
გთავაზობთ კორპორატიული მართვის სისტემას:
რაში მდგომარეობს ეხლავე განვმარტავ.
ავიღოთ რაიმე კომპანია. უფროსი...
ვთქვათ უფროსს აქვს მისაცემი დავალება ერთერთი თავისი თანამშრომლისთვის და ამ დავალების შესარულებლად უგზავნის საჭირო მასალას , ვორდის ფაილში ტექსტს დამატებით სურათებს ან რაიმე სხვა ნებისმიერ ფაილს... ამჟამად ის აკეთებს ესეთი სახით რო ამ ყველაფრისთვის ურეკავს მობილურზე , ეუბნება რო გაძლევ ამა და ამ დავალებას, და საჭირო მასალას უგზავნის მეილის საშუალებით ან სკაიპით... იმისთვის რომ დავალება მიეცა ხელმძღვანელს დაჭირდა ძალიან ბევრი სხვადასხვა მოქმედების შესრულება. ჩემი სისტემა კი გაგიმარტივებთ საქმეს.
წარმოიდგინეთ საიტი, რომელზეც შეხვალთ გეცოდინებათ მარტო თქვენ და თქვენ თანამშრომლებს. გექნებათ თქვენი პაროლი რომლის საშუალებითაც შეხვალთ საიტზე და დაგხვდებათ სია ყველა თანამშრომლის რომელიც მუშაობს თქვენთან...
შედიხართ დავალებების გვერდზე ირჩევთ ახალი დავალების დამატებას და ირჩევთ თანამშრომელს რომელმაც უნდა შეასრულოს ეს დავალება. უთითებთ შესრულების ვადას და ტვირთავთ ამავე საიტზე ამ დავალების გვერდზე საჭირო მასალას. თანამშრომლის გვერდზე კი იმავე წამს აისახება ეს დავალება თავის ყველა საჭირო მასალით...
შედეგი კი იქნება ის რომ, გეცოდინებათ რომელი თანამშრომელი რა საქმით არის დაკავებული... გექნებათ სია ყველა თანამშრომლის და ყველა საჭირო ინფორმაცია მათ შესახებ. დავალების მისაცემად დაგჭირდებათ მხოლოდ ერთი საიტი და არა მეილი სკაიპი ტელეფონი და ასე შემდეგ...
მარტივი გზაა გაიმარტივოთ და გაუმარტივოთ თანამშრომლებს საქმის შესრულება და ასევე გაიმარტივოთ დავალების მიცემის გზა...
სავარაუდო დაყენების ფასი მერყეობს 400-დან 800 ლარამდე...