Anna Tatishvili/ანა ტატიშვილი

სრული სახელი: ანა ტატიშვილიქვეყანა: საქართველოსაცხოვრებელი ადგილი: ფლორიდა,ბოკა რატონიდაბადების თარიღი: 1990 წლის 3 თებერვალიდაბადების ადგილი: თბილისი,საქართველოსიმაღლე: 5' 7" (1.71 m)წონა: 137 lbs. (62 kg)კარიერა ერთეულებში:180 მოგება-128 წაგება
ტიტულები: 6 ITF
ყველაზე მაღალი ადგილი რეიტინგში: NO 83(11 ივლისი 2011)
კარიერის მანძილზე მოგებული თანხა: 275 273 $
მიმდინარე პოზიცია რეიტინგში: NO 93(18 ივლისი 2011)
საუკეთესო შედეგები დიდი სლემის ტურნირებზე:ავსტრალიის ღია პირველობა-Q2(2011)
როლან გაროსი-1R(2011)
უიმბლდონი-2R(2011)
ამერიკის ღია პირველობა-Q3(2009) * * *
* * *
7 წლის ასაკში ანა საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა,2003 წლიდან კი
ქრის ევერტის საჩოგბურთო აკადემიაში დაიწყო ვარჯიში
2005
ანამ პირველად იასპარეზა მაიამის სუპერტურნირზე სადაც ველური ბარათის(Wild Card) მეშვეობით მოხვდა,მაგრამ პირველივე წრეში წააგო ესპანელ
არანჩა პარა სანტონჯასთან 3 სეტში: 3/6,6/0,2/6
წლის ბოლოს ანამ კიდევ ერთი ველური ბარათი მიიღო ფილადელფიის ტურნირზე,თუმცა აქაც პირველ წრეში წააგო გერმანელ
ვანესა ჰენკესთან 3/6,2/6
2006

ანამ ინდიანა-უელსისა და მაიამის სუპერტურნირებზე ველური ბარათი მიიღო.
ინდიანაში ამერიკელ
ჯამეა ჯექსონთან 2/6,3/6 წააგო,გამარჯვების შემთხვევაში მარია შარაპოვას ხვდებოდა.
მაიამი წარმატებული აღმოჩნდა ანასთვის,სწორედ ამ ტურნირზე მოიპოვა მან პირველი გამარჯვება WTA ტურნირებზე,პირველ წრეში მსოფლიოს 41-ე ჩოგანი ინდოელი
სანია მირზა დაამარცხა 7/6(6),1/6,7/6(8),მესამე სეტს 0-4 აგებდა,ტაიბრეიკზე კი რამოდენიმე მატჩპოინტი გადაარჩინა.მეორე წრეში კი მეექვსე ნომრად განთესილ რუს
ელენა დემენტიევას შეხვდა და 3/6,1/6 წააგო.თუმცა მირზას დამარცხებით მან რეიტინგში საგრძნობლად წინ წაიწია და პირველად შევიდა საუკეთესო 600-ეულში.
შემდეგი ტურნირი ანასთვის არანაკლებ პრესტიჟული ჩარლსტონის ტურნირი იყო.აქაც ველური ბარათით მოხვდა.საწყის ეტაპზე ესპანელი
ლაურა პოუს-ტიო 3/6,6/3,7/5 დაამარცხა.შემდეგ კი მერვე ნომრად განთესილ(24 რეიტინგით) ფრანგ ნატალი დეშთან წააგო 5/7,4/6.
ანამ წლის ბოლოს კიდევ ერთ WTA ტურნირზე მიიღო WC ,ეს იყო კვებეკი,ეს ტურნირი შედარებით ნაკლებ პრესტიჟულია, ანამ კვალიდან დაიწყო თამაში და ამერიკელი
სტასია ფონსეკას და კერლი გალიქსონის ძლევის შემდეგ ლილია ოსტერლოსთან წააგო და ძირითადი ბადის მიღმა დარჩა.
ანამ წელი მსოფლიოს 300-ე ჩოგნად დაამთავრა.
* * *
2007ბოგოტას საკვალიფიკაციო ტურნირი წარმატებით გაიარა,ანამ 3 მოწინააღმდეგე დაამარცხა(
პაულა კატალინა რობლეს გარსია,ჯულია კოენი,ჯენიფერ Widjaja) და ძირითად ბადეში გავიდა სადაც არგენტინელ
იორგელინა კრავეროსთან 5-7,6-4,2-6 დამარცხდა.
ინდიანა-უელსის ტურნირზე კვლავ მიიღო ველური საშვი,მაგრამ ავსტრილ
ივონ მოისბურგერთან პირველი სეტის 6-1 მოგების შემდეგ 3-6,3-6 წააგო.
პირველივე წრეში გამოეთიშა მაიამის ტურნირსაც,სადაც ჰოლანდიელ
მიხაელა კრაიჩეკთან წააგო 3/6,6-7(2)
ჩარლსტონში საკვალიფიკაციო ბადეში მოხვდა,ესეც წარუმატებელი ტურნირი აღმოჩნდა.უნგრელ
მელინდა ცინკთან 1/6,3/6 წააგო.
შემდეგი WTA ანასთვის სტამბოლი იყო,სადაც კვალიფიკაცია წარმატებით გაიარა და ძირითად ბადეში ბელარუს
ეკატერინა ძეჰალევიჩთან 3/6,5/7 დამარცხდა.
ასევე წარმატებით გაიარა ცინცინატის კვალიფიკაცია,ძირითადი ბადის პირველ წრეში მეხუთე ნომრად განთესილი იაპონელი
აიკო ნაკამურა დაამარცხა,1-6,6-4,7-6(4).მეორე წრეში კი ამერიკელ
ლილია ოსტერლოსთან 5-7,1-6 წააგო
ოსტერლოსთან სან-დიეგოს სუპერტურნირის კვალიფიკაციის პირველ წრეშიც წააგო 3-6,5-7
ანამ პირველად ითამაშა დიდი სლემის ტურნირზე,ეს იყო US open 2007,საკვალიფიკაციო ბადეში,
იორგელინა კრავეროსთან 3-6,1-6 წააგო.
ანამ სეზონი მსოფლიოს 278-ე ჩოგნის რანგში დაასრულა.
* * *
2008ბოგოტაში კვალიფიკაციაში ითამაშა,მეორე წრეში ესპანელ
მარია ხოსე მარტინეს სანჩესთან წააგო 4-6,4-6
მაიამიშიც კვალიფიკაცია წააგო,პირველ წრეში ჩეხ
პეტრა ცეტკოვსკასთან 6-7(5),6-4,6-0
ივნისში ანამ პირველი ITF ტურნირი მოიგო ელ-პასოში(ფინალში
ლოურენ ალბაზენეს მოუგო).ტურნირის საპრიზო ფონდი 25 000$ იყო.
თვის ბოლოს მეორე ITF მოიგო ბოსტონში,რომლის საპრიზო ფონდი 50 000 $ იყო(ფინალში Chan, Chin-Wei დაამარცხა 3 სეტში)
შემდეგ სტენფორდის კვალიფიკაციაში ჩაერთო,რომელიც საკმაოდ წარმომადგენლობითი ტურნირია,მაგრამ პირველ წრეში რუმინელ
მონიკა ნიკულესკუსთან წააგო 0-6,1-6
ვერც ლოს-ანჯელესის კვალიფიკაცია გაიარა,პირველ წრეში ამერიკელ
ალექსა გლეტჩთან 1-6,6-4,3-6 დამარცხდა
ცინცინატში ძირითადში იასპარეზა,მაგრამ პირველივე წრეში გერმანელ
საბინ ლისიცკისთან 7-5,5-7,0-6 წააგო
გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა ანასთვის ლილია ოსტერლო(წყვილებში მისი პარტნიორი) ვისთანაც ამერიკის საკვალიფიკაციო ბადის პირველ წრეში წააგო 4-6,1-6
შემოდგომაზე ანამ რიგით მესამე ITF მოიგო ამერიკულ TROY-ში,საპრიზო ფონდი 50 000$(ფინალში ბრიტანელი Gent, Georgie 2 სეტში დაამარცხა)
კვებეკში კვლავ კვალიფიკაცია ითამაშა და რუს
ალინა ჟიდკოვასთან წააგო 1-6,6-4,6-7(5)
2008 წელი ანამ რეიტინგში 168-ე ადგილზე დაამთავრა.
* * *
2009
სეზონი ჰობარტის ტურნირით დაიწყო,კვალიფიკაციაში პირველივე წრეში დამარცხდა
მელინა ცინკთან 2-6,1-6
ანამ პირველად იასპარეზა ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე,კვალიფიკაციის პირველი წრე ხორვატ
კაროლინა შპრემთან 2-6,3-6 წააგო
შემდეგ იყო მემფისის კვალიფიკაცია,აქაც პირველ წრეში წააგო კანადელ
სტეფანი დიუბუასთან 6-3,1-6,2-6
აკაპულკოშიც ანალოგიურად სამხეთ აფრიკელ
ნატალი გრანდინთან 3-6,3-6
პონტე-ვედრა ბიჩშიც წარუმატებლად იასპარეზა,ამერიკელ
მელანი ოუდინთან 3-6,6-4,4-6 წააგო
ჩარსლტონში 1 მატჩი მოიგო,მაგრამ შემდეგ ისევ ოუდინთან დამარცხდა 4-6,5-7
ანამ როლან გაროსის კვალიში პირველად ითამაშა,იტალიელი
მარია ელენა კამერინის 6-4,7-6(1) დამარცხების შემდეგ
გერმანელ
კარმენ კლაჩკასთან 2-6,0-6 დამარცხდა.
ივნისში რიგით მეოთხე ITF მოიგო,შვედეთის KRISTIENHAMN-ში 25 000 $ ტურნირი(ფინალში
Jani, Reka-Luca 2 სეტში დაამარცხაპირველად ითამაშა უიმბლდონის კვალიფიკაცია,წააგო გერმანელ
ჯულია შრუფთან 6-7(4),4-6
1 მატჩის მოგება დააკლდა პრაღის ძირითად ბადეში თამაშის უფლების მოსაპოვებლად,კვალის ფინალი წააგო ფრანგ
კრისტინა მლადენოვიჩთან 4-6,5-7
სამაგიეროდ პორტოროზის კვალი წარმატებით გაიარა და პირველ წრეში შვეიცარიელ
სტეფანი ვოგელესთან 1-6,6-4,3-6 წააგო
სტამბოლის კვალის ფინალში კვლავ ძეჰალევიჩთან წააგო,4-6,3-6
ამერიკის ღია პირველობაზე,საკვალიფიკაციო ბადეში 2 მატჩი მოიგო ,მაგრამ ძირითად ბადეში გასვლისათვის 1 ნაბიჯი დააკლდა.იაპონელ
იურიკა სემასთან 6-4,4-6,2-6 წააგო
კვებეკში კვალიფიკაცია წარმატებით გაიარა და პირველ წრეში ამერიკელ
ვანია კინგთან 5-7,2-6 წააგო
ანამ 2009 წელი 181-ე ჩოგნის რანგში დაამთავრა
* * *
2010
ანამ სეზონი ავსტრალიის ღია პირველობით დაიწყო,საკვალიფიკაციო ბადეში,პირველ წრეში 12-ე ნომრად განთესილ გერმანელ
კატრინ ვოერლესთან 1-6,3-6 დამარცხდა.
აკაპულკოს კვალიც წარუმატებელი აღმოჩნდა,პირველ წრეში ლუქსემბურგელი
მენდი მინელას დამარცხების შემდეგ პირველ ნომრად განთესილ ჩეხ
ლუსი ჰრადეცკასთან 7-5,3-6,6-7(6)წააგო
მონტერეიში კვალი წარმატებით გაიარა,პირველ წრეში კი მესამე ნომრად განთესილ(მსოფლიოს 28 ) რუს
ანასტასია პავლიუჩენკოვასთან წააგო 1-6,2-6
ასევე წარმატებით გაიარა პონტე ვედრა-ბიჩის კვალიფიკაცია,პირველ წრეში სლოვაკი
მაგდალენა რიბარიკოვა დაამარცხა 6-3,3-6,7-5.მეორე წრეში კი ბელარუს
ოლგა გოვორცოვასთან წააგო 2-6,2-6
ჩარლსტონის კვალიც წარმატებით გაიარა,თუმცა პირველ წრეში კოლუმბიელ
კატალინა კასტანოსთან 5-7,2-6 წააგო
როლან გაროსის კვალიში,მეორე წრეში წააგო რუს
რუს ვესნა დოლონცთან(მანასიევა) 2-6,3-6
მაისის ბოლოს და კარიერაში მეხუთე ITF მოიგო,იტალიაში გრადოს 25 000$ ტურნირი(ფინალში ანა იოვანოვიჩი სამ სეტში დაამარცხა)
ბირმინგემის კვალიში პირველივე წრეში წააგო ბრიტანელ
ნაომი ცავადაისთან 3-6,4-6
უიმბლდონის კვალიში კი ამჯერადაც ვერ მოიგო პირველი მატჩი,ჩინელ
შუაი ზენგთან 1-6,7-6(2),2-6 წააგო
ბაშტადის კვალიში უკრაინელ
ანა პივენთან წააგო 3-6,3-6
პრაღაში კი პირველად გავიდა WTA 1/4 ფინალში,მოუგო რიბარიკოვას 0-6,7-5,7-5, ჩეხ
ევა ჰრდინოვას 6-4,6-3.1/4 ფინალში გამოცდილ
პატი შნიდერთან დაძაბულ ბრძოლაში წააგო 6-2,2-6,5-7
პორტოროზის კვალი წარმატებით გაიარა და პირველ წრეში იტალიელ
სარა ერანისთან 6-7(1),4-6 წააგო
სტამბოლის კვალიში პირველი წრე წააგო ჩეხ
კრისტინა პლისკოვასთან 3-6,4-6
ცინცინატის კვალიში უზბეკ გიგანტთან
აკგულ ამანმურადოვასთან 4-6,2-6 დამარცხდა
US open-ზე ამჯერადაც 1 მატჩი დააკლდა ძირითად ბადემდე,ფრანგი
ირენა პავლოვიჩის და გერმანელი
ანა-ლენა გრენეფელდის დამარცხების შემდეგ,ჩეხ
ზუზანა ონდრაშკოვასთან წააგო 5-7,6-2,6-7(5)
კვებეკში ავსტრალიელი
ალისია მოლიკი(ყოფილი ათეულის წევრი) დაამარცხა 3-6,6-3,6-2.შემდეგ კი ოუდინთან 3-6,0-6 წააგო
ანა 2010 წლის ბოლოს მსოფლიოს 134-ე ჩოგანი იყო
* * *
2011მიმდინარე სეზონი ანასთვის ყველაზე წარმატებულია
წლის პირველი ტურნირი ბრისნები იყო სადაც კვალიდან დაიწყო თამაში და 3 მატჩის მოგების შემდეგ(
დარია კუსტოვა,კაროლინა შპრემი,არანჩა რუსი ) ჩეხ
ბარბარა ზაჰლავოვა-სტრიჩოვასთან წააგო 5-7,2-6
შემდეგი ტურნირი ავსტრალიის ღია ჩემპიონატი იყო,სადაც ასევე კვალიდან დაიწყო თამაში,პირველ წრეში პოლონელი
ურსულა რადვანსკა 4-6,6-2,6-0 დაამარცხა,შემდეგ კი უკრაინელ
მარია კორიცევასთან 2-6,3-6 წააგო
მემფისში ძირითადში მოხვდა,მაგრამ რუს
ქსენია პერვაკთან 3-6,4-6 წააგო
აკაპულკოში წარმატებით გაიარა კვალიფიკაცია(ელენი დანილიდუ,ოლგა სავჩუკი,პეტრა ცეტკოვსკა) პირველ წრეში კი არგენტინელ
ჟიზელა დულკოსთან წააგო 3-6,1-6
ინდიანა-უელსი საკვალიფიკაციო ბადით დაიწყო,პირველი წრეში ესპანელ პოუს-ტიოსთან 3-6,6-3,0-4 აგებდა და ტრავმის გამო თამაში შეწყვიტა.
შემდეგ იყო მაიამი,სადაც კვალის წარმატებით გავლის შემდეგ(პატრისია მაირ-აჩლეიტნერი,ნურია ლაგოსტერა-ვივესი) ბელარუსს
ოლგა გოვორცოვას მოუგო პირველ წრეში 6-3,5-7,6-3.მეორეში კი ესპანელ მარტინეს სანჩესთან წააგო 1-6,4-6
ჩარლსტონის კვალიც წარმატებული იყო ქართველისთვის(გაბრიელა პაზი,ტეტიანა ლუჟანსკა),ეს ტურნირი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო ანისთვის.პირველ წრეში ავსტრალიელი
ელენა დოკიჩი (ყოფილია თეულის წევრი)3 სეტში დაამარცხა 7-5,2-6,6-4.შემდეგ რუს
მარია კირილენკოს(9 ნომრად განთესილი) დაატოვებინა ტურნირი 5-7,7-5,6-3.1/8 ფინალში კი ბელგიელ
იანინა ვიკმაიერთან წააგო 4-6,5-7
როლან გაროსზე,პირველად
ლეილა მესხის შემდეგ ქართველი ქალი ჩოგბურთელი დიდი სლემის ძირითად ბადეში მოხვდა.მეტოქე სერიოზული შეხვდა ანას, ფრანგი
მარიონ ბარტოლი(11 ნომრად განთესილი).მიუხედავად ამიდა,
ფილიპ შატრიეს კორტზე,ანამ ფავოტიტს პირველი სეტი იოლად მოუგო 6-1,მაგრამ ბარტოლმა შემდეგი 2 სეტი 6-2,6-1 მოიგო და მეორე წრეში გავიდა.(ბარტოლი 1/2 ფინალამდე გავიდა)
ბირმინგემში ანა ძირითადში თამაშობდა,პირველ წრეში ბრიტანელ სამანტა მიურეის 7-5,6-1 მოუგო,მეორეში კი მსოფლიოს ყოფილ პირვლ ჩოგანთან სერბ
ანა ივანოვიჩთან 1-6,0-6 განადგურდა.
ისტბურნის საკმაოდ სოლიდარული ტურნირი კვალით დაიწყო,ბრიტანელი Webley-Smith, Emily 6-2,6-4 დაამარცხა,შემდეგ კი სანია მირზასთან წააგო 2-6,6-3,3-6
ამის შემდეგ იყო უიმბლდონი.სადაც ასევე ძირითად ბადეში მოხვდა და პირველ წრეში რუსი
ანასტასია პივოვაროვა 3 სეტში 3-6,6-2,6-3
დაამარცხა.ეს იყო პირველი გამარჯვება დიდი სლემის მთავარ ბადეში.მეორე წრეში კი 19-ე ნომრად განთესილ ბელგიელ ვიკმაიერთან წააგო,თუმცა 3 სეტში 6-3,4-6,2-6
ამის შემდეგ იტალიაში რიგით მეექვსე და ყველაზე სოლიდური ITF ტურნირი მოიგო(100 000$).რამაც ანა მოწინავე ასეულის ბინადარი გახადა!!!
ბაშტადის პირველ წრეში სლოვენიელ
პოლონა ჰერცოგთან წააგო 5-7,3-6.(ჰერცოგი ტურნირის ჩემპიონი გახდა)
პალერმოში პირველ წრეში ბულგარელ
ცვეტანა პირონკოვას შეხვდა და 2-6,5-7 წააგო(პირონკოვამ უიმბლდონზე ვენუს უილიამსი და ვერა ზვონარევა დაამარცხა)
მომდევნო ტურნირი იყო ბაქო.პირველ წრეში რუსი
ევგენია როდინა(მერვე ნომრად განთესილი) 6-4,6-2 დაამარცხა.1/8 ფინალში "იღბლიანი წაგებული"
თათია მიქაძე 7-6(4),6-3.
ეს იყო პირველი ქართული დერბი ATP ან WTA ტურნირებზე .1/4 ფინალში კი ტურნირის პირველ და მსოფლიოს მესამე ჩოგანთან რუს
ვერა ზვონარევასთან 5-7,7-6(4),2-6 წააგო.მატჩი 3 საათი და 3 წუთი გაგრძელდა!!!აღსანიშნავია რომ ბაქოში ანა თავისი კარიერის მანძილზე მეორედ გავიდა WTA ტურნირების 1/4 ფინალში.
This post has been edited by norika on 23 Jul 2011, 17:25