გილოცავთ


დიდი სიურპრიზი - 2015 წლის უეფას სუპერთასის მასპინძელი თბილისია!
გადაწყდა - 2015 წლის 12 აგვისტოს, თბილისი და საქართველო, პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უეფას სუპერთასის მასპინძელი იქნება.
ეს გადაწყვეტილება დღეს, კიევში, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი - რევაზ არველაძე ესწრებიან.
უეფას გადაწყვეტილებით, 2013 წლიდან, მონაკო სუპერთასის ტრადიციული მასპინძელი აღარ იქნება და ამიერიდან, ყოველწლიურად მას სხვადასხვა ქალაქები უმასპინძლებენ. მაგალითად, 2013 წელს, ფინალური მატჩი პრაღაში ჩატარდება; ხოლო, ჩვენდა სასიხარულოდ, 2015 წელს, ამ დიდი მატჩისა და ღონისძიების მასპინძელი ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი იქნება.
ამ ეტაპზე, დეტალები ჯერ ცნობილი არაა. გადაწყვეტილება სულ რამდენიმე წუთის წინ, კიევში, საგანგებო პრესკონფერენციაზე გაჟღერდა. ჩვენთვის საინტერესო ყველა კითხვას კი,ამომწურავი პასუხი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების თბილისში დაბრუნების შემდეგ გაეცემა.
სფფ-ის პრესსამსახური
საპრეზენტაციო კლიპი
მაინტერესებს რას დაწერენ ოპოზიციურად განწყობილი იუზერები

არავის დამსახურება არაა ეს ხო? თავისით დაესიზმრა უეფას
This post has been edited by Jack Black on 30 Jun 2012, 15:29
2001 წელია. მირეკავს მეგობარი ევროპის ერთერთი ქვეყნიდან და მთხოვს, პოლიტიკურ თავშესაფარს ვითხოვ იქნებ გაიხსენო, გიორგაძემ შევარდნაძეს ტერაქტი, ზუსტად რომელ რიცხვში მოუწყო, კომისიას ვუმტკიცებ, რომ შევარდნაძის მანქანაში ვიჯექიო :) © გიორგი ჯანელიძე