Herald Tribune-ის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს “მედიის რეფორმირებისადმი დიდი ინტერესი არასდროს გაუმჟღავნებია”
11:11 27.06.2012
ამის შესახებ ჰეილი სვითლენდ ედვარდსი წერს სტატიაში "სახიფათო ყუთი" (Panderer’s Box), რომლის ქართულ ვერსიას Foreignpress აქვეყნებს.
"ვითარება ისეთია, რომ საქართველოს ტერიტორიის უმეტესს მხოლოდ ორი პრო-სახელისუფლებო ტელეარხის მაუწყებლობა ფარავს. მცირეოდენ დამოუკიდებელ და ოპოზიციურ საინფორმაციო არხებს, მათ შორის "მე-9 არხსაც", გავრცელება შეზღუდული აქვთ. ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ საეთერო მაუწყებლობის ლიცენზია მხოლოდ პრო-სამთავრობო არხებს აქვთ და ნაწილობრივ იმიტომაც, რომ საკაბელო კომპანიების უმეტესობა, რომლებიც მთავრობასთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი, ოპოზიციური ან დამოუკიდებელი არხების გავრცელებაზე უარს აცხადებს. "გლობალ ტვ" ერთადერთი მაუწყებელია, რომელიც "მე-9 არხის" გადაცემებს თავის აბონენტებს სთავაზობს. "მე-9 არხი" ეთერში აპრილში გავიდა და თითქმის მაშინვე მისი და "გლობალ ტვ"-ის მუდმივი დევნა დაიწყო. მე-9 არხის აღჭურვილობას აზიანებდნენ, მის რეპორტიორებს სდევნიდნენ, "გლობალ ტვ"-ის ბოიკოტი გამოუცხადეს და უჩივლეს, ერთ-ერთი მისი თანამფლობელი დააკავეს და ახლა მის წინააღმდეგ კრიმინალური გამოძიება მიმდინარეობს. მთავრობა აცხადებს, რომ გასულ თვეს "გლობალ ტვ"-იმ უფასოდ თეფშების დარიგება იმიტომ კი არ დაიწყო, რომ აბონენტები წაეხალისებინა, არამედ იმიტომ, რომ ამომრჩევლები მოესყიდა. ამბობდნენ, თითქოს "გლობალ ტვ"-ის ზოგიერთი თანამშრომელი სახლებში თეფშების დაყენებისას აცხადებდა, რომ ეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა და მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის საჩუქარია. მთავრობა იმასაც ამტკიცებს, რომ "გლობალ ტვ"-იმ, რომლის ერთ-ერთი მფლობელი ივანიშვილის ძმაა, ახალი თეფშები ივანიშვილისგან აღებული სესხით შეიძინა. ხუთშაბათს მთავრობის ძალებმა "გლობალ ტვ"-ის საწყობებში რეიდი მოაწყეს და ათასობით თეფში დააყადაღეს. მაგრამ პარასკევს, ზუსტად რეიდის მეორე დღეს, მთავრობამ განაცხადა, რომ მიიღებს კანონს, რომლითაც საკაბელოებს დაავალდებულებს, თავის პაკეტებში ჩართოს ყველა არხი, მათ შორის, სავარაუდოდ "მე-9 არხიც", მინიმუმ ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნებამდე", - წერს სტატიის ავტორი და კითხვას სვამს - "ნეტა, რატომ შეიცვალეს აზრი ასე მოულოდნელად, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე კონკურენტული არჩევნებია მოსალოდნელი?"
"ნაწილობრივ იმიტომ, რომ მთავრობა ადგილობრივი უფლებადაცვითი ჯგუფების, საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ვაშინგტონის უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა. ისინი ითხოვენ, რომ მედიაგარემოს დივერსიფიცირება და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები გარანტირებულ იქნას. პრეზიდენტ სააკაშვილს კი, რომელსაც მედიის რეფორმირებისადმი დიდი ინტერესი არასდროს გაუმჟღავნებია, ამ ძლევამოსილი მეგობრების გაუცხოების რისკზე წასვლა აშკარად არ სურს. უფრო მეტიც, ახალი კანონი, ზედაპირს ოდნავ შეეხება. ქართული მედიაგარემო ჩრდილოვანია. ეს ნეპოტიზმის ქსელია, რომელსაც პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან ბნელი კავშირები აქვს", - ნათქვამია სტატიაში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" ინფორმაციით, ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში, რომელიც მედიის საზრდოა, ბიზნესმენთა პატარა ჯგუფი დომინირებს, მჭიდრო კავშირებით თავდაცვის სამინისტროსთან, ხოლო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას „რუსთავი 2-ის“, ქვეყნის ყველაზე დიდი პრო-სამთავრობო ტელეარხის ყოფილი დირექტორი და თანამფლობელი მართავს.
იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციური პოლიტიკოსების ამბობენ, რომ ქვეყნის ორი ყველაზე დიდი ტელეარხი, „რუსთავი 2“ და „იმედი“ სააკაშვილის კომერციულ რუპორებს წარმოადგენენ, მთავრობა კი აცხადებს, რომ "მე-9 არხი" „ქართული ოცნების“ პროპაგანდის მანქანაა, Herald Tribune-ის აზრით, "შესაძლებელია, მედიის კანონების ლიბერალიზაციამ პოლიტიკური დებატები კიდევ უფრო პოლარიზებული გახადოს, ხოლო სააკაშვილის მთავარი მოტივი უფრო თავდაცვაა, ვიდრე - მედიის გათავისუფლება, მაგრამ, ის რაც ხდება, მაინც კარგია".
და ბოლოს, სტატიის ავტორის დასკვნით, "მასთ ქერი" ქართველებს, სულ ცოტა, დებატებისას ორივე მხარის მოსმენის საშუალებას მისცემს და მერე ისინი თვითონვე გადაწყვეტენ, ვინ ამბობს სიმართლეს, თუ სიმართლეს ვინმე ამბობს".
http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=9626
This post has been edited by ანუნაკი on 27 Jun 2012, 13:34
- Будут спрашивать - скажи, что я вышел. Или просто - бога нет!