
მოგესალმებით ყველას.
მსოფლიოში ცნობილი ფაქტია, რომ ქართველები მეტად ამბიციურები და ნიჭიერი ხალხი ვართ. მიუხედავად დღეს ჩვენი პოლიტიკური და ფინანსური მდგომარეობისა, მიუხედავად ბევრი სხვადასხვა პრობლემებისა, მაინც ვცდილობთ ყველა სპორტსა თუ სხვადასხვა ასპარეზზე გამოვიდეთ და თავი გამოვიჩინოთ. ისიც ყველამ კარგად ვიცით რომ დღესდღეობით საქართველოში თითქმის ყველა სპორტი აქტუალურია, თუმცა
ფორმულა ერთს არ ექცევა დიდი ყურადღება. მიუხედავად ამისა საქართველოში მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, ვისაც მთელი სულით და გულით უყვართ ეს სპორტი და ადევნებს თვალყურს საკმაოდ აქტიურად.
გარდა ამისა არიან ადამიანები ვისაც ძალიან უყვართ სპორტული სიმულატორები, და მათ შორის სარბოლო სიმულატორები, და ესე რომ ვთქვათ - ერთერთი საუკეთესო გასართობია მათთვის.
მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყნებში, აშშ-ში, ბრიტანეთში, ბელგიაში, რუსეთში ავსტრალიაში, უნგრეთში და ა.შ. საფუძველი ჩაეყარა ძალიან კარგ მიმდინარეობას,
ჩემპიონატებს სარბოლო სიმულატორებში, მათ შორის F1-შიც, აგერ უკვე რამოდენიმე წელია, რბოლები მიმდინარეობს და საკმაოდ წარმატებითაც. სამწუხაროდ ამ ჩემპიონატებზე სულ რამოდენიმე ქართველი თუ იღებს მონაწილეობას. თუმცა სურვილი ძალიან ბევრს აქვს.
გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენც გავაკეთოთ ჩვენი საკუთარი ჩემპიონატი, საკუთარი ლიგა, რომელიც დაიწყება 2012 წლიდან F1-ში და გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაშ ფორმულა ერთის კალენდრის პარალელურად, თავის ქულებითა და სატურნირო მდგომარეობებით. წლის ბოლოს რომელ პილოტსაც (მოთამაშეს) ექნება მეტი ქულა, სწორედ ის დასახელდება გამარჯვებულად,
საქართველოს ჩემპიონად. შეირჩა ორი ძალიან კარგი თამაში
F1 2011 და
rFactor. რომლებშიც ჩატარდება შეჯიბრებები, ორივე თამაშში შეჯიბრებები იქნება სხვადასხვა დროს, ასე რომ მრბოლელებს საშუალეა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ, როგორც ერთერთ ასევე, ორივე თამაშში. სპეციალურად ამისთვის დაერგისტრირებულია დომენი
www.f1game.ge და საიტი უკვე მზადაა, სადაც გაშუქდება ყველა რბოლა, დაიწერება შედეგები და სატურნირო მდგომარეობები, ასევე დაიდება თამაშის გადმოსაწერი ბმულები, მოდები, სქინები, დამატებები, სხვადასხვა სიახლეები და ა.შ. საიტზე დაყენებულია ტაიმერი, რომელიც მოგვცემს საშუალებას გავარკვიოთ რა დრო გვაქვს დარჩენილი მომავალ რბოლამდე
მონაწილეების შერჩევა მოხდება მათი სურვილის მიხედვით. დაიგეგმება წინასასეზონო კვალიფიკაცია რამოდენიმე ტრეკზე (
შეირჩევა 4 ტრეკი, ორი მშრალ (ცხელ) ამინდში, ერთი მშრალ (ცივ) ამინდში და ერთიც წვიმიანში), კვალიფიკაციის შემდეგ ვისაც უკეთესი შედეგები ექნება მოხდება ე.წ. განთესვა, ანუ გაკეთდება რამოდენიმე ჯგუფი, რამოდენიმე ლიგა (მაგ: პირველი ლიგა და მეორე ლიგა). პირველ ლიგაში მოხვდებიან ის მოთამაშეები ვისაც უკეთესი შედეგები ექნებათ შესარჩევ კვალიფიკაციაზე, ხოლო მეორეში - ვისაც შედარებით ცუდი შედეგები ექნებათ ნაჩვენები. თუმცა სეზონის შუაში ერთხელ, ან ორჯერ მოხდება ლიგების გადახედვა და თუ მეორე ლიგაში გამოიკვეთება აშკარა ფავორიტი, ან პირველ ლიგაში გამოიკვეთება აშკარა აუტსაიდერი, მოხდება მათი ადგილების შეცვლა. მეორე ჯგუფის საუკეთესო ამოიწევს პირველ ლიგაში, ხოლო პირველი ლიგის ყველაზე სუსტი მოთამაშე ჩამოიწევს მეორე ჯგუფში. ამის გარდა, თუ სეზონის დაწყების მერე სხვა მოთამაშეებიც გამოთქვავენ სურვილს რომ შემოუერთდნენ ჩემპიონატს, და გარკვეული რაოდენობის განაცხადები იქნება, ესეც იქნება გათვალისწინებული, შესაძლებელი იქნება კიდევ ერთი ჯგუფის დამატება და ა.შ.
წესებიც და კალენდარიც გადმოღებული არის ფორმულა ერთის ოფიციალური საიტიდან და ჩემპი ჩატარდება ამის პარალელურად. (მაგ: 2012 წლის კალენდრის მიხედვით პირველი რბოლა დაგეგმილია 18 მარტს, ავსტრალიაში, შესაბამისად ჩვენც გვექნება რბოლა იგეივე დროს იგივე ტრეკზე და ა.შ.). ასევე რეგლამენტიც გადმოტანილია ფ1-ს ოფიცლიალური საიტიდან (მაგ: რბოლის დროს ისე გადავასწარით მოთამაშეს რომ დავარღვიეთ წესები და ეს თამაშს გამოეპარა, მაშინ ვუბრუნებთ პოზიციას და ა.შ.). დაწვრილებით რეგლამენტის შესახებ მოგვიანებით დავწერ, შეთანხმებული იქნება ყველა მოთამაშესტან, ვინც ჩემპისთვის შეირჩევა.
რბოლების დამთავრების მერე, რამე საკამათო სიტუაციები რომ არ დაგვჩეს განუხილავი, შეირჩევა რამოდენიმე ადამიანი სხვადასხვა ჯგუფებში, და მოხდება კონკრეტული ინციდენტების გარჩევა. ის მხარე, რომელმაც დაუშვა შეცდომა და შემდეგ ის არ გამოასწორა, დაისჯება (ესეც შეთანხმდება მრბოლელებთან ჩემპის დაწყებამდე). გაჩნდება კითხვა, თუ როგორ შევძლებთ ჩატარებულ რბოლაში მომხდარი ინციდენტების გარჩევას. პასუხი მარტივია, არსებობს პროგრამა რომელიც ჩაიწერს რბოლებს, ეს არის
MSI Afterburnr Beta, რომელიც არის ფრაპსის მაგვარი პროგრამა, თუმცა სხვა პროგრამებისგან განსხვავებით მოითხოვს ძალიან მცირე მოთხოვნებს და კომპს არ ტვირთავს. ვიდეოს ჩაწერა შესაძლებელია როგორც დაბალი ხარისხით, ასევე HD ფორმატშიც.
საქართველოს ჩემპიონატის ჩატარების იდეა დაიბადა 6-7 თვის წინ და ამასთან დაკავშირებით ფორუმ.ჯე-ს სხვადასხვა თემებში ეტაპობრივად ხდებოდა ინფორმაციის დადება, მსურველი საკმაოდ ბევრი იყო. როგორც იქნა მივდივართ საფინალო სტადიამდე, ისღა დაგვჩენია მივიღოთ განაცხადები და დაველოდოთ ჩემპის დაწყებას. გახსნილი არის ორი მეგობარი თემა:
F1 2011-ის => F1 2011™
და
rFactor-ის => Rfactor Part Vll
(შენიშვნა: გამომდინარე იქიდან, რომ ამ წლის ბოლოს გამოდის rFactor 2, გამოვა თუ არაა, პირველს ჩაანაცვლებს მეორე ნაწილი და ჩემპი ჩატარდება, ან გაგრძელდება სწორედ rFactor 2-ით)რაც შეეხება უშუალოდ რბოლებს, ჩატარდება შემდეგი პრინციპით: კვალიფიკაცია + რბოლა. გაიმართება შაბათს ან კვირა დღეს მოთამაშეებთან შეთანხმებით. ისე რომ არ დაემთხვეს რეალურ რბოლებს. GP-ების ჩატარება მოხდება დამხმარე პროგრამით
HAMACHI-ს მეშვეობით, ტუტორიალები და ინსტუქციები იხილეთ ზემოთმოყვანილ თემებში
======================================================
განაცხადის ფორმა:
1. სახელი:
2. გვარი (სურვილისამებრ):
3. Gaming ID: (სათამაშო ნიკი)
4. ასაკი:
5. ქალაქი:
6. რა ტიპის კონტროლერით თამაშობ? (საჭე, ჯოისტიკი, კლავიატურა)
7. რომელი სარბოლო თამაშებში გაქვს გამოცდილება ?
F1
Gran Turismo
DiRT
GTR
iRacing
Live for Speed
netKar PRO
rFactor
ARCA Sim Racing
GT Legends
Driver
WRC
Test Drive Unlimited
Ferrari Virtual Academy
Nascar Racing
GRID
8. როგორ შეაფასებთ თქვენი ტარების კლასს? (დამყწები, მოყვარული, პროფესიონალი, ტოპ პილოტი)
9. თამაშის სახეობა: (F1 2011, ან rFactor, ან ორივე)
10. მცირე ინფორმაცია თქვენს შესახებ: (სურვილისამებრ)
======================================================
This post has been edited by MuFaS on 4 Oct 2011, 11:33