ვცხოვრობ 15 სართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე, რამოდენიმე წლის უკან შევიძინე და შეძლებისდაგვარად გავარემონტე. ზუსტად ჩემი ბინის თავზე სახურავზე აქვთ დამონტაჟებული საკაბელო ანტენა, რომელიც არის უშველებელი მაშხალა. რამოდენიმეჯერ ჩემი ხარჯებით შევარემონტე სახურავი რომ წვიმა არ ჩამომსვლოდა, ამ ანტენის პატრონიც ჩავაყენე საქმის კურსში. მაგრამ მაინც ჩამოდის. ვთხოვე რომ ეს ანტენა მოეხსნა და თავის მხარეს გადაეტანა , რომ მე თანამედროვე სტანდარტებზე დაყრდნობით და ახალი ტექნოლოგიებით შევძლო ერთხელ და სამუდამოდ გავარემონტო ეს სახურავი, რომ აგარასოდეს ჩამომივიდეს წვიმა. და ყოველწელიწადს არ ვარემონტო ბინა. ამაზე უარზეა პატრონი. იძახის ვერ გადავიტანო. მირჩიეთ როგორ მოვიქცე, რა სამართლებრივი საფუძვლები მაქვს, რომ შევზლო ეს ანტენა გადაიტანონ.
The past is only memory, the future a Fantasy, It's only in the present that we truly live