გორის რაიონის სოფელ წედისში, სასმელი წყლის არარსებობის გამო, მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზის გადაკეტვა სცადა. „ინფო 9“- ის გადამღები ჯგუფის ადგილობრივებთან საუბრისას, ჟურნალისტებთან უცხო პირი მივიდა და მუშაობის შეწყვეტა მოსთხოვა. მოსახლეობის თქმით, პიროვნება სოფელ ატენის მკვიდრი, პოლიციის თანამშრომელი სამსონ ვანიშვილი იყო. „ინფო 9“- ის ჟურნალისტმა მუშაობა განაგრძო, რის შემდეგაც ვანიშვილი ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდა. ინცინდენტში მოსახლეობის ჩარევის შემდეგ, პოლიციელმა ტერიტორია დატოვა. „ინფო 9“ სოფელ ატენში მცხოვრებ ვანიშვილების ოჯახს ესტუმრა. ოჯახის დიასახლისის თქმით, მისი უფროსი შვილი პოლიციაში ნამდვილად მუშაობს.
ვიდეო:
http://info9.ge/?l=G&m=1000&id=848 This post has been edited by GVIMRA on 4 Jul 2012, 18:30