2012 წლის 28 ივნისს 20 წლის თორნიკე შენგელია NBA-ს დრაფტზე ფილადელფიამ 54-ე ნომრად აირჩია.იგი გახდა მეხუთე ქართველი,რომელიც დრაფტზე აირჩიეს

თუმცა,მალევე გარკვეული თანხის სანაცვლოდ ფილადელფიამ შენგელია ბრუკლინ ნეთს დაუთმო,რომლის სახელითაც გამოვიდა თოკო NBA-ს საზაფხულო ლიგაზე.
ბრუკლინის ხელმძღვანელებს არც დაუმალავთ ის ფაქტი,რომ თოკოს ევროპაში დაბრუნებას გეგმავდნენ,თუმცა შენგელიამ იმდენად შთამბეჭდავად ითამაშა,რომ ბრუკლინმა მასთან 2 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ორლანდოს საზაფხულო ლიგაზე თორნიკემ 5 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 10.2 ქულასა და 3.6 მოხსნას აგროვებდა.თუმცა უფრო შთამბეჭდავი მისი თამაში იყო,ვინაიდან თანაგუნდელებთან შედარებით ის უფრო გუნდურად თამაშობდა.

რაც შეეხება თოკოს ეროვნულ ნაკრებში თამაშს,ის 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე სათადარიგო სკამიდან ერთვებოდა ხოლმე თამაშში.
საშუალოდ 20.5 წუთში თოკომ 8.8 ქულა და 4.6 მოხსნა დააგროვა.2 ქულიანებს იგი 55.8%-ით ესროდა,რითაც ამ მაჩვენებლით საუკეთესო მერვე კალათბურთელი იყო ევრობასკეტზე.
ორლანდოს საზაფხულო ლიგაზე გამოჩნდა შენგელიას მინუსებიც,თუმცა აშკარაა,რომ იგი ბევრს შრომობს მათ დასაფარად.მაგალითად,ყველა აღნიშნავდა,რომ თოკას დაბალი ჰქონდა ორქულიანების და სამქულიანების სიზუსტის მაჩვენებელი.ამასთან ბევრი იყო დაკარგვაც,თუმცა მან ეს კომპონენტები აშკარად დახვეწა.
წელს საქართველოში გამართულ ოთხთა ტურნირზე თოკომ ყველა მატჩი ძირითადში დაიწყო და გახდა კიდეც გუნდის ლიდერი.
ტურნირზე ჩატარებულ სამ შეხვედრაში მან საშუალოდ 31 წუთში 22 ქულა დააგროვა.
მის მიერ ნასროლი 27 ორქულიანიდან 19-მა მიზანს მიაღწია (70%)
9 სამქულიანიდან 5 ჩააგდო (55%)
14 საჯარიმო სროლიდან 13 გამოიყენა(93%)
ბურთი 22 ჯერ მოხსნა (საშუალოდ 7.3) და აქედან 9 მეტოქის ფარზე (საშუალოდ 3)
თანაგუნდელს 14 ჯერ უპასა(საშუალოდ 4.7)
ასევე ჰქონდა ჩაჭრები და დაფარებებიც.
საბოლოოდ ის ტურნირის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშეც გახდა(უამრავი ადამიანის აზრით)



ერთი სიტყვით თბილისში ჩატარებულმა ტურნირმა დაგვანახა,რომ ის ქართველი ლებრონ ჯეიმსია

თოკო ადიდასის ევროკამპზე
ორლანდოს საზაფხულო ლიგაზე
NBA-ში ისეთ კალათბურთელების გვერდით თამაში,როგორებიც დერონ უილიამსი და ჯო ჯონსონი არიან,კიდევ უფრო დიდ გამოცდილებას შესძენს თოკოს და იგი კიდევ უფრო მაღალი ტემპებით გააგრძელებს ზრდას.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია წარმატებები ვუსურვოთ თოკოს მომავალში, ევრობასკეტ 2013-ის შესარჩევ ტურნირსა და NBA-ს უამრავ სეზონში

...
მჯერა,რომ ფილადელფია ინანებს იმას,რომ შენგელია ბრუკლინში გაუშვა!P.S. საქართველოში იმატებს ნერვოზიანთა რიცხვი,ვინაიდან ძალიან ბევრი ადამიანი გაათენებს თოკას თამაშის სანახავად
This post has been edited by y=f(x) on 10 Aug 2012, 12:04