ეს ამბავი მოხდა რამდენიმე წლის წინათ.
ვარ რუსეთში კერძოდ ბაშკირეთის რესპუბლიკაში, უფაში...
მანდილოსნები განსაკუთრებული ლამაზები. (კაცები ბანძები - უბანძესი)
ერთხელაც მივდივარ ქუჩაში, ჩემ საქმეზე, პიროვნებას უნდა შევხვედროდი.
იქვე გაჩერებაზე მარშუტკაში ავედი, დავინახე რომ მხოლოდ ერთი ადგილი იყო თავისუფალი და დავჯექი.
ჩემს გვერდზე მჯდომი გოგონა აღმოჩნდა საოცრად ლამაზი არსება.
საერთოდ გადამავიწყა სად მივდიოდი, რატომ, რა საქმეზე, ისეთი მიმზიდველი და მომხიბვლელი იყო და სწორედ იმ გაჩერებაზე ჩამოვიდა სადაც მე უნდა ჩამოვსულიყავი
ორთავე ჩამოვედით, ოღონდ მაგი სხვა მიმართულებით წავიდა და მე საპირისპიროდ მქონდა გზა, მაგრამ გული რას მოითმენდა და ეგრევე გამოვუდექი მის ნაკვალევს და ზურგიდან შემოვძახე. "მალადაია დევუშკა მოჟნა ვაპროს?" გისმენთო. ამოვიღე მისამართი საითკენაც მივდიოდი შეხვედრაზე და ვკითხე საით უნდა წავსულიყავი. არც დაბნეულა არც არაფერი, მიპასუხა ქვევით უნდა გაუყვეო, 100 მეტრში არის აქედანო. გამეღიმა და პირდაპირ ვაჯახე, სადაც მივდივარ ის საქმე მოიცდის და თქვენ ისეთი ლამაზი ხართ, იქნებ ნება დამრთოთ რომ სახლამდე ან სადაც მიდიხართ იმ დანიშნულების ადგილამდე გაგაცილითთქო. მასაც გაეღიმა და თითქოს უსიტყვოდ მომცა დასტური, მაგრამ იქვე მითხრა - იქნებ არ ღირდესო

მაგრამ უკვე ისე ლაღად მივაბიჯებდით მისი მიმართულებით, რომ ეს უკანასკნელი წინადადება სუფთა წყლის ფიქცია იყო

იქვე ბანანიც ვიყიდე გზაში

მთელი ასხმა და მივაწოდე პაკეტში შეხვეული.
ამასობაში წვიმამაც დასცხო და ჩქარი ნაბიჯით მის სადარბაზოში შევაფარეთ თავი.
მეუბნება - სახლში შემოგიპატიჟებო, შეიმშრალე და ამასობაში წვიმაც გადაიღებსო. რათქმაუნდა ეს სცენარი ძალიან მომეწონა და შევედით სახლში.
თავის ოთახში შემიყვანა, სრულიად მარტო ცხოვრობდა.
მითხრა დინავზე ჩამოჯექიო, თვითონ კი აბაზანიდან პირსახოცი გამომიტანა გასამშრალებლად, არადა დიდად დასველებული არც ვიქნებოდი პრინციპში

ჩაის მიირთმევთ თუ ყავასო - იყოს ჩაითქო.
ამასობაში უფრო გავუშინავურდით ერთმანეთს, ალბომიც დამათვალიერებინა, თავისი შეყვარებულის სურათებიც კი ვიხილე

გულმა რეჩხი მიყო იმ წუთას, მაგრამ ავტომატურ რეჟიმში გავგრილდი მაინც

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო მეგობრებო იმ საღამოს მომიწია იქ დარჩენა, რათქმაუნდა მისი შემოთავაზება იყო ეს და მეც უპირობოდ მივიღე.
თავის საძინებელ ოთახში, მისი საწოლი ლოგინის გვერდით "კუშეტკაზე" გამიშალა.
დავწექით.....ღამის ნათურა აანთო, რომელიც ჩვენს შორის იდგა და რომელიც ჩვენს სასიამოვნო საუბარს რაღაც რომანტიკულ ელფერს სძენდა.
თითქოს საოცრება ხდებოდა ჩემს თავს, მასთან გადასვლის გადაწყვეტილებას ეგრევე ვახშობდი, თვალწინ მიტრიალებდა ალბომი და მისი შეყვარებულის სახე.
დილით ადრე გავიღვიძე, ლოყაზე ვაკოცე და ვუთხარი კარები გაიკეტეთქო.
მას შემდეგ იგი აღარ მინახავს.