აგერ
ნწაკლაური რაებს ამბობს

საკაბელო კომპანიებს ყველა ტელემაუწყებლის ტრანზიტის ვალდებულება მხოლოდ არჩევნების გამოცხადების დღიდან ექნებათ
18:05 22-06-2012
საკაბელო კომპანიებს ყველა ტელემაუწყებლის ტრანზიტის ვალდებულება მხოლოდ არჩევნების გამოცხადების დღიდან მის დასრულებამდე ექნებათ.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა. მისი თქმით, ქართული სახელმწიფოს მაღალი ინტერესია, რომ ამომრჩევლებს არჩევანი გაცნობიერებული ჰქონდეთ. სწორედ ამიტომ, ყველა საკაბელო კომპანია ვალდებული იქნება, რომ საქართველოში მოქმედი კანონით დაშვებული ყველა ტელემაუწყებლის ტრანზიტი უზრუნველყოს.
"ჩემი აზრით, ეს არის შესაძლებლობა, რომ ნებისმიერმა ადამიანმა განსხვავებული პოზიციები, პოლიტიკური პარტიების პლატფორმები და პროგრამები მოისმინოს და შემდეგ ის არჩევანი გააკეთოს, რომელიც მის პოლიტიკურ მისწრაფებას ყველაზე მეტად მიესადაგება", – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა და ამ მხრივ, ამ პრინციპის მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდზე გავრცელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ნუგზარ წიკლაურს კერძო საკუთრებასა და ბიზნესში ჩარევა გაუმართლებლად მიაჩნია, მაგრამ ამბობს, რომ ახლა მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერესი არსებობს. მისი თქმით, არავის უნდა დარჩეს განცდა, თითქოს მოქალაქეებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების პოზიციების მოსმენის შესაძლებლობა არ ჰქონდათ და ამიტომ გააკეთეს მცდარი არჩევანი.
არჩევნების გამოცხადებამდე და მას შემდეგაც, წიკლაურის თქმით, კერძო ბიზნესის ასეთი დავალდებულება მართებული არ იქნება. წიკალურის განცხადებით, ყოველთვის მიაჩნდა, რომ ქვეყანაში არავის უნდა ჰქონდეს იმის განცდა, თითქოს ინფორმაციის მიღებას უზღუდავენ. "ამის შემდეგ, ამას ვერავინ იტყვის. ეს იწვევს რწმენას, რომ არჩევნების შედეგი ისეთია, როგორიც ხალხს სურდა", – დასძინა ნუგზარ წიკლაურმა. (ხთფუი... უთავმოყვარო ნაჯახა PUKE)
იპნ
აგიწვათ არა კაიანის დასკვნამ....
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...