შემდეგი საველე გასვლა იქით კვირას. თბილისის ზღვის დასავლეთი, თემქის სანაპირო. ვისაც გინდათ მონაწილეობის მიღება, შევგროვდეთ.ამ თემით იმედი გვაქვს საფუძველი ეყრება მრავალნაწილიან თემების სერიას, სადაც დაიდება ამ განყოფილების წევრთა ექსპედიციების, მარშრუტების, საველე გასვლების (ზოგზოგიერთებისთვის ველქვეშა გასვლების

) და სხუათა და სხუათა ამსახველი ფოტომასალა და არამხოლოდ. თემის ავტორი გამოთქვამს ღრმა რწმენას, რომ თემა მოემსახურება განყოფილების საუკეთესო ტრადიციების დაცვას და გაამდიდრებს განყოფილების წევრთა გონებრივ ჰორიზონტს იმ ფრიად საშვილიშვილო საქმეში, რომელსაც ჩუენი ესოდენ საყუარელი დედაქალაქის შეცნობაი ჰქვია. აქვე მოხდება სხვა ექსპედიციების დაგეგმა, შეთანხმება და ა.შ. მე მგონი, ეს ჩვენი განყოფილების განვითარებას მხოლოდ წაადგება.
რატომ აქ და არა შესაბამის თემატურ ტოპიკებში? ცხადია, აღნიშნული თემები გააგრძელებენ თავის არსებობას. უბრალოდ აქ დაიდება საველე გასვლების ფოტოანგარიში, რომელის შესახებ აღნიშნულ თემებში იქნება დადებული ამ თემის ბმული. დღევანდელი გასვლის მონაწილეებმა ჩავთვალეთ რომ ასე აჯობებდა.
ახლა კი გადავიდეთ დღევანდელ გასვლაზე. დღეს ჯორჯია007-მა, პოლარისმა და თქვენმა მონა-მორჩილმა დავლაშქრეთ თბილისის ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო და შემოვლითი რკინიგზის აღმოსავლეთი ნაწილი. მინდა დაგარწმუნოთ რომ ეს იყო საკმარისად ნაყოფიერი გასვლა-იმდენად რამდენადაც თქვენი მონა-მორჩილის აპარატში 500 სურათამდე დაგროვდა. ამ სურათებს ცხადია დავდებთ აქ. იქამდე კი იხილეთ ჩვენი დღევანდელი მარშრუტი:
წითელი-ერთობლივი მონაკვეთი ქვეითად
მწვანე-პოლარისი ცალკე ქვეითად
ლურჯი-ერთობლივი ტაქსით
როგორც ხედავთ გასვლა დაიწყო ვარკეთილის მეოთხე მიკროდან და დასრულდა გლდანის საშაურმესთან.



სურათებს დავდებ მოგვიანებით.
This post has been edited by Fabian on 9 May 2012, 08:58