"უარი ვუთხრათ! ივანიშვილის, ხიდაშელის, დავითაშვილის, ალასანიასა და ბერძენიშვილის არა ქართული ოცნებით აშენებულ საქართველოს! უარი ვუთხრათ ფულზე გაყიდულ პოლიტიკოსებს! გააკეთეთ სწორი არჩევანი! დასანგერევი კიდევ ბევრია!- ბიძინა ივანიშვილი",– ამ შინაარსის ბანერი ზესტაფონის ბაზრის შესასვლელში მაღაზიის წინა ფასადზეა განთავსებული.
აღნიშნულ ინფორმაციას სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ავრცელებს.
როგორც „ტრიბუნას“ ზესტაფონის გამგებელმა გივი არაბიძემ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას განუცხადა, მას ეს ბანერი საერთოდ არ უნახავს და ამის შესახებ ჩვენგან შეიტყო.
„საერთოდ არ წამიკითხავს და პირველად მესმის. წავიკითხავ და მერე დამირეკეთ. ნამდვილად არ მაქვს იმის დრო დავდგე ბაზარსა ან ქალაქში და ვინ რას გამოაკრავს ის ვიკითხო, არვიცი რაზე მელაპარაკებით. გამგეობის კუთვნილ შენობაზე, რომ არაფერია მიკრული ეს ვიცი და კერძო საკუთრებაზე ვინ რას გააკრავს ნამდვილად არ ვიცი. გავალ საღამოს და შევხედავ რა არის გაკრული,“ - აღნიშნა გივი არაბიძემ.
http://tribuna.ge/index.php?option=com_con...d=9990&Itemid=1