამიანი; ერცახე _ ციცქნა, მცირე, პაწაწა; ზ ზაბაკიანი _ ნაკიანი; ზღიპინაი _ მტირალა, მოწუწუნე; ზანგიანაი _ ჭუჭყიანი; თ თავბუატაი _ თავგასიებული, დიდთავა; თავგოსრაი _ იგივე თავბუატაი; თავკავაი _ პატარა თავიანი; თავჯიკაი _ ჯიქურ თავის გამტანი, გაჭირვების ამტანი; თავშაქარაი _ თევზის ერთ-ერთი ჯიში, ღელის თევზი; თავწამახული _ წვერწათლილი; თიგრი _ პატარა, სუსტი აღნაგობის, მაგრამ სწრაფი; თონთროქო _ აზელილი, გაუვალი ჭაობი; თრიხინაი _ ჩქარი მოსიარულე, მოურიდებელი; თქაშუნაი _ იგივე, თრიხინაი; თუქსუსი _ ცბიერი, ეშმაკი, მატყუარა; ი ილინცური _ გვერდული, უსწორმასწორო; ინცრად _ გვერდულად, გადახრილად; იწკი-პიწკი _ ფრთხილად, სუფთად მოსიარულე, კოხტა ქალი; კ კაკუტაი _ მორცხვი, ზედმეტად მორიდებული; კაპუეტი _ მიუკარებელი, გულცივი; კარკალაი _ მოტიკტიკე, ბავშვივით მოლაპარაკე; კანკურეხი _ ავი, მიუკარებელი თვისების მოხუცი; კვანწარახი _ მწარე, ავმოსიტყვე ადამიანი; კვერენაი _ ავი, გამომწვევი სიტყვის, გამაღიზიანებელი; კინაწილაი _ მოხერხებული საქმიანი; კილაოზი _ მიზეზიანი, მეწუნია; კისერღიატაი _ გრძელკისერა, მაღალყელიანი ქალი; კოპიტაი _ კოხტა გარეგნობის, მოხდენილი სიარულით; კორიახელი _ იგივე კინაწილაი; კერღენიე _ ავი, ანჩხლი, ბრაზიანი; კუკუნაი _ ტკბილმოუბარი, კეთილი ბუნების ადამიანი; კაწანდევი _ ვაჟკაცური, გაბედული ქალი, ახტაჯანა; ლ ლაკუზაი _ პატარა და კოხტა აღნაგობის ახალგაზრდა; ლაბაშაი _ ტლანქი, უხეში, უსუფთაო ადამიანი; ლოშპიანაი _ დორბლიანი, საძაგლად მოლაპარაკე კაცი; ლუყლუყაი _ ნახევარბლუ, ენაბორძიკა; მ მამაინაი _ გარეგნობითა და ხასიათით მამის მსგავსი; მაქციერაი _ მსახიობური გარდასახვის თვისებების მქონე; მენამცეცე _ ძუნწი, გაუმეტებელი; მეწუნწრაქე _ ზედმეტად მიზეზიანი, მეწუნია; მეშარიე _ იგივე, ალანცარიე; მოკითხული _ სამშობიაროდ გამზადებული; მოკოპილაი _ მომრგვალებულთავიანი; მოსპარტული _ სრულიად მელოტი; მოსრებული _ საცოლე ვაჟი ან გასათხოვარი ყმაწვილი ქალი; მიოთმოთაი _ ენატანია, ჭორიკანა; მოშკუპრული _ მეტისმეტად მოღუშულსახიანი; მუხმარაი _ უსაქმური, მოუხმარელი; ნ ნაგრამი _ ნაშიერი, გვარის გამგრძელებელი; ნამიორედაი _ კრუხისთვის განმეორებით გამოსაჩეკად ჩადებული კვერცხისაგან გამოჩეკილი წიწილა; ნაქმაროსანი _ ნაქმარები ქალი; ნაცოლოსნი _ ნაცოლარი კაცი; ნატუსალაი _ ძლივსგადარჩენილი, გაჭირვებაგარებული; ო ოტურაი _ პატარა, ვიწრო სახის მქონე; ორკაპაი _ ნიკაპგაყოფილი ადამიანი; პ პარჭკიე _ მოურიდებელი, ცუდი მანერების მქონე ქალი; პაღვი _ იგივე ზღიპი; პირწალდაი _ გრძელი, უშნო პირის მქონე; პოწოლიკაი _ მაღალი აყლაყუდა, გამხდარი გარეგნობის; პრინჭილაი _ მტირალა, ანჩხლი, გაუტანელი ბავშვი; პრონწო _ ძველი, ადვილადხევადი ქსოვილი; პუსკუნიე _ პატარა, ლამაზი და კოხტა ქალი; ჟ ჟამჟამბოროტი _ მიუკარებელი, სასტიკი და ბოროტი; ჟვარუნაი _ იგივე ლაბაშაი; ჟვერაჟვერაი _ იგივე ჟვარუნაი, ან ლაბაშაი; ჟღვართალაი _ ტანრხევადი, მაღალი, სასიამოვნო შესახედაობის მქონე ქალი; რაკუნაი _ ქუსლებით მოსიარულე; რახუნაი _ ტრაბახა, ყბედი, მოჩვენებითი მანერების; რიკვატაი _ პატარა და კოხტა ტანის მქონე; ს სანჩხვე _ სათესლე მარცვალი, გასამრავლებლად გაშვებული ცხოველი ან ფრინველი, იტყვიან ერთადერთ ვაჟზეც; სამშაფატაი _ საქმის უხარისხოდ, ზერელედ შემსრულებელი; სარამიტელი _ უფროსების მსგავსი ქცევებითა და ხასიათით, მანერებით; სკუპოვი _ ძუნწი, იგივე მენამცეცე; სვირიტინაი _ წვრილი, ხმელი ტანის, მაგრამ მოხერხებული; სიქსიქაი _ იგივე სვირიტინაი; სოყორტიე _ მაღალი, მეტისმეტად ტლანქი, აყლაყუდა ადამიანი; ტ ტკარცალაი _ ხმამაღლამოლაპარაკე, ხშირად სიცილის მოყვარული, გულმხიარული ქალი; ტინტილაი _ იგივე სვირიტინაი; ტკიცინაი _ ახალგაუთოვებული ქსოვილი, ტანსაცმელი; ტომბოყო _ დაძველებული, წვნიანი საჭმელი; ტყვაპერაი _ მუცელგამობერილი, ავადმყოფური გარეგნობის; ტყვაპიე _ გაფუჭებული, გულდამპალი კვერცხი; უ უჟმურაი _ ბრაზიანი, ბოროტი ხასიათის კაცი; ურქო _ უსირცხვილო, უტიფარი, შემარცხვენელი; უყპო _ მოლაყბე, მოლაძღანდარე, ყბედი; უწანაქო _ უსაკმაზო, უგემური შეჭამანდი; ან საქმის ზერელედ შემსრულებელი ადამიანი; ფ ფარცაკიანი _ ავის გადამკიდე, ფათერაკების მქონე; ფანჩხალაი _ მტირალა ბავშვი; ფერვანი _ სახეღაჟღაჟა, მწითური შესახედაობის; ფილენჯი _ მახინჯი, ცუდად მოსიარულე; ფიცქინიე _ ლამაზი, წითელ-ყვითელ ფერებიანი; ფრონცქვიე _ მეტისმეტად პრანჭია; ფოფოდიე _ ახალფეხადგმული ბავშვი; ფუტურაი _ უჭკუო, მოსულელო; ფჩქოლაი _ პატარა, ნორჩი მცენარე, იტყვიან ქალზეც; ფშუკურაი _ ჭკუამჩატე, არასერიოზული; ფირფიჟაი _ გაუმაძღარი, ღორმუცელა, დიდკუჭა; ქ ქანქვიე _ იგივე ფირფიჟაი; ქარაოცაი _ ზერელე, საქმის მიმფუჩეჩებელი; ქვანქლიე _ ტანსაცმლისადმი მოურიდებელი, დასვრილ გარეგნობას შეჩვეული; ქოქლაური _ მომსყიდავი საუბარი და მოპყრობა დაინტერესებული პირისადმი; ქვინაფაი _ პატარა, კოხტა, მოხერხებული; ქუზურიე _ დაბალი, ტანმორჩილი, ჭკვიანი ადამიანი; ღ ღამუტიანი _ ზედმეტად ანჩხლი, ბრაზიანი; ღაპიწაი _ სუსტი, ავადმყოფური შესახედაობის მქონე; ღენჭოპაი _ გამხდარი, სუსტი; ღვაჭიე _ სიცილის, მეტისმეტი ოხუნჯობის მოყვარული ადამიანი; ღიაწაი - იგივე ღაპიწაი; ღინტილაი _ იგივე ბღინკი, ბღიზურაი; ღლავიწაი _ იგივე ალაჟვერაი; ღოტოშიე _ გამოსული ბიჭი, ყმაწვილებში პირველი; ღოღიალაი _ იგივე მეშარიე, მოხეტიალე, უსაქმური; ღუნწი _ იგივე ძუნწი, მენამცეცე; ყ ყაისარაი _ მეტისმეტად მაღალი, ხმელ-ხმელი ადამიანი; ყარყუმი _ მაღალი, ავსიტყვიანი მოხუცი მამაკაცი; ყლინჩი _ კისერგრძელა, მაღალი, უშნო მამაკაცი; ყრანტალაი _ ავყია, მოლაყბე, წვრილხმიანი მამაკაცი; ყპიანი _ ენატანია, ჭორიკანა ადამიანი; ყრალი _ ბრაზიანი, უხალისო, მიუკარებელი ხასიათის; ყოპო _ დაბალი, დიდმუცელა ადამიანი; ყოჩი _ ტრაბახა, ყბედი, მეტიჩარა; ყურაფაი _ დიდყურება ადამიანი, ცხოველი; შ შაირიანი _ უსაბუთოდ ანჩხლი, უკარება; შვანტალაი _ მაღალფეხება, აშოლტილი ტანის ქალი; შიშტიბუქაი _ ზერელე მოსაქმე, საქმის მიმფუჩეჩებელი; ჩ ჩაბჟინებული _ სიცივისაგან ჩალურჯებული, იგივე გალიგვებული; ჩამნურაი _ დაბალი, მსხვილფეხება, უკანალგასუქებული ადამიანი; ჩაჩუტი _ უპრინციპო, ენატანია, საკუთარი მეობის უქონელი მამაკაცი; ჩხიბარკალაი _ იგივე ბობორჩხიკაი; ც ცალტვინაი _ გონებასუსტი, ჩლუნგი; ცანცარუკაი _ პატარა, ცქრიალა გოგონა; ცეტი _ ფათერაკიანი, აანცებული, ავი ბედის გადამკიდე; ცინცხალი _ სრულიად ახალი, მაღალხარისხოვანი; ცუტურაი _ უგულო თხილი ან ნიგოზი, უგულისყურო ადამიანი; ძ ძონძროხო _ დაბალი, ზედმეტად გასუქებული, ტლანქი; ძორძღო _ იგივე ძონძროხო; წ წამახული _ წვერწათლილი ან ხოტორა; წამკრავი _ ქურდობის მიდრეკილების მქონე; წვინატაი _ გრძელცხვირა, სხვისი საქმით დაინტერესებული, არამკითხე მოამბე; წიონკალაი _ მაღალი, ხმელ-ხმელი ადამიანი; წორწკლიანაი _ იგივე დორბლიანაი; წრიპაი _ წელწვრილი, სუსტი ქალი; წრიპინაი _ წვრილი ხმის მქონე ქალი; წუნწრუქაი _ მეწუნია, მიზეზიანი ქალი; ჭ ჭეფხორიე _ უნაყოფო, მწირი, მცირემოსავლიანი ნიადაგი, ან უშვილო დედაკაცი; ჭიმახაი _ ხიმატურა, ტექნიკის მოყვარული; ჭიჭყინაი _ აყალ-მაყალის, დავის მოყვარული; ჭყანიანი _ შნოიანი, შეძლების მქონე; ხ ხელფეხმუნგრეველი _ მოუხერხებელი, ჩოფანო; ხელცხებაი _ ბოდიალა, ხელგაუჩერებელი, მოუსვენარი; ხიაპაი _ იგივე გრიპი, სურდო, სუსტი, ავადმყოფი; ხრონგი _ მეტისმეტად ძალმსხვილი, დიდი და ტლანქი ადამიანი; ჯ ჯაური _ ველური, მიუკარება, მარტოობას შეჩვეული; ჯგიმიე _ ყოყოჩი, ტრაბახა, ყბედი; ჯილეხაი _ ჯიუტი; ჯოჯო _ სატანა, ეშმაკი, ყორანივით მჩხავანა; ჯღამაი _ თეთრი, ჭრელთვალება.
|