
ტომას მარიო ჰაასი დაიბადა 1978 წლის 3 აპრილს გერმანიის ქალაქ ჰამბურგში. ის ATP Tour - ში გამოდის 1996 წლიდან. 2002 წლის 3 მაისისთვის ტომი მსოფლიოს მეორე ჩოგანი იყო. ტომის კარიერაში "საპატიო" ადგილი უჭირავს სხვადასხვა სახის გაუთავებელ ტრავმებს. მას ერთ - ერთი ტრავმის გამო მთლიანად 2003 წლის სეზონის გამოტოვება მოუხდა, რის შემდეგაც Top 10 - ში დაბრუნება მხოლოდ და მხოლოდ 2007 წელს მოახერხა. მას ასევე ტრავმის გამო გაუცდა 2010 წლის თებერვლიდან 2011 წლის ივნისამდე, თუმცა - ღა მან კვლავ მოახერხა დაბრუნება და ამჟამად ის 18 - ეა მსოფლიოს კლასიფიკაციაში. 2012 წელს ტომიმ მეორედ დაიმსახურა "ATP World Tour Comeback Player of the Year" - ის ჯილდო. პირველად ეს მან 2004 წელს მოახერხა. ასევე აღსანიშნავია, რომ ჰაასი არის ერთადერთი ჩოგბურთელი 30 წელს გადაცილებული, რომელმაც დაამარცხა მსოფლიოს N 1 ჩოგანი (მაიამის მასტერსი 27 მარტი, 2013 წ. მეტოქე ნოვაკ ჯოკოვიჩი 6 - 2, 6 -4). ასევე არ არის გასაკვირი, რომ ტომი შეუერთდა 500 მატჩ - გამარჯვებულთა კლუბს 2012 წელს. ტომის აქტივშია ასევე 2 სანაკრებო გამარჯვება მსოფლიოს თასზე 1998 წელს ჩეხეთის წინააღმდეგ, ხოლო 2005 წელს არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ 2 -1.
ტომი 5 წლის იყო, როდესაც თავისი პირველი ჭაბუკთა ტურნირი მოიგო. 8 წლის ასაკში კი, თავისი მეორე ტურნირის მოგებაც მოახერხა მიუნხენში. ჰაასმა ორჯერ მოიგო ავსტრიის, გერმანიისა და ევროპის პირველობა. ამასობაში მისი ტალანტი არ გამოპარვია ჩოგბურთის გურუს ნიკ ბოლეტიერის. ნიკი ისე იყო აღფრთოვანებული ახალგაზრდა გერმანელის ტალანტით, რომ მას უფასოდ შესთავაზა თავის აკადემიაში დარჩენა და ვარჯიში. 13 წლის ტომიმ, რომელიც იმ პერიოდისთვის ცუდად მეტყველებდა ინგლისურად, გადავიდა ფლორიდაში ნიკ ბოლეტიერის აკადემიაში.
ჰაასს არასოდეს მოუგია დიდი სლემის ტურნირი, ის Australian Open - ის სამგზის, ხოლო Wimbledon - ის ერთ გზის ნახევარფინალისტია. მის აქტივში ერთეულთა თანრიგში 13 (25 ნათამაშები ფინალიდან) მოგებული ტურნირია, მათ შორის შტუტგარტის მასტერსი. ის ასევე 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ფინალისტია. წყვილთა თანრიგში ჰაასის აქტივში ერთი მოგებული ტურნირია სან - ხოსეში რადეკ სტეპანეკთან ერთად 2009 წელს.
ტომის კარიერაში ამჟამად გამართული აქვს 798 მატჩი, 510 - 288 - ზეა მოგებათა დადებითი ბალანსი. ტაიბრეიკების ბალანსიც დადებითი აქვს 183 - 151 - ზე, Top 10 - ის წინააღმდეგ 45 - 73 - ზე უარყოფითი ბალანსი აქვს, გადამწყვეტ სეტებში (მე - 3 და მე - 5) 154 - 97 - ზე დადებითი ბალანსი, ხოლო მე - 5 სეტის გადამწყვეტ სეტში მისი ბალანსი 20 - 20 - ზეა. ტომის დევისის თასზე გამართული აქვს 31 მატჩი, სადაც მოგებათა ბალანსი 22 - 9 - ზეა. დიდი სლემის ტურნირებზე ტომის მოგებათა ბალანსი 95 - 50 - ზეა, ხოლო მასტერსის ტურნირებზე 126 - 93 - ზე. ტომი ყველაზე წარმატებული ჰარდზეა 318 მოგებული მატჩით.
ტომის კარიერაში მოწოდებული აქვს 5, 415 ეისი, 3, 023 ორმაგი შეცდომა, 58 % - ით აწვდის პირველ მოწოდებას, რომლის 75 % - საც ის იგებს. მეორე მოწოდების 52 % - ს თავის სასარგებლოდ ასრულებს. ტომიმ 9, 310 მეტოქის მიერ მოწოდებული გეიმი ითამაშა და 24 % თავის სასარგებლოდ დაასრულა, ბრეიქ პოინტების 40 % - ს წარმატებით იყენებს. სულ კი გათამაშების 51 % - ს იგებს. მას ამ მომენტისთვის თავის მოწოდებაზე ნათამაშები აქვს 9, 488 გეიმი და ჩაწოდებული გეიმების 82 % - ს წარმატებით ასრულებს.
ტომის მამა პიტერ ჰაასი არის ყოფილი ჩემპიონი ძიუდოში, ცნობილი მსახიობის არნოლდ შვარცნეგერის კლასელი და ამჟამად ახლო მეგობარი. ტომის ყავს ორი და - საბინი და კარინი. ტომი დაქორწინებულია ამერიკელ მსახიობ სარა ფოსტერზე, რომელიც არის ცნობილი კომპოზიტორის - დევიდ ფოსტერის ქალიშვილი. ტომის და სარას ჰყავთ ქალიშვილი სახელად ვალენტინი. 2010 წლის 27 ივნისს ტომი გახდა ამერიკის მოქალაქე.
ტომიმ შემდეგი პასუხი გასცა კითხვას თუ როდემდე აპირებდა თამაშს და თავის თავს ის ხედავდა თუ არა მწრთვნელის რანგში -
"თუ შენი სხეული და ჯანმრთელობა გაძლევს თამაშის საშუალებას, მე ვერ ვხედავ რაიმე მიზეზს, რომ დავანებო თავი ჩოგბურთის თამაშს, მითუმეტეს თუ ეს შენ დიდ სიამოვნებას განიჭებს. შენ არასოდეს იცი მომავალი რას გიმზადებს, მაგრამ მე მომავლისთვის სხვა იდეები მაქვს!" This post has been edited by -Leo- on 27 Mar 2013, 15:51