#31800925 · 23 Jun 2012, 14:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოცემული დავა წარმოადგენს დელიქტიდან წარმოშობილი ვალდებულებით ურთიერთობას, რომელიც ძირითადად რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და მასზე ვრცელდება ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის #53 დადგენილებით დამტკიცებული იქნა შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი, რომლის თანახმადაც დამსაქმებელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა დასაქმებულის ჯანმრთელობას შრომითი მოვალეობის შესრულებისას, თუ ზიანი გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალეური მოქმედებით და შრომის კოდექსი და სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას ასეთი მოქმედებისათვის და თუ არ არის გასული მოთხოვნის წარდგენის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ ამ წესისაგან განსხვავებულ პირობებზე საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.
მანამ, სანამ დავას დაიწყებდეთ კარგი იქნბეა მყარი არგუმენტები გაგაჩნდეთ მტკიცებულებების სახით, რომლითაც დადასტურებული იქნება დამსაქმებლის ბრალეულობა..ამისათვის კარგი იქნება დაიქირავოთ ექსპერტი და შესაბამისი დასკვნა მოამზადებინოთ...
This post has been edited by Likvidatori on 23 Jun 2012, 14:02
|