მოდერ იყოს თემა ცოტა ხანი.
ესე იგი წეღან ვიყავი გუდვილში (ვაგზლის) და მაგარი გამწარებული ვარ.
შევიძინე პროდუქტები, რაღაცა და მივედი სალაროში ფულის გადასახდელად.
მქონდა ორგვარი ფული - ერთი მსხვილი კუპიურა და მეორე რკინის ლარიანები და ხურდები. გადავწყვიტე ეს რკინის ფული მიმეცა გამყიდველისათვის იმიტომ რომ ის მსხვილი ფული მერე კიდე რაღაცაში მჭირდებოდა და დახურდავება არ მინდოდა.
და აი აქ დაიწყო
მოლარემ, გასიებულმა ვინმე ნინომ დახედა თუ არა ხურდებს, ძროხასავით თვალები გადაატრიილა. იი ამას რა დათვლისო (არადა სულ 11 ლარი იყო). მომსახურების ნაცვლად დამიწყო საქმის გარჩევა, ანუ ფაქტობრივად უარი თქვა ჩემ მომსახურებაზე იმ მოტივით რომ სხვაგან უნდა დაგეხურდავებინაო - თუ რაღაცა ეგეთი იდიოტობა მითხრა. თან აქეთ იქეთ ხალხს უძახოდა, ნახეთ რამდენი ხურდები მაქვს დასათვლელიო, ყველა ჩემკენ მოახედა.
ანუ ტიპშას დაეზარა რა ცოტა ზედმეტად თავის დატვირთვა და ფულის დათვლა. თან ჩათვალა რომ ხურდები რომ მაქვს ესე იგი ბანძი კლიენტი ვარ და დამიკიდა

გონებაჩლუნგი.
მოკლედ მოგვივდა ჩხუბი და ზედ შევიხედეთ მთელი გუდვილი

###ქალა, ასეთ იდიოტურ მდგომარეობაში ჩამაყენა მხოლოდ იმიტომ რომ კლიენტის მომსახურება ეზარებოდა.
პრეტენზიები რომ წავუყენე და უფროსთან ჩივილით დავემუქრე, ნაგლად აქეთ გადმოვიდა შეტევაზე და მტკიცება დამიწყო, უარი როდის გითხარი მაგ ფულის მიღებასა და დათვლაზე, მე გითხარი, ჯერ შენ დათვალეო თუ რაღაცა ასეთი აბსურდი მითხრა და ამას მიაწვა. მოწმეებად კიდე თავისი კუდები - იქვე მდგარი დაცვა მოიყვანა.
ხოდა რა მაინტერესებს: ამ ქვეყანაში როდის ისწავლის ეს ხალხი მუშაობას და მომსახურებას და უბრალოდ ადამიანურ მოქცევას კლიენტებთან. ისწავლიან კი როდესმე? დედა #####ან, არაფრის გულისთვის წამამწარა საღამო ვიღაცა წაკლამ, ხალხის შემრცხვა
ასეთ ხალხს რომ იყვანენ სამსახურში, რას ფიქრობენ ის ბიზნესმენები, მათ ბიზნესზე არ მოქმედებს ეს ყველაფერი ცუდად, მათ პრესტიჟზე? ან თუ იყვანენ, ასეთი ფაქტების შემთხვევაში, ხომ უნდა გააგდონ ასეთი სირები სამსახურიდან?
არაფერი არ ეშველება ამ ქვეყანას და ამ საზოგადოებას
This post has been edited by atlantida on 25 Jun 2012, 19:30