ძვირფასო ფორუმელებო,
დიდი ხანია მაწუხებს კითხვა, შეიძლება თუ არა ამერიკის საკალათბურთო მოდელი სასკოლო და საუნივერსიტეტო ლიგების, გადმოვიტანოთ საქრთველოში?
მოკლედ რაში მდგომარეობს იდეა.
დავუშვად, რომ შეიქმნა სასკოლო საკალათბურთო ლიგა, რომელიც გააერთიანებს საჯარო და კერძო სკოლებს (ანუ სრული საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებებს), რომელთათვისაც ყოველწლიურად მოეწყობა ჩემპიონატი.
ჩემპიონატები ჩატარდება რაიონული პრინციპით, რაიონების რაოდენობა ტოლი უნდა იყოს 4-ის ჯერადის (იმიტომ, რომ ოლიმპიური სისტემა კარგად მოერგოს), ანუ მაგალითად გორში, ჩატარდება გორის სკოლების ჩემპიონატი, რომელშიც ვერ მიიღებს მონაწილეობას ხაშურის სკოლა

. რაიონების გამარჯვებულები შეხვდებიან ერთმანეთს ცალკე ტურნირში. როგორც ენსი დაბალ ეიშია.
სასკოლო გუნდებში ვერ ითამაშებს ვერცერთი პროფესიულ გუნდში მანამდე ჩარიცხხული მოთამაშე.
სკოლა ვალდებული იქნება წარმოადგინოს მინიმუმ 15 მოსწავლიანი როსტერი, გამოყავს მხოლოთ ერთი გუნდი შეუზღუდავი ასაკობრივი ცენზით (ანუ ერთ გუნდში გვერდიგერდ შეუძლია ითამაშოს პირველ კლასელსაც და მე-12-საც).
სკოლა ასევე ვალდებული იქნება უზრუნველყოს გუნდი კალათბურთის სავარჯიშო დარბაზით, მწვრთვნელით, რომლის სერთიფიცირება შეიძლება მოაწყოს ლიგამ, ასევე დაუფაროს ტრანპორტის ხარჯები, შეუძლინოს ტექწნიკური აღჭურვილობა, და ფორმები

ნებისმიერ მოთამაშესთან სკოლა გააფორმებს სპეციალურ კონტრაქტს, რომელიც იმოქმედებს, მანამ, სანამ მოსწავლე ირიცხება სკოლაში. მოსწავლეს შეუძლია უარი განაცხადოს სკოლის კლუბში მონაწილეობაზე. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის გადაბირება სურს რომელიმე პროფესიულ კლუბს, ის ვალდებულია შესაბამისი კომპენსაცია გადაუხადოს საჯარო სკოლას.
ჩემპიონატს ექნება საპრიზო ფონდი, რაც გაზრდის სკოლების მოტივაციას და რომელიც უნდა დააწესოს ლიგის პარტნიორმა კერძო კომანიამ.
აქვე შიძლება დრაფტის იდეა განვავითაროთ, ვინც სკოლას ამთავრებს, მათთვის ლიგამ შეიძლება ორგანიზება გაუწიოს დრაფტს, ანუ კურსდამთავრებულებისათვის სუპერლიგის კლუბები იბრძოლებენ, დრაფტიდან წასულ მოთამაშეების შემთხვევაშიც სკოლა იღებს კომპენსაციას.
ლიგა, უზრუნველყოფს ჩემპიონატებში გუნდების დარეგისტრირებას, გუნდებისათვის სტანდარტების კონტროლს, მწვრთვნელთა გადამზადებას, საერაშორისო პრაქტიკის გაცნობას, სერტიფიცირებას, საპრიზო ფონდის შექმნას, ჩემპიონატის ორგანიზებას, გაშუქებას, ლიგაში ჩარიცხული კალათბურთელებისა და კლუბების უფლებების დაცვას.
მოკლედ მესმის იდეა დასახვეწია, უამრავი ნიუანსია, რომელიც მინდა თქვენთან ერთად განვიხილო. პირველ რიგში კი მინდა გკითხოთ, შესაძლებელია თუ არა ესეთი რამის გაკეთება?
ამ კითხვას ფორუმზე იმიტომ ვსვამ, რომ მე ირგვილ კალათბურთის მცოდნე ხალხი არ მყავს, მარტო თქვენთან ვასუბრობ კალათბურთზე ასე თუ ისე პროფესიონალურად, და მგონია, თუ ვინმეს შეუძლია ამ იდეის სწორი შეფასება, პრიველ რიგში თქვენ

ცეცხლი აინთო, განხილვა დაიწყო
This post has been edited by alikantura on 19 Jun 2012, 16:10