Flash CS5 & ActionScript 3.0
ჯერ კიდევ ბევრისთვის ფლეში ბანერებს და პატარა თამაშებს ახსენებს. რამოდენიმე წლის წინაც წამოვიწყე ანალოგიური თემა ფლეშზე და შედეგად განათლების სამინისტროს კომპიუტერიზირებული სწავლების პროგრამა მივიღეთ 2010 წელს. პირველკლასელები ხომ FLASH ტექნოლოგიით გაკეთებული მასალებით (და თამაშებით) სწავლობენ, იმას, რასაც მათი მშობლები და უფროსი თაობები ქაღალდის წიგნიდან სწავლობდნენ. მეტი რაგა უნდათ ბავშვებს?! ოღონდაც კომპიუტერს არ მოაცილო და თუ გინდა კვანტურ ფიზიკას გისწავლიან. 2011 წლიდან უფრო მეტი სკოლა გადავა ამ სისტემაზე. თუ შესულხართ მაინც განათლების სამინისტროს საიტზე და გინახავთ ეს FLASH თამაშები და სასწავლო მასალები?????
სამწუხაროა, რომ სხვა პროგრამული ენები და ტექნოლოგიები ნაკლებად ესადაგება პირველი კლასის ბავშვისთვის კარგი სასწავლო მასალების შექმნის მიზნებს. არსებული თამაშები კი ნამდვილად ის არ არის, რაც შეუძლია FLASH-სა და ActionScript 3.0 -ს.
ამიტომაც გადავწყვიტე, რომ დროა FLASH ტექნოლოგიების განვითარებას კიდევ წავაშველო ხელი და თქვენი ყურადღება გამოვითხოვო აქეთკენაც. რატომ?
FLASH-ს აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა და გასაქანი, რადგან სულ უფრო იზრდება მოძრავ, ცოცხალ, მულტიმედიურ, ანიმაციურ პროდუქტებზე მოთხოვნილება. ბოლოს და ბოლოს, ყველა სხვა პროგრამულ ეტქნოლოგიებს ადრე თუ გვიან მაინც დაჭირდებათ FLASH ინტერფეისი, რათა მეტი ყურადღება მიიპყროს საბოლოო პროდუქტმა.
თუ FLASH ტექნოლოგიამ მართლაც და GIF-ანიმატორის ფუნქციონალობით დაიწყო არსებობა, ახლა იგი უკვე სრულფასოვანი პრგრამირების საშუალებაა. ამაში ადვილად დარწმუნდებით თუნდაც ჩემს საიტზე განთავსებლი ვიდეო გაკვეთილებიდან, რომლებსაც პირადად მე ვამუშავებ ინგლისურენოვანი წყაროებიდან და ქართულად ვიწერ. მოდით და თავად ნახეთ ამ ჩემს საიტზე:
ბაზრობა.ინფო თუ ამ პოსტის კითხვას ბოლომდე ჩამოყევით, მაშინ ყურად იღეთ ეს ჩემი თხოვნაც: ისწავლეთ, გამოიყენეთ და ასწავლეთ FLASH ტექნოლოგია სხვებსაც. რატომღაც ამ ფორუმზე აღარ აქტიურობენ ფლეშერები და არ მინდა ვიფიქრო, რომ მხოლოდ თავისთვის თბილ, მაღალხელფასიან ადგილებზე მოკალათებულები იმედოვნებენ, რომ თავად არიან ბაზრის ამ ნაწილის ბატონ-პატრონები.
FLASH-ს იმხელა მოთხოვნა აქვს მსოფლიო ბაზარზე, რომ ყველას ეყოფა შემოსავალი ყველა ქართველი ფლეშერი რომც გახდეს. მეც გამოგიტყდებით, რომ ნაკლები ”გაჭირვებული” შემაწუხებს. მადლობა ღმერთს, რომ ამ საქართველოში ნიჭი მაინც ბევრსა აქვს და ფულის ფლანგვის ნაცვლად შეუძლიათ ფულის შოვნა ისწავლონ ძალიან მოკლე დროში.
This post has been edited by Liosurg on 13 Jan 2011, 22:51