მინდოდა სარკეებზე გათბობის გაკეთება და მოვიცალე როგორც იქნა. გამოვიდა საკმაოდ ადვილად. რაც მთავარია საჭირო და სასარგებლო ელემენტია მანქანაში. საერთოდ წვეთს არ იჩერებს წვიმაში ისე ცხელდება. აქამდე დატანჯული ვიყავი წვიმაში ხელით ვამშრალებდი ორივე მხარეს.
[

ეს ბუდე

გამათბობლის ელემენტი დავაკარი ჩემ სარკეს და მავთულები გავატარე სარკის სარეგულირო არხში. იქვე გადავაბი და მერე გავატარე კარების ჟგუტში.


პლიუსი უერთდება უკანა შუშის გათბობის რელეს, რელე ვიპოვე ხმით. სქელი მავთული არის გამომსვლელი პლიუსი. მინუსი იქვე ჟგუტის ბოლოში კორპუსზე. თუმცა პოლარობას მნიშვნელობა არა აქვს სარკის სპირალზე.

დამჭირა მავთული, ალბათ ასე 3 მ. გამათბობელი ელემენტი, საიზოლაციო ლენტი, სახრახნისი და ცივი ლუდი.
რაც მთავარია მე მომწონს და წვიმაში აღარ მომიწევს წვალება.