Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
თბილისი
->
რეგიონები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(6)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ბორჯომის ხეობა ცუდ დღეშია
, საცოდაობაა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
bach_ka
Crazy Member
ჯგუფი: Members
bach_ka
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2957
წევრი No.: 80266
რეგისტრ.: 25-December 08
#48229886
· 30 Jun 2016, 12:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბორჯომი, ე.წ. პლატოდან, ქვედა სადგერამდე გაჩეხილია უამრავი ხე.
მიზეზი, როგორც გავიგე ჭიებს უკავშირდება, მაგრამ არამგონია ამდენი ხე ჭიებს გაეფუჭებინა და ეჭვი მაქ უფრო მეტი მოჭრეს ვიდრე საჭირო იყო..
და თუ მართლა ჭიების შემოსევასთან გვქონდა საქმე რას აკეთებდნენ ამდენი ხანი? რატომ არ მიიღეს ზომები?
თუ ჭიების კვების რაციონზე ზრუნავდნენ ?!
საცოდაობა და სირცხვილია!!!
:mad: :mad: :mad:
(IMG:
http://i.imgur.com/1xLbMa0.jpg
)
(IMG:
http://i.imgur.com/601Iph0.jpg
)
(IMG:
http://i.imgur.com/0NVj4RQ.jpg
)
(IMG:
http://i.imgur.com/E9VHnbH.jpg
)
(IMG:
http://i.imgur.com/SzpSg7h.jpg
)
(IMG:
http://i.imgur.com/r3Wnfof.jpg
)
(IMG:
http://i.imgur.com/2nZrL7P.jpg
)
(IMG:
http://i.imgur.com/WHMM0wa.jpg
)
(IMG:
http://i.imgur.com/rLiUOuT.jpg
)
(IMG:
http://i.imgur.com/oQMpygq.jpg
)
(IMG:
http://i.imgur.com/7bZvjES.jpg
)
(IMG:
http://i.imgur.com/QgHYmy8.jpg
)
(IMG:
http://i.imgur.com/MZ4spzI.jpg
)
(IMG:
http://i.imgur.com/mehLBWX.jpg
)
(IMG:
http://i.imgur.com/Xwj9OJR.jpg
)
(IMG:
http://i.imgur.com/zsXne28.jpg
)
(IMG:
http://i.imgur.com/glL29po.jpg
)
(IMG:
http://i.imgur.com/YaUmEeK.jpg
)
(IMG:
http://i.imgur.com/PscdCGC.jpg
)
(IMG:
http://i.imgur.com/gRQusme.jpg
)
(IMG:
http://i.imgur.com/IiSnQmj.jpg
)
(IMG:
http://i.imgur.com/8jNeinY.jpg
)
(IMG:
http://i.imgur.com/lBRzJO8.jpg
)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sTrSandro
sTriker
ჯგუფი: Members
sTrSandro
sTriker
ჯგუფი: Members
წერილები: 6491
წევრი No.: 119919
რეგისტრ.: 22-August 10
#48229905
· 30 Jun 2016, 12:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თბილისსში მოაქვთ ტროიკებია გასაკეთებელი :lol:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
აკაცია
Crazy Member
ჯგუფი: Members
აკაცია
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3813
წევრი No.: 204817
რეგისტრ.: 9-July 15
#48229910
· 30 Jun 2016, 12:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ყველაფერი იყიდება ამ ძაღლის გაგდებულ ქვეყანაში
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
internazionale
JZ4Ever!!!
ჯგუფი: Members
internazionale
JZ4Ever!!!
ჯგუფი: Members
წერილები: 12812
წევრი No.: 7947
რეგისტრ.: 28-December 04
#48232036
· 30 Jun 2016, 17:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რაშიდ კანჯი ოღლიზე ადრეა დასახვრეტი და ჩასაძაღლებელი ვისაც ამის დაცვა ევალება და არ იცავს, ვინც ჩეხავენ და ამით მუცლებს ისივებენ, სად არის გარემოს დაცვა, სად არის პოლიცია, მე რომ ტყეში ფიჩხები შევაგროვო, ცეცხლი დავანთო და მწვადი შევწვა ამაზე დამაჯარიმებენ და ამ ნაბიჭვრებს რატომ არ ყავთ მომკითხავი?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Terjogio
Crazy Member
ჯგუფი: Members
Terjogio
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2219
წევრი No.: 216215
რეგისტრ.: 23-March 16
#48232081
· 30 Jun 2016, 17:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კი დედა აქვს ნატირები ყველაფერს აი ვიდეოც და ნახეთ, 1 თვის წინ არის გადაღებული:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
niniaa
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
niniaa
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9486
წევრი No.: 67969
რეგისტრ.: 23-July 08
#48232098
· 30 Jun 2016, 17:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
90-იანი წლებიდან იჩეხება ბორჯომის ხეობა, კლიმატიც კი შეიცვალა ისეა გაჩეხილი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ვედმინიო
Crazy Member
ჯგუფი: Registered
ვედმინიო
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1371
წევრი No.: 37984
რეგისტრ.: 10-July 07
#48232108
· 30 Jun 2016, 17:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეს ბოზისგაგდებულები ნაცებზე უარესად განაგლდნენ .
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nodari_nx
Stranger in us all
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
nodari_nx
Stranger in us all
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 20872
წევრი No.: 46932
რეგისტრ.: 15-November 07
#48232110
· 30 Jun 2016, 17:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კი ამასწინათ ვიყავი ტყე-პარკში და ძალიან ბევრი ხეა წაქცეული,ბევრს ნიადაგი აქვს გამოცლილი, ბევრი გამხმარია
ან არ ვიცი რა სჭირს.
მართლა ცუდ დღეშია ტყე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
jjj
ქართველი
ჯგუფი: Members
jjj
ქართველი
ჯგუფი: Members
წერილები: 5701
წევრი No.: 1849
რეგისტრ.: 25-February 03
#48232131
· 30 Jun 2016, 17:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეჭვი მაქვს რომ შეწამვლა უნდა მაგ ხეებს, მოჭრა "მაგარი" გამოსავალი უპოვნიათ... სამეგრელში კოლხური ბზა ხმება ეგრე მასიურად, შეწამვლა უნდა, პროცესი რამოდენიმე წელია მიდის, გარემოს დაცვის სამინისტროს მივწერე და ვიცით ეგ პრობლემა და ვიკვლევთო, არადა რა გამოკვლევა უნდა, დაავადებაც ცნობილია და წამალიც... თუ ამგვარი პრობლემების მოგვარება არ შეუძლიათ, მაშინ რისთვის არის საერთოდ გარემოს დაცვის სამინისტრო? გინდ ყოფილა და გინდ არა, ზედმეტი ბიუროკრატიული აპარატია, რომელსაც სულ ტყუილად ვინახავთ :(
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
niniaa
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
niniaa
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9486
წევრი No.: 67969
რეგისტრ.: 23-July 08
#48232134
· 30 Jun 2016, 17:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
nodari_nx
მეწყერსაშიში მდგომარეობაცაა შექმნილი ტყის გაჩეხვის გამო.არავინაა პატრონი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
gia1970
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
gia1970
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 25417
წევრი No.: 205864
რეგისტრ.: 2-August 15
#48232143
· 30 Jun 2016, 17:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თუ ჭიის პონტშია კაია
და თუ მამაძაღლობენ
ძაღლი მიაკვდათ სულში
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მაწო:))
Crazy Member
ჯგუფი: Registered
მაწო:))
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1966
წევრი No.: 215375
რეგისტრ.: 6-March 16
#48232148
· 30 Jun 2016, 17:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ხე ტყის მაფიაა
სერიოზული კრიშა ეყოლებათ
ბრაკონიერები არიან მანდ მაგარი აპასნი ხალხი, გარემოს დამცველებზე იწევენ და მკვლელობიც არი მომხდარი
ვნახავ სტატიას და დავდებ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Terjogio
Crazy Member
ჯგუფი: Members
Terjogio
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2219
წევრი No.: 216215
რეგისტრ.: 23-March 16
#48232194
· 30 Jun 2016, 17:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რაღაც ყავისფერი ყუთების მსგავსი არის ბევრი დაკიდებული ხეებზე, მგონი ჭიის საწინააღმდეგოა, მაგრამ სავარაუდოდ ძველებია და აღარ მოქმედებს. ჩავხედეთ შიგნით და ცარიელებია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მაწო:))
Crazy Member
ჯგუფი: Registered
მაწო:))
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1966
წევრი No.: 215375
რეგისტრ.: 6-March 16
#48232787
· 30 Jun 2016, 18:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აი ვიპოვე, ეს სტატიაა ზემოთ რაზეც დავწერე, კატასტროფა ხდება
რეინჯერებს ბრაკონიერები ფიზიკურადაც უსწორდებიან
06-06-2016
"ბორჯომის რაიონი აუღებელ ციხესიმაგრედ იქცა. ადგილობრივები ტყის განადგურებას აღარ სჯერდებიან, რეინჯერებს ფიზიკურად უსწორდებიან"
ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებს ბრაკონიერები თავს დაესხნენ, ავტომობილები დაუმტვრიეს. ცემა ხელჩართულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. საქმე ქონების დაზიანებისა და ცემის მუხლებით არის აღძრული. ჩვენ დავუკავშირდით დაზარალებულ რეინჯერთაგან ერთ-ერთს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების უფროსს, ივანე კუპრაძეს, რომელმაც დაგვიდასტურა მომხდარი.
- 31 მაისს, დაახლოებით 16 საათზე, ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, სოფელ ბანისხევის სარეინჯერო ტერიტორიაზე, ჩვენი რეინჯერები მორიგ პატრულირებაზე იყვნენ, რომ დააფიქსირეს ხეტყის უკანონოდ ჭრის ფაქტი, სოფელ ბანისხევში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე ხარის დახმარებით მოათრევდა მორებს. როგორც კი რეინჯერები დაინახა, ხეები ჩახსნა, დანაშაულიც აღიარა, მაგრამ ოქმზე ხელი არ მოაწერა. ჩვენ ვალდებული ვიყავით მორები შეგვენახა გამოძიებისთვის და ამიტომ შემთხვევის ადგილზე საგანგებოდ მივედით სამი მანქანით. ამ დროს ის კაცი გზაზე მიკროავტობუსით შემოგვხვდა. დავეჭვდით, რომ მანქანის სალონში დაჭრილი ხის მორები ჰქონდა, ამიტომაც მანქანის გაჩერება მოვთხოვეთ, რაზეც უარი განაცხადა, მეტიც, დაეჯახა ჩვენს მანქანებს, ორი ავტომობილი დაგვიზიანა. ჩვენ ექვსნი ვიყავით, ისინი სამნი: მამუკა, ბექა და ლევან გოგოლაძეები (მამა-შვილი და მათი ნათესავი). ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს, სამწუხაროდ, არანაირმა შეგონებამ არ გაჭრა და ხელჩართული ჩხუბი გაგვიმართეს. როგორც კი ავტომობილი დააჯახეს ჩვენს ავტომობილებს, 112-ზე დავრეკე და საპატრულო პოლიციის დახმარებამაც მოგვისწრო.
(IMG:
http://a.pix.ge/v/rk1u2.jpg
)
არ მესმის, ასე რატომ მოიქცნენ, მით უფრო, რომ როგორც შემდგომ გაირკვა, მიკროავტობუსში დაჭრილი მორები არ იყო. ის ხეები საკუთარი ბაღის მიმდებარედ, ტყეში მოჭრეს და გზაზე ჩამოყარეს, რომ ჩვენს გამოჩენამდე წაეღოთ. როდესაც დანაშაულის ფაქტზე ვიჭერთ, ყველა გაიძახის, აბა, რა ვქნათ, თქვენ მუშაობთ და ხელფასი გაქვთ, ჩვენ რითი ვარჩინოთ ცოლ-შვილიო? ამ სოფელში ჩვენს ერთ-ერთ რეინჯერს მანამდეც დაესხნენ თავს, ახალდაბაში კი რეინჯერს სამსახურებრივი ავტომობილის მინები ჩაქუჩით ჩაულეწეს. სხვათა შორის, აბასთუმანში, ახალციხეში, ხაშურში ასეთი რამეები არ ხდება. თუ ვინმეს დანაშაულზე დავიჭერთ, აღიარებს და პროცესი სამართლებრივ სიბრტყეში განიხილება, ბორჯომის რაიონი კი აუღებელ ციხესიმაგრედ იქცა. ადგილობრივები მხოლოდ ტყის განადგურებას აღარ სჯერდებიან, ფიზიკურადაც გვისწორდებიან.
არა მხოლოდ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სატყეო სააგენტოს რეინჯერებიც უმძიმეს მდგომარეობაში არიან. ბრაკონიერები მათაც დაუნდობლად უსწორდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, მაისში სოფელ ახალდაბაში, სატყეო სააგენტოს რეინჯერ ზვიად ბლიაძის სამსახურებრივი ავტომობილი დაწვეს, უბნის უფროსის ავტომობილს კი ქვები დაუშინეს. მეტიც, რამდენიმე წლის წინ ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში რეინჯერი მერაბ არევაძე ბრაკონიერებმა დანაშაულის მიჩქმალვის მიზნით მოკლეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილები და უშუალო მონაწილე დაიჭირეს, მაგრამ ამნისტია შეეხოთ და გათავისუფლდნენ. რეინჯერები ჩივიან, რომ ბრაკონიერებთან ბრძოლა უშედეგოა სამართალდამცველების მსუბუქი მუხლების მიყენებით და შემდგომ მათი აღსრულების სუსტი მექანიზმების გამო.
P.S. შარშან, სოფელ ბანისხევში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერ სამსონ პაპიძეს ელექტროხერხი გულმკერდზე გადაატარეს. საბედნიეროდ, პაპიძე გადარჩა.
"წადი" ძალაშია!
2015 წლის გაზაფხულზე ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი სულამანიძეს ავტომანქანის საბარგულში ხელყუმბარა ჩაუდეს წარწერით, - "გაფრთხილებთ, წადი!" ნაკრძალის დირექტორი მომხდარს ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირებს. გიორგი სულამანიძე ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორად 2010 წლიდან მუშაობს. თანამდებობაზე დანიშვნიდან 3 თვის თავზე სამსახურებრივ ავტომობილს დაუდგენელმა პირმა მუხრუჭის შლანგი გადაუჭრა. პოლიცია ამ ამბავსაც იძიებდა, მაგრამ მოგვიანებით აღნიშნეს, რომ მიყენებული ზიანი 70 ლარს არ აღემატებოდა და ძიება შეწყდა.
2015 წლის მიწურულს, 27 დეკემბერს, ბომბი აღმოჩნდა თბილისის ეროვნული პარკის დირექტორის ლევან კაპანაძის სამსახურებრივ ავტომობილშიც, ძიება დაიწყო, თუმცა დღემდე უცნობია სამართალწარმოების შედეგები. ამ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლაშა მოისწრაფიშვილმა განაცხადა, რომ" ვიღაც ცდილობს კანონის აღმასრულებლების დაშინებას. თუ ეს მცდელობა არ აილაგმება, დაუსჯელობის სინდრომი ძალიან ცუდ შედეგს მოიტანსო."ფაქტია, შედეგი უარესდება, რეინჯერებს ფიზიკური განადგურების მცდელობით კვლავ დაემუქრნენ და სცადეს კიდეც.
ეკა ლომიძე
http://www.kvirispalitra.ge/justice/30064-...tsordebian.html
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
bach_ka
Crazy Member
ჯგუფი: Members
bach_ka
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2957
წევრი No.: 80266
რეგისტრ.: 25-December 08
#48233194
· 30 Jun 2016, 19:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კი არის გარშ3მო ჭიის საწინააღმდეგო ყუთები დაკიდ3ბული, მაგრამ აზრი??
დედა არ ყავს იქაურობას...
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რეგიონები
|
იქით
»
Pages:
(6)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0301 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.