ეს თქვა გუშინ:
"მოგესალმებით ახლად გახსნილ სასტუმრო "ჰილტონში". ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი, მნიშვნელოვანი, 130 მილიონ დოლარიანი პროექტი, რომელიც წარმატებით დასრულდა. დღეს სადაო გახადეს, თუ ვის დროს დაიწყო ეს პროექტი და სასტუმრო ვის დროს გაიხსნა. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ გაიხსნა და ყველას გილოცავთ, თუმცა ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეს პროექტი წლების განმავლობაში შეჩერებული იყო - უნდა დაწყებულიყო 2008 წელს. შემდეგ 4 წლის განმავლობაში გაჩერდა და აქტიური სამუშაოები დაიწყო მას მერე, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, ვინაიდან რაღაც პრობლემები იყო მოსაგვარებელი"
ეს ნაწილი პასუხისა, რომელიც მიიღო ვარშალომიძისგან ფაცეზე (რაც ისედაც ცნობილი იყო)
"ბათუმში 5 ვარსკვლავიან სასტუმროს მშენებლობაზე მოლაპარაკებები ბრიტანელ ინვესტორებთან 2009 წელს დავიწყეთ. გამოიყო ტერიტორია, შეიქმნა პროექტი, რომელიც საკმაოდ შრომატევადი პროცესი იყო და დაიწყო მშენებლობა. მოგვიანებით შევთანხმდით, რომ ამ ტერიტორიაზე აშენებულ ფეშენებელურ სასტუმროში, მსოფლიო ბრენდი "ჰილტონი" შემოვიდოდა. სრული 2 წელი მზოლოდ მიწისქვეშა სამუშაოები მიმდინარეობდა, რომელიც მყარ საძირკველს ითვალისწინებდა, 2012-ში კი შენობის მშენებლობა დაიწყო. სასტუმრო "ჰილტონი" მსხვილი პროექტი იყო, რომელმაც იმ დროისთვის, რამდენიმე მილიონი დოლარის ინვეატიცია მოუტანა ქვეყანას.
მიხარია, რომ დღეს ბათუმს, ერთით მეტი, ფეშენებელური, საერთაშორისო სტანდარტის მქონე, მსოფლიო ბრენდის სასტუმრო ამშვენებს და ამაყი ვარ, რომ ეს იმ გუნდის დამსახურებაა, რომელიც 2009 წლიდან მონაწილეობდნენ ამ პროცესებში! "
This post has been edited by onavara on 19 May 2015, 03:38