http://tribuna.ge/index.php?option=com_con...=10042&Itemid=1„პოლიციელებმა თავად დატოვეს სამსახური,“- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობდა ჩვეულებრივი როტაცია, რომელშიც ზოგიერთმა პოლიციელმა მონაწილეობის სურვილი არ გამოთქვადა სამსახური დატოვა.
„საპატრულო პოლიციის მეტროპოლიტენის სამსახურის თანამშრომლების თემის გუშინდელი პოლიტიკური ანგაჟირების მცდელობა: ძალიან მარტივი რამ მოხდა: საქართველოს პოლიციის სხვადასხვა ქვედანაყოფებში მუდმივად მიმდინარეობს გეოგრაფიული და სამსახურებრივი როტაციის პროცესი. არასოდეს დასმულა კითხვის ნიშანი ამ გადაადგილებებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან ცხადია, რომ ამ როტაციების მიზანი მხოლოდ და მხოლოდ თანამშრომლების გადახალისება, ბიუროკრატიული მოდუნების თავიდან აცილება და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფაა. ამჟამად უკვე ყოფილმა პოლიციელებმა წინასწარი პოლიტიკური კავშირების გამო არ ისურვეს როტაციაში მონაწილეობა, დატოვეს პოლიცია და შეეცადნენ აქედან სკანდალის აგორებას,“- განაცხადა ზღულაძემ.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით პოლიცია 32-მა თანამშრომელმა დატოვა.
This post has been edited by Civilian on 22 Jun 2012, 14:51