რამაზი
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2177
წევრი No.: 25829
რეგისტრ.: 19-November 06
|
#31937328 · 2 Jul 2012, 15:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Just do It
QUOTE | ლოგიკა გაქვს აი ნუ იტყვი ! |
სიღრმისეული ლოგიკაა ეს და ვერ წვდები. ადამიანთა უმრავლესობას არ შეუძლია ესეთ დონეზე აზროვნება, ამიტომ ეკლესია უმრავლესობისათვის გასაგებ ენაზე საუბრობს, ღმერთს გაცილებით მარტივად წარმოაჩენს, ვიდრე სინამდვილეშია. თუმცა საკმარისია ბიბლია თავისუფალი გონებით წაიკითხო და ღმერთის ჭეშმარიტ სახეს დაინახავ, რომ ის მხოლოდ კეთილი და მოწყალე კი არა, ყველანაირია: სასტიკი, გულქვა, მრისხანე, დაუნდობელი, შურისმაძიებელი, მატყუარა, ცბიერი, მკვლელი, მაწყევარი, უსამართლო და სხვ. რამდენი ადამიანი ყავს ღმერთს დახოცილი და თანაც უსასტიკესი ფორმებით. რამდენი ადამიანი დაახოცინა ღმერთმა ებრაელებს ომებში, დიდიც და ჩვილიც, განურჩევლად. ვთქვათ და დასახოცები იყვნენ ადამიანები. ჰუმანურად დაეხოცა, რას არხჩობდა წყალში და ნთქავდა ცეცხლში. ღმერთი ყველანაირია, კეთილიც და ბოროტიც, მაგრამ ამის გაგებას სიღრმისეული ლოგიკა უნდა. ლოგიკის ასეთი დონის მიღწევას კი უმაღლესი სულიერება სჭირდება. * * * Just do It
QUOTE | QUOTE რამაზი: ღმერთს ყველაფერი შეუძლია, შეუძლია ბოროტება ჩაიდინოს, მაგრამ ისაც შეუძლია რომ ჩადენილი ბოროტება სიკეთედ აქციოს და ასე შემდეგ, რატომ გეშინიათ ქრისტეანებს თავისუფლად აზროვნება, არ მესმის! Just do It: ლოგიკა გაქვს აი ნუ იტყვი ! ყველანაირ ადამიანს შევხევდირავარ რა არ უთქვამთ მაგრამ ასეთი რამე |
ცოტაა სიღრმისეული ლოგიკის მცოდნე და მაგიტომ.
აიღე ბიბლია და წაიკითხე იობის წიგნი:
*იყო ერთი კაცი ყუცის ქვეყანაში, სახელად იობი. ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული იყო ეს კაცი*. და აი ამ ალალ, წრფელ, ღვთისმოშიშ და ბოროტებას განრიდებულ კაცს ღმერთის დაშვებით სატანამ თავს დაატეხა ყველა უბედურება, რაც კი შეიძლება ადამიანს თავს დაატყდეს. კი ბატონო, უშუალოდ ღმერთს არ გაუკეთებია უსამართლობა და ბოროტება იობის მიმართ, მაგრამ მისი ნებართვით მოხდა ეს უსამართლობა და ბოროტება. იობი არანაირად არ იმსახურებდა იმას, რაც მას თავს დაატყდა. ღმერთი ხშირად უშვებს ბოროტებს, მაგრამ როგორც წესი ადამიანები დამსახურებულად არიან ბოროტების მსხვერპლნი. იობის შემთხვევაში კი იობს უსამართლოდ და დაუმსახურებლად დაატყდა თავს ბოროტება. იობის წიგნის ბოლოში ღმერთი მის მიერ დაშვებულ ბოროტებს გამოასწორებს და იობს დაუბრუნებს სიკეთეებს.
ეხლა წარღვნის ისტორია გავიხსენოთ:
*ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა*. სინანული რაზე მიუთითებს? კეთილის ქმნაზე თუ ბოროტის? რახან ინანა უფალმა, მაშასადამე ჩათვალა რომ სცოდა.
ან კაენის და აბელის ისტორია:
1. შეიცნო ადამმა ევა, თავისი დედაკაცი. დაორსულდა ევა და შვა კაენი და თქვა: კაცი შემეძინა უფლისაგან. 2. მერე შვა მისი ძმა აბელი. აბელი მეცხვარე იყო, კაენი - მიწის მუშაკი. 3. გამოხდა ხანი და მიართვა კაენმა უფალს ძღვენი, მიწის ნაყოფი. 4. აბელმაც მიართვა თავისი ფარის ნათავარი და რჩეული პირუტყვი. მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს. 5. ხოლო კაენსა და მის ძღვენს არ მოჰხედა. ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა. 6. უთხრა უფალმა კაენს: რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი? 7. თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე. 8. უთხრა კაენმა თავის ძმას, აბელს: გავიდეთ ველად. და როცა ველად იყვნენ, დაეცა კაენი აბელს და მოკლა.
ხომ იცოდა ღმერთმა რომ კაენი აბელს მოკლავდა ძღვენს რომ არ მოჰხედა? თუ კაენისთვის რაიმე უნდოდა ეთქვა, უდანაშაულო აბელს რას ერჩოდა და აკვლეინებდა?
კიდევ ბევრი მაგალითია ბიბლიაში ღმერთის უსამართლო და მცდარი მოქმედებების და ყველაფერი ეს იცი როგორ მართლდება? ისე, როგორც იობის შემთხვევაში, ღმერთი ზარალმიყენებულ ადამიანს თავისი ყოვლსშემძლეობიდან გამომდინარე უნაზღაურებს. მაგალითად, მოკლული აბელი საიქიოში მიიღებდა ღმერთისგან ისეთ ცხოვრებას, რაც მისადმი ღმერთის დაშვებით ჩადენილი ბოროტების მინიმუმ ადექვატური ანაზღაურება იქნებოდა.
ასე რომ, ღმერთს შეუძლია ჰქმნას ბოროტება და გამოასწოროს იგი. საბოლოო ჯამშია ღმერთი კეთილი და არა ყოველთვის, იმიტომ რომ ყველაფერი ის უბედურება რაც ტრიალებს და დატრიალდება, საბოლოოდ გამოსწორდება.
იტყვი დაშვება ჩადენას არ ნიშნავსო. შენ რომ ხედავდე რომ მანიაკი ბავშვს ახრჩობს და ძალა შეგწედეს მანიაკი შეაჩერო, რომ არ შეაჩერებ – არა ხარ დამნაშავე? ღმერთი მხოლოდ იმით მართლდება, რომ მას შეუძლია ყველაფერი გამოასწოროს.
* * * P.S. უნდა ვაღიაროთ რომ ეს აზრი: *ღმერთს ყველაფერი შეუძლია, შეუძლია ბოროტება ჩაიდინოს, მაგრამ ისაც შეუძლია რომ ჩადენილი ბოროტება სიკეთედ აქციოს* არასწორადაა ფორმულირებული და ასე უნდა იყოს: * ღმერთს ყველაფერი შეუძლია, შეუძლია ბოროტება დაუშვას, მაგრამ ისაც შეუძლია რომ დაშვებული ბოროტება სიკეთედ აქციოს*. წინადადების შესწორებით აზრს არ ვუარყოფ, ვინაიდან უსამართლოდ დაშვებული ბოროტება უშუალო ჩადენისაგან ფაქტიურად არ განსხვავდება. * * * კონკრეტულად თემაში მოცემული იესოს მიერ უსამართლობის დაშვება მეღორეების მიმართ აუცილებლად იქნებოდა გამოსწორებული, უბრალოდ სახარებაში ამაზე არაფერი წერია, მაგრამ სხვანაირად გამორიცხულია. მეღორეები აუცილებლად მიიღებდნენ კომპენსაციას რაიმე სახით.
|