დეპილაცია – ეს არის თმის ღერის მოშორება, რომელიც კანის ზედაპირზე მდებარეობს
ეპილაცია – თმის ამოღება ძირიანად, რის დროსაც ხდება ფოლიკულის აპარატის დაზიანება.
ეპილაციის შემდეგ თმა სამწუხაროდ სამუდამოდ არ ქრება, მაგრამ დიდი ხნის მანძილზე აღარ შეგაწუხებთ
ყველაზე პოპულარული საშუალებები ლაზერული და ელექტრო ეპილაციაა
ლაზერული ეპილაცია ლიდერი იყო წინა თემაში [ 145 ] [35.02%]
შედარებით უმტკივნეულო, სწრაფი და რაც მთავარია, სრულიად უსაფრთხო პროცედურაა. ალექსანდრიტის ლაზერის სხივი აღწევს თმის ფოლიკულის სიღრმემდე და ანადგურებს მას ისე, რომ არ იწვევს კანის მთლიანობის დარღვევას. გაცივების დინამიკური სისტემა კანს დამწვრობისა და დაზიანებისაგან იცავს.
უპირატესობა
პროცედურა სწრაფია და ამიტომ ტკივილსაც თითქმის ვერ ვგრძნობთ, განსაკუთრებით კარგი ეფექტი აქვს სხეულზე და რამდენიმე პროცედურაში თმა აღარ ამოდის! პირველივე პროცედურიდან შეატყობთ რომ კანი გათეთრდა თმა კი განახევრებული და ისიც ღია ფერის და რბილია
ნაკლი
ზოგჯერ ლაზერული ეპილაცია უშედეგოა ქერა თმისთვის. ზოგადად სახეზე (ანუ რბილ თმაზე) უფრო მეტი პროცედურაა საჭირო, თუმცა ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია
--------------------------------------------------------------------
ელექტრო ეპილაცია
ელექტროეპილაციის პრინციპი გულისხმობს დენის თმის ბოლქვზე ზემოქმედებას, რის შედეგადაც თმა იწყებს ცვენას, შემდეგ კი აღარ იზრდება. თხელი წვერის მეშვეობით ელექტროდენი აღწევს კანის გარკვეულ სიღრმეში და იწვევს თმის ბუდის დაშლას. პროცედურა ხანგრძლივი და მკივნეულია (გაყუჩების გარეშე, თუმცა გაყუჩების - დაბუჟების შედეგად კანი სივდება, პროცედურის შემდეგ რჩება წითელი წერტილები რომლებზეც სპეციალურ დამამშვიდებლებს ისვამენ)არის რისკი იმისა რომ კანზე დარჩეს ნემსის კვალი, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა შეარჩიოთ სპეციალისტი
უპირატესობა
თმის სამუდამოდ მოცილების მეტი შანსი
ნაკლი
დახარჯული დრო, ნერვები და ფული. დარჩენილი სიწითლე, დასიება და მომავალში კანზე პრობლემების გაჩენის რისკი
--------------------------------------------------------------------
ფოტოეპილაცია
დღეისთვის, ფოტოეპილაცია ითვლება არასასურველი თმების მოშორების ერთ–ერთ ყველაზე თანამედროვე და ეფექტურ საშუალებად. ამ მეთოდის გამოყენების პრინციპი ეფუძნება სხივური ტალღების თმაზე ზემოქმედებას. კანის შერჩეულ, 5 კვადრატული სანტიმეტრის მოცულობის უბანზე (სადაც არასასურველი თმები უნდა მოაცილონ) სპეციალური მოწყობილობიდან დაასხივებენ სინათლის ხილულ სხივებსა და მოკლე დიაპაზონის ინფრაწითელ სხივებს, რომლის ფოტონებიც თმის დაშლას იწვევს
უპირატესობა
ფოტოეპილაცია წარმატებით უკლავდება ნებისმიერი სისქისა და ფერის თმებს, სახისა და სხეულის ნებისმიერ ადგილზე. თუმცა ესეც ინდივიდუალურია
ნაკლი
ფოტოეპილაციის შემდეგ თავი უნდა შევიკავოთ ოდეკოლონის, სუნამოების, სხვადასხვა სპირტისშემცველი ტონიკისა და ლოსიონის, აეროზოლის ტიპის ლოსიონების ხმარებისგან, რადგან ამ ყოველივემ შესაძლოა პიგმენტური ლაქები გააჩინოს კანზე.
--------------------------------------------------------------------
კრემი დეპილაციისათვის
უბრალო, იაფი და აბსოლიტურად უმტკივნეულო საშუალება ერთი კვირით თმის მოსაშორებლად. დეპილაციის კრემებს შორის არის სხვადასხვა სახეობები: უნივერსალური, სახის, ბიკინის, იღლიის, ფეხისა და ხელისთვის და მგრძნობიარე კანისათვის. ამ საშუალებას ისმევენ კანის ზედაპირზე, აჩერებენ რამდენიმე ხანს, და შემდეგ სპეციალური შპატელის დახმარებით თმასთან ერთად იშორებენ.
უპირატესობა
სწრაფი და უმტკივნეულო მეთოდია. ამ კრემის გამოყენება პრაქტიკულად სხეულის ყველა ნაწილზე შეიძლება. იგი უფრო ხანგრძლივ ეფექტს იძლევა, ვიდრე პარსვა. თმა ამოსვლას იწყებს 5-6 დღის შემდეგ. თუ პარსვიდან მეორე დღესვე ჩნდებიან მჩხვლეტავი თმები, დეპილაციის შემდეგ თმა ამოდის რბილი, მომრგვალებული თავით, რაც გლუვი და ნაზი კანის ეფექტს ქმნის.
ნაკლი
დეპილაციის კრემს აქვს ოდნავ უსიამოვნო სპეციფიური სუნი, მის შემადგენლობაშ\ი შემავალი ნივთიერებების გამო. ეს კრემები შეიცავენ ქიმიურ კომპონენტებს, რომლებიც შლიან ზედაპირზე ამოსულ თმას. მგრძნობიარე კანის მქონე ქალებში შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება. ამიტომ, წინასწარ ჩაიტარეთ ტესტი მგრძნობელობაზე. მწარმოებლები ცდილობენ შეამცირონ კრემის მავნე ზემოქმედება კანის მკვებავი და აღმდგენი ნივთიერებების დამატებით. ამიტომ, შეიძინეთ მხოლოდ ხარისხიანი კრემები, რომლებიც შეიცავენ მცენარეულ ექსტრაქტებს(ალოე ვერა, გვირილა), ვიტამინებს (Е, С, D – პანტენოლი).
--------------------------------------------------------------------
დეპილაცია ცვილის მეშვეობით
ცვილი წარმოადგენს დეპილაციის ნაკლებად ალერგიულ და უფრო ბუნებრივ საშუალებას. არსებობს ცხელი, თბილი და ცივი ცვილი.
ყველაზე ხშირად გამოიყენება ცხელი ცვილი: მას აცხელებენ მიკროტალღოვან ღუმელში ან ცხელ წყალში, შემდეგ ისმევენ თხელ ფენად და იშორებენ ქსოვილის ნაჭრით. თბილი ცვილი მოსახერხებელია იმით, რომ მისი გათბობა ხელის გულებითაც შეიძლება. იგი იყიდება სპეციალურ ფლაკონში "ბურთიანი" აპლიკატორით, რაც აიოლებს ცვილის თხელ ფენად წასმას. ცივ ცვილს უფრო ნაკლები ტემპერატურა სჭირდება, უფრო ხშირად კი მაშინვე ესმევა ქსოვილზე, ქაღალდზე ან პოლიეთილენის ზოლებზე.
უპირატესობა
ცვილი აშორებს თმას ფოლიკულთან ერთად, რისი წყალობითაც იძლევა ხანგრძლივ ეფექტს 3-4 კვირით.
ნაკლი
დამოუკიდებლად ცვილის თხელ ფენად წასმა საკმაოდ რთულია და ამ საქმის ცოდნას საჭიროებს. ამასთან, წასმისას უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად, რომ კანი არ დაიწვათ. ეს მეთოდი რამდენადმე მტკივნეულია, და პროცესის შემდეგ კანი წითლდება.
--------------------------------------------------------------------
ელექტრო ეპილატორი
ამ მინიატურული ელექტროხელსაწყოს მოქმედება მარტივია: პატარა პინცეტები თმას ფოლიკულთან ერთად წიწკნიან.
უპირატესობა
ეფექტი ერთ თვეს გრძელდება, ხოლო ხელახლა ამოსული თმა ბევრად სუსტია.
ნაკლი
ხანდახან თმა ჩაბრუნდება ხოლმე, რაც საზრუნავს შეგიქმნით. ბიკინის ზონაში ეს პროცედურა სულაც არ არის სასიამოვნო...
როგორ ავარიდოთ თავი თმის ჩაბრუნებას !
• სანამ თმის მოცილებას დავიწყებთ აუცილებლად უნდა მივიღოთ თბილი აბაზანა.
• კარგად გავიხეხოთ კანი სკრაბით და უხეში ქისით.
• საპარსი ქაფის ნაცვლად გამოიყენეთ თმის კონდენციონერი, ის არბილებს კანს და ხსნის გაღიზიანებას.
• ეპილაციის შემდეგ აუცილებელის წავისვათ თმის ზრდის შემამცირებელი ან კანის დამატენიანებელი მალამო.
თუ თმა მაინც ჩაბრუნდა
თმა უნდა ამოვიღოთ პინცეტით ან ნემსით, რომელიც სპირტით უნდა დამუშავდეს აუცილებლად. მიიღეთ ცხელი აბაზანა, გამოიყენეთ სკრაბი. კანი ჩაბრუნებული თმის გარშემო დაიმუშაბეთ სპირტით. ბრთხილად ამოწიეთ ნემსის წვერით თმის ღერი, მოკიდეთ მას პინცეტის პირი და ამოაძრეთ. შემდეგ კანი ისევ დაამუშავეთ სპირტით რომ არ შეიჭრას ინფექცია და წაისვით ანტისეპტიკური მალამო.
ბოდი შუგარინგი
"ბოდი შუგარინგი" - სხეულიდან თმის მოცილების საკმაოდ ეფექტურ და ამავდროულად იაფ საშუალებას წარმოადგენს, რომელსაც როგორც ცნობილია დედოფალი კლეოპატრა ხშირად მიმართავდა. ამ მეთოდის უპირატესობა სხვა საშუალებებთან შედარებით ისაა, რომ იგი თმას ფესვიანად იღებს და დროთა განმავლობაში თმის ზრდის ინტენსივობა კლებულობს, შეფერილობაც უფრო ღია ფერის ხდება და რაც ყველაზე მთავარია: უმტკივნეულოა.
დაგჭირდებათ მხოლოდამხოლოდ: შაქარი, წყალი და ლიმონის წვენი.
ინგრედიენტები:
- 2 ჭიქა შაქარი
- 1/4 ლიმონის წვენი
- 1/4 ჭიქა წყალი
- ინგრედიენტები ერთმანეთში აურიეთ და ადუღეთ დაახლოებით 5 წუთი დაბალ ცეცხლზე. მასამ უნდა მიიღოს ყავისფერი შეფერილობა. ყურადღება მიაქციეთ, რომ არ მიგეწვათ. ხოლო კანის დამწვრობის თავიდან ასაცილებლად დაელოდეთ მიქსტურის ოდნავ შეგრილებას. შეგიძლიათ თავდაპირველად ხელის გულზე მოსინჯოთ, თუკი ტემპერატურა მისაღებია თქვენთვის მაშინ მიღებული ცხელი მასა სხეულის იმ ნაწილზე წაისვით სადაც გსურთ არასასურველი თმის მოცილება. გადაანაწილეთ ბლაგვი დანით ან ჯოხით. მოიმარაგეთ პატარა ბამბის ქსოვილი ანდა ქაღალდი და დააფინეთ საგულდაგულოდ წასმულ მასაზე. რამდენიმე წუთში დაკრული ქსოვილი "აიფხრიწეთ" თმის ზრდის საპირისპირო მიმართულებით.
- დარჩენილი მასა შეგიძლიათ მომავალშიც გამოიყენოთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ხელმეორედ გაცხელება გამოიწვევს მასის გასქელებას.
რამდენიმე რჩევა სწორი დეპილაციისათვის
*** ძალიან მოსახერხებელი და ეფექტურია დეპილაციის წინ სპეციალური ხელსახოცებით კანის გაწმენდა, რომლებსაც ბევრი ფირმა გთავაზობთ დეპილაციის საშუალებებთან ერთად.
***გამოიყენეთ ლოსიონები დეპილაციის შემდეგ კანის აღსადგენად და თმის ზრდის შესანელებლად. ისინი ამშვიდებენ კანს და ახანგრძლივებენ დეპილაციის ეფექტს.
***დეპილაციის პროცედურის გაკეთება უმჯობესია დღის პირველ ნახევარში და მენსტრუაციიდან ერთი კვირის შემდეგ, რადგან მენსტრუაციამდე და მას შემდეგ კანი უფრო მგრძნობიარე ხდება და იხრება გაღიზიანებისაკენ ჰორმონების მომატების გამო.
***ყოველი მწარმოებელი ფირმა გთავაზობთ ინსტრუქციას დეპილატორის გამოყენებისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონკრეტული ინსტრუქციების დაცვა ყოველი კონკრეტული დეპილაციის საშუალებისათვის.
***აუცილებლად ჩაიტარეთ ტესტი კანზე და დარწმუნდით, რომ მოცემული საშუალება არ გაგიღიზიანებთ კანს და არ მოგცემთ ალერგიას. ცნობილია, რომ დეპილატორების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს 2-3 ხარისხის ქიმიური დამწვრობა, რის შედეგადაც კანზე რჩება შრამები მთელი ცხოვრების მანძილზე.
***დეპილატორიის გაჩერება კანზე ვარირებს 4-დან 15 წუთამდე. ამ დროის გაზრდამ შეიძლება კანის რეაქცია გამოიწვიოს მაშინაც კი, თუ ტესტი ჩატარებული გაქვთ.
***არასოდეს გამოიყენოთ დეპილატორები წარბებისა და წამწამების ზონაში, ასევე დამწვარ ან დაზიანებულ კანზე. პირველ შემთხვევაში მოსალოდნელია ლორწოვანი გარსის სერიოზული დამწვრობა, ხოლო მეორეში – პრობლემის გაღრმავება.
წინა თემის ლინკი
ეპილაცია ნაწილი 9
წინა თემის ტოპ მპოსტავები
just smile19 137
umbr_ella 77
n2012 70
ქეთუ 63
UPUPUP 61
sallli1 60
merciamercia 47
hellenn 37
mashikooo 37
happy-go-lucky 35
nuca 34
საკურა. 34
izida_88 34
Misplaced 31