დაგიმზადებთ საიტს ნებისმიერი მოთხოვნებით = ფასი შესაბამისი.
ადმინ პანელით, მონაცემთა ბაზით, სასურველი დიზაინით და ა.შ.
დაგეხმარებით საიტის გაშვებაში.
უსაფრთხოების მხრივ, 100%-იანი გარანტია შეუძლებელია, მაგრამ შევეცდები შემოგთავაზოთ მაქსიმალური დაცვა, თუ საიტის გაკეთების შემდეგ ვიპოვი რამე უფრო კარგ დაცვის მექანიზმს, დაგიკავშირდებით და შემოგთავაზებთ დაცვის განახლებას უფასოდ (ანუ ვიგულისხმე Support).
სურვილის მიხედვით, შემიძლია შემოგთავაზოთ საიტზე ზრუნვა, საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მომმართოთ, ყველანაირად შევეცდები დაგეხმაროთ, თუ დაგჭირდებათ მოგცემთ კარგ რჩევებს.
საიტს ვაწყობ 0-იდან.
რადგან ყველა საიტი უნიკალურია, შესაბამისად ყველას სჭირდება რაღაც დრო.
მინიმალური ფასი არ ითვალისწინებს Support-ს, უნიკალურობას, და ა.შ.
გაითვალისწინეთ, ლოგოს დახატვა, საიტის გალერიისთვის სურათების გადაღება, კარგი დიზაინი, მარტივი ნავიგაცია და ეს ყველაფერი საიტის ფასს ზრდის, ვისაც უნდა კარგი საიტი, უნდა იყოს მზად იმისთვის რომ კარგად გადაიხადოს.
პ.ს.
-საიტს 10 ლარად გამიკეტებ?
-მაგდენს ვერ გადავიხდი ხელზე მარტო 10 ლარი მაქ
-მაგას ხომ ჩემითაც გავაკეთებ
-აგერ გვერდზე 10 ლარად მიკეთებენ
ხვდებით ალბათ ამ 10 ლარში რომ უაზროდ მცირე თანხას ვგულისხმობ, მესმის გაჭირვებაშია საქართველო მაგრამ ამის გამო Apple თავის პროდუქციას არ აიაფებს

იგივეა რაც გააჩერო ტაქსი და მთვარეზე გამიყვანე 2 ლარადო უთხრა.
ფასს უაზროდ არ ვადებ, გამართლებულად ვადებ.
არავისი საწინააღმდეგო არ მაქვს, თუ დაგჭირდებათ შევეცდები გირჩიოთ კიდეც ვინმე ვინც შედარებით იაფად გაგიკეთებთ.