ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი საქართველოს მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებზე საკუთარი მოსაზრების დაფიქისრებას ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
როგორც ჯონ ბასმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, უფრო მეტად მნიშვნელოვანია, თუ რას ფიქრობენ ამ საკადრო ცვლილებებზე საქართველოს მოქალაქეები.
"ალბათ მნიშვნელოვანია, დაველოდოთ, როგორ იქნება მინისტრთა კაბინეტი საბოლოო სახით წარდგენილი პარლამენტში დასამტკიცებლად. ნაკლებად მნიშვნელოვანია ის, რას ვფიქრობ მე ამ საკითხზე და მეტად მნიშვნელოვანია, თუ რას ფიქრობენ საქართველოს მოქალაქეები", - განაცახადა ჯონ ბასმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე 30 ივნისს პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი წარადგინა, პრემიერ-მინისტრის შეცვლის შემდეგ კი, მინისტრთა კაბინეტი გადაყენებულად ითვლება. გარდა ამისა, მთავრობაში იქმნება კიდევ ერთი - დასაქმების სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც "კავკაზუს როუდ პროჯექტის" დირექტორმა პაატა ტრაპაიძემ დაიკავა.
მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ხვალ გახდება ცნობილი.
იპნ
აღარ გვჯერა მაგათი ბატონო ჯონ, აღარ!...
და ამიტომ ბასთან ერთად ერთი სოლო-ც ააამოქმედეთ, რა იქნება
This post has been edited by forumeli64 on 2 Jul 2012, 18:19
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...