მოკლედ მე კარგად მახსოვს მიშას ჰყავდა თავისი, ფეისბუქურ ჟარგონს თუ ვიხმართ და "გამპრავებლები". იცით როგორები? აი მაგალითად ციხის კადრები რომ ნახეს, მათი პირველი რეაქცია იყო ცოცხი ანუსში როგორ შეეტეოდა, უეჭველი დადგმულია, ბიძინა უჩალიჩებს ჩვენ საყვარელ და უსათნოეს მიშიკოსო. თან არ გეგონოთ რომ ეს ხალხი გონებაჩლუნგია, ან ინტელექტი არ ჰყოფნის. სულაც არა, პირიქით, ძალიან, ზედმიწევნით განათლებული ხალხია, მაგრამ ვინ თქვა რომ განათლებულობა კეთილსინდისიერებასაც ნიშნავს?
...16 წლის ნიჭიერი ჯაზმენი ბიჭი ბექა გოჩიაშვილი, ჩვენ სასახელო პოლიციაში დაუბარებიათ და კარგად, გემრიელად, ტრადიციულ მამა-პაპურად "გაუპრესიათ". ნუ ბავშვმა სტრესი მიიღო, ფსიქოლოგიურად იძალადეს ჩემზეო და არიქა, აღშფოთდა საზოგადოება. ოპააა, აი სად გავიჭედეთ. უყურეთ ეხლა რა ხდება. ის ყოფილი "გამპრავებლები" აღშფოთების ნაცვლად რომ მარჩიელობდნენ ცოცხი ანუსში შეეტეოდა თუ არა, სასწრაფოდ აღშფოთდნენ და აქცია გამართეს. მეორე ნაწილი, მათ შორის ჩემი რამდენიმე მეგობარიც, "სისტემა უნდა დაინგრესო" აქტიურად რომ გაჰყვიროდნენ, აღშფოთდა, მაგრამ საპროტექსტო აქცია კი არ მოეწონათ. აბა ქარუმიძეზე რატომ არ ამოიღეთ ხმა პოლიციის შენობაში რომ მოკლესო, ამიტომაც არ წამოვალთ ეხლა და თქვენ გვერდით არ დავდგებით ამის გასაპროტესტებლადო. ამასობაში კი თვალს და ხელს შუა გამოჩნდნენ აწ უკვე ახალი "გამპრავებლებიც". მაგალითად შორენა შავერდაშვილი, რომელმაც ასეთი რამ დაწერა: "მე ვიცი რომ ეს ძალიან ნიჭიერი ბიჭი რურუას პატრონაჟით მოხვდა ამერიკაში და სამინისტროს მართლა დიდი წვლილი მიუძღვის მისი მუსიკალური კარიერის გაკვალვაში. არ არის გამორიცხული ბექა ვალს აბრუნებდეს".
...აი "გაპრავების" მთავარი პრინციპი. რეალობა ის კი არ არის რასაც ხედავთ, არამედ სადღაც, ჩრდილში რაღაც შეთქმულება იგეგმება ხალხო. ბიძინა ცუდი ბიჭი არ არის, ბიძინას მიშა უჩალიჩებს. სხვათა შორის ასე თავგამოდებით ამტკიცებდნენ თავის დროზე რომ საგანგებო მდგომარეობა, იმედში შეჭრა, აქციის გადამეტებული ძალით დაშლა ეს ის არ არის რაც თქვენ გგონიათ. მიშას ხალხო, ჩვენ საყვარელ მიშას, პუტინი უჩალიჩებს პატარკაციშვილის ხელითო. ლოგიკა იგივეა. ჩვენ იმას კი არ ვხედავთ რასაც ვხედავთ, არამედ რასაც ვხედავთ არის ფიქცია, რომლის უკანაც არის რეალობა, რომელსაც ვერ ვხედავთ და ამიტომ უნდა გავჩუმდეთ, ენები ჩავიკმიდოთ და უმსგავსობაზე არ უნდა გვქონდეს რეაქცია.
http://www.kvirispalitra.ge/toresa-mosis-b...-is-cirkia.htmlწაიკითხეთ, საინტერესოა
ნაცგამპრავებლებს აღარაფერი ეშველებათ და ქოცგამპრავებლებო იქნებ თქვენ მაინც გაგეხსნათ ტვინები და სინდისი (მეტი არაა ჩემი მტერი, მარა მაინც)

პ.ს. 17-01-2013-შია ეს დაწერილი და არაფერი არ შეცვლილა ამ ერთი წლის განმავლობაში, დაჟე გაუარესდა კიდეც
This post has been edited by nick_el_son on 16 Dec 2013, 22:41