SV Werder Bremen სრული სახელი: Sportverein Werder Bremen
von 1899 e. V.
ზედმეტსახელები: Die Werderaner,Die Grün-Weißen.
დაარსების თარიღი: 1899 წლის 4 თებერვალი.
სტადიონი: ვეზერშტადიონი (ტევადობა 43500 ადამიანი)
მწვრთნელი: ტომას შააფი
კლუბის ოფიციალური საიტი:
http://www.werder.de/ ისტორია დაარსებიდან,ტომას შააფის მოსვლამდე ბრემენის ვერდერი დაარსდა 1899 წლის 4 თებერვალს.კლუბმა პირველი მატჩი გამართა ASC 1898 Bremen-ის წინააღმდეგ რომელშიც კლუბმა გაიმარჯვა ანგარიშით 1:0.ამის შემდეგ კლუბმა მრავალ რეგიონალურ წარმატებას მიაღწია.პირველი მსოფლიო ომის შემდეგ,1920 წელს,სხვადასხვა სპორტში დაინტერესების გამო კლუბმა შეიცვალა სახელი და ეწოდა:Sportverein Werder Bremen(მიუხედავად ამისა რათქმაუნდა ყველაზე დიდი ყურადღება ფეხბურთს ექცეოდა).1922 წელს ვერდერი გახდა პირველი გერმანული გუნდი რომელმაც დაიქირავა პროფესიონალი მწვრთნელი,მიუხედავად მრავალი მცდელობისა კლუბმა 20-იანი წლების ბოლოს და 30-იანი წლების დასაწყისში ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწია.ვერდერის წინსვლა დაიწყო 1933 წელს გერმანული ფეხბურთის რეორგანიზაციით,რის შემდეგაც შეიქმნა 16 რეგიონალური ლიგა(რომელსაც მესამე რაიხში "Gauligen" უწოდეს). ვერდერი წლების მანძილზე გამოდიოდა Gauliga Niedersachsen-ში სადაც კლუბმა თავის პირველ რეალურ წარმატებას მიაღწია:მოიგო დვიზიონი 1934,1936 და 1938 წლებში და ისტორიაში პირველად ითამაშა გერმანიის ჩემპიონატი ფლეიოფში.მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გუნდმა მიაღწია პირველ დიდ წარმატებას 1961 წელს მოიგო გერმანიის თასი. ვერდერის კარგმა თამაშმა გუნდს ადგილი მოუპოვა ახალშექმნილ "ბუნდესლიგაში" სადაც შექმნიდან (1963 წ.) მეორე სეზონი ვერდერის გამარჯვებით დასრულდა.გუნდი გავიდა მეორე ადგილზე ბუნდესლიგაში 1967-68 წლების სეზონში. პირველი წარმატების შემდეგ გუნდი კრიზისმა მოიცვა,რამაც 1980 წელს სეზონში ბუნდესლიგიდან პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად გავარდა გამოიწვია(გუნდმა ბუნდესლიგა მეჩვიდმეტე აგილზე დაასრულა).
გუნდმა კრიზისს თავი დააღწია ახალი მწვრთნელის ოტო რეჰაგელის დახმარებით,რომელმაც კლუბი დააბრუნა ბუნდესლიგაში 1 სეზონში. "მეფე ოტოს" დამოძღვრილმა ვერდერმა გერმანიის საუკეთესო გუნდის ტიტული მოიპოვა 1988 წელს,რასაც მოჰყვა წარმატებები პოკალზე,სადაც გუნდი სამჯერ ზედიზედ გავიდა ფინალში და გაიმარჯვა 1991 წელს.1992 წელს ვერდერმა გაიმარჯვა თასების მფლობელთა თასში,რასაც მოჰყვა ბუნდესლიგის მესამედ მოგება 1993 წელს.1995 წელს ოტომ გუნდი დატოვა და მიუნჰენს მიაშურა.რეჰაგელის წასვლის შემდეგ,გუნდში ზედიზედ რამდენიმე მწვრთნელმა არ გაამართლა რამაც გუნდის კრიტიკულ სიტუაციაში ჩავარდნა გამოიწვია.
შააფის მოსვლა და ახალი წარმატებები კლუბმა კრიზისს თავი დააღწია მწვრთნელის პოსტზე,გუნდის ყოფილი მცველის ტომას შააფის დანიშნვით.ახალმა მწვრთნელმა სწრაფად შესძო გუნდში სიტუაციის გამოსწორება და იმავე წელს გუნდმა მოიგო პოკალი თერთმეტმეტრიანების სერიაში მიუნჰენის 5-4 დამარცხებით. ამ წარმატების შემდეგ გუნდმა დაიწყო სტაბილურად მაღალი პოზიციების დაკავება ბუნდესლიგაში.2004 წელს გუნდის წინსვლა დაგვირგვინდა ბუნდესლიგის და პოკალის მოგებით.
ვერდერის გამოსვლა ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლად დასრულდა 2004-2005 და 2005-2006სეზონებში,2004-2005 წლების სეზონში,ვერდერი გამოაგდო ლიონმა ხოლო შემდეგ სეზონში იუვენტუსმა სტუმრად გატანილი გოლის წესით.2007 წელს გუნდმა მრავალი სირთულეების მიუხედავად დაიკავა მესამე ადგილი ბუნდესლიგაში და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე,ევოპა ლიგაზე ვერდერი გავიდა 1/2 ფინალში სადაც გამოვარდა ესპანიოლთან.სეზონის შემდეგ გუნდმა დაკარგა ლიდერი:მიროსლავ კლოზე რომელმაც მიუნჰენს მიაშურა.ბრემენის ვერდერმა გააგრძელა უეფას თასზე ასპარეზობა 2008-2009 წლების სეზონში,სადაც გუნდმა მოახერხა ფინალში გასვლა,მაგრამ სამწუხაროდ გადამწყვეტ შეხვედრაში დამარცხდა დონეცკის შახტართან დამატებით ტაიმში გატანილი გოლით.2010 წელს ბუნდესლიგაში დაკავებული მესამე ადგილის გამო გუნდი მოხვდა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სადაც სამპდორიასთან მძიმე ბრძოლის შემდეგ მოიპოვა ჯგუგურ ეტაპზე თამაშის უფლება.
ჯგუფში ვერდერი მოხვდა ტოტენჰემთან,ტვენტესთან და ჩემპიონთა ლიგის 2009-2010 სეზონის გამარჯვებულ ინტერთან ერთად,სადაც გერმანული გუნდი მეოთხე ადგილზე გავიდა და გამოეთიშა ევროტურნირებს. გუნდი მოიცვა კრიზისმა რაც გამოწვეული იყო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელების ლაზარეთში ყოფნით,თუმცა მძიმე მდგომრეობაში ვერდერმა კიდევ ერთხელ გამოავლინა მებრძოლი ხასიათი და შეინარჩუნა ადგილი ბუნდესლიგაში.
This post has been edited by ბიტუნა on 3 Aug 2011, 17:18
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
ამბობენ. რომ ის არ გავს სხვებს. ფი.სი ისწავლე ოცნება