გთავაზობთ, თემას, საფეხბურთო კლუბების ლოგოების შესახებ.
დამეთანხმებით, დიდი მნიშვნელობა აქვს კლუბის ლოგოს და ხშირად მომხდარა, გულშემატკივრობის მიზეზი, სწორედ, რაიმე ღრმა აზრის მატერებელი ლოგო გამხდარა, ან პირიქით.
ლოგოები ვითარდება და ეპოქის მიხედვით და მის პარალელურად, იცვლება, ზოგი იხვეწება, ზოგი კი რეტორგადიულ სახეს იძენს.
მოდით, ვისაუბროთ, განვიხილოთ ჩვენი საყვარელი (და არამარტო) კლუბების ლოგოები, მათი შინაარსობრივი დატვირტვა, განვითარება და ა.შ.

დასაწყისისთვის, თავად გავხსნი და შემოგთავაზებთ ლივერპულის ლოგოს ისტორიას. ცოტა ხანში მზად მექნება პატარა სტატია
* * *
ი ტაკ, ლივერპულის ლოგო !
ყველასთვის კარგადაა ცნობილი ლივერპულის წითელი ლოგო, მსოფლიოს მრავალ კუთხეში ცნობენ მას, თუმცა ყველამ არ იცის მისი შინაარსი და ისტორია, პირადად მე, ბავშვობაში კარგა ხანი, მეგონა რომ წითელი მამალი იყო მასზე გამოსახული.

სინამდვილეში, საქმე გვაქვს ეგრედ წოდებულ ლივერბირდთან (ლივერჩიტი) რომელიც მითიური არსებაა და უკავშირდება ქალაქ ლივერპულს
მოთამაშეების მაისურებზე პირველად სწორედ ეს ლოგო გამოჩნდა

მოკლედ, როგორი იყო ორიგინალური კრესტი და როგორ გამოიყურებოდა იგი 50იან წლებამდე. ფონად აღებული თეთრი შილდი, ლივერპულის მერიის (Council) ლოგოდ მიიჩნეოდა. და მისი გამოსახვა ხდებოდა ოფიციალურ დოკუმენტებსა და წერილებზე.
ლივერპულის ლოგო, ლოგორც ასეთი, პირველად ფილდ სპორტშია ნახსენები, 1892 წლის 19 სექტემებრს, როცა კლუბი დაარსდა და მისი ინაუგურაცია მოხდა, იქვე მოხდა ახალი სიმბოლიკის წარდგენა.

რა თქმა უნდა, ლივერჩიტი კვლავ აქტუალური თემა იყო.
ამასთან, ლივერპულის ლოგო ქალაქის შეიარაღებული ძალების ეკიპიროვკასაც უკავშირდება. ზემოთნაჩვენებ ლოგოზე ვხედავთ ტრიტონს და ნეპტუნს, ლოგო თავისმხრივ მეტყვლებს ლივერპულისთვის ზღვის მნიშვნელობაზე. აქ ნაჩვენები ფრინველი ხშირად პირდაპირაა დაკავშირებული ლივერჩიტთან და არის მოსაზრება რომ ლივერჩიტის იდეა სწორედ აქედან მოდის. თუმცა, ამ ფრინევლს უკავშირებენ ინგლისის მეფე ჯონსაც. რომელმაც 1207 წელს, ახალი საპორტო ქალაქის შექმნის მიზნით, ლივერპული დააარსებინა. თავდაპირველად, ქალაქის სიმბოლოზე არწივი იყო გამოსახული, რომელსაც ნისკარტით ცოცხი ეჭირა. ცოცხი, ანუ იგივე პლანტა გენისტა, იყო პლანტაგენეტების სამეფო სიმბოლო. 1644 წელს პირველი ესკიზი დაიკარგა და იძულებულნი იყვნენ, შეექმნათ ახალი სიმბოლო. ლოგოდან გაქრა არწივი და სწორედ ამ პერიოდიდან ითვლება ლივერჩიტის გამოჩენა ლივერპულის ემბლემაზე, ფრინველისა, რომელიც ლეგენდების მიხედვით, ლივერპულის ცაზე დაფრინავდა. ზემოთნაჩვენები ეპიგრაფი შეიძლება შემდეგნაირად გადაითარგმნოს - Motto - "God has bestowed these blessings on us and is taken from Virgil" - უფალმა დაგლოცოთ წყალობით, რომელიც სატანას წაართვა. (უხეშად)
არსებობს სხვა თარგმანიც, რომლის მიხედვითაც DEUS NOBIS HÆC OTIA FECIT ნიშნავს შემდეგს - "უფალმა მოგვანიჭა ჩვენ სიმშვიდე".
მოკლედ, როგროც არ უნდა გადაითარგმნოს, ფაქტია, რომ სწორედ ამ ეტაპიდან ჩნდება პირველად ლივერჩიტი როგორც ლივერპულის სიმბოლო.

ზემოთნაჩვენები სურათი კი გადაღებულია იმ მედლისთვის, რომელიც გადაეცა ტომ რობერტსონს 1901 წელს, როცა მან პირველი ლიგის ტიტული მოიგო ლივერპულთან ერთად.
ეს კი, ლოგოების განვითარება წლების მიხედვით.
ლოგოები, საფეხბურთო მაისურებზე

სავაჭრო ლოგოები




ლოგოები,გამოყენებული 1970-1978 (მარცხნივ), 1971-1979 და 1979 -1984 (მარჯვნივ)
1992 წელს, კლუბის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღსანისნავად, ლოგო კვლავ შეიცვალა და მიიღო შემდეგი სახე

90-იანების ტრაგედიის შემდგომ, კი ბორდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჰილსბოროს ტრაგედიას ასახვა ეპოვა ლივერპულის ლოგოზე და 1999 წელს შემუშავდა ლოგოს ახალი პროექტი, რომელზე დამატებულ იქნა ლივერპულის გეითის თავზე არსებული ორნამენტები, პლუს ლივერპულის დევიზი You'll never walk alone და რათქმაუნდა ჰილსბოროს ტრაგედიის სიმბოლო - ჩირაღდნები.

2012 წელს კი, კლუბის ახალი ამერიკელი მეპატრონეების ხელში, მაისურზე დასატანი ლოგო კვლავ შეიცვალა და მან მიიღო რეტროგრადიული ხასიათი. ჰილსბოროს ჩირაღდნებმა კი მაისურის უკანა მხარეს გადაინაცვლა.

ახლანდელი:

A liverbird upon my chest !

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by Henyd0r1 on 30 Jun 2012, 11:25
.